არქივი

რა არის სვასტიკა

swastika

სვასტიკა (სანსკრ. स्वस्तिक svastika ”კეთილად ყოფადი”) – ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებომხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ქონდა. 

არსებობს ოთხმხრიანი, სამხმრიანი (ე.წ. ”ტრიკვესტი”) და მრავალმხრიანი სვასტიკები; ამასთან სვასტიკის ზევმხრები კუთხოვანი ან მომრგვალებულია (მომრგვალებულ მხრებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალა ჰქვია). ასევე ცნობილია სვასტიკის კომპოზიციის მიხედვით შედგენილი რთული ორნამენტები.

საქართველოში სვასტიკა უძველესი ხანიდან არის ცნობილი. მის ორნამენტებს ადგილობრივი მატერიალური მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულიდან იცნობს, თანაც ყველაზე საინტერესო არის ის, რომ სვასტიკას აჩუქურთმებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამ უძველეს და თავისთავადი მტკვარ-არაქსის, თრიალეთის და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (კერამიკა, ცულები, სამკაულები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, დედაბოძები), მცხეთაში – სამეფო ბეჭდებზე, რაჭაში (რაჭული ცული ძვ. წ. II ათასწლეული) და ა.შ. სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც ”ქანის” ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐),

აშკარაა, რომ ქართულ რეალობაში სვასტიაკასა და ბორჯღალას იმთავითვე უდიდესი დატვირთვა და საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ. ეს ორნამენტული კომპოზიცია მიიჩნეოდა მზის მისტერიად, სიცოცხლის უკვდავმყოფადობის, საიდუმლო ცოდნის, ძალაუფლების, შემოქმედი ძალის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ.

0a3e13c2bde6

e5859c2df686

c2a1828697ea

შუმერში სვასტიკა სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთის – ინანას სიმბოლოა, აქ იგი პირდაპირ კავშირშია ნაყოფიერების მისტერიასთან. გარდა ამისა შუმერები გრაფიკულ კალენდარს სვასტიკის ფორმას აძლევდნენ, სადაც ოთხი ქალის სილუეტი წელიწადის ოთხ დროს ნიშნავდა, თითო სილუეტს სამი ნაწნავი აქვს, რაც სეზონში სამი თვის არსებობის ნიშანია.

dea484cf7610

f2364a38df52

საბერძნეთში და რომში სვასტიკა არის ნაყოფიერების და ძალაუფლების სოლარული ნიშანი, იშვიათად მამაკაცური საწყისის სიმბოლო, მას ბერძნები სახავდნენ ზევსთან, ჰელიოსთან, ჰერასთან, არტემიდასთან და აფროდიტესთან ერთად. ბერძნულ სვასტიკას ”ტესერა-გამა”-ც ქვია, რადგან მისი თითოეული მოხრილი მკლავი, ბერძნული ანბანის ასოს ”გამა”-ს წარმოადგენს.

30d4215d8230

2164fef302bet

ეგვიპტეში სვასტიკა მზის სიმბოლოა და ამასთანავე ”აღორძინების” კულტთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. მისი ტარება მხოლოდ უმაღლეს ქურუმებს შეეძლოთ, აქ ის ოთხი ელემენტის კავშირს გულისხმობს, აგრეთვე სიმბოლოა დღისა და ღამის გასაყარის (როგორც ორი ერთმანეთზე გადადებული და მოძრავი ძელის კავშირი), რამაც სვასტიკა განახლებისა და აღორძინების ხატებას დაუკავშირა და ამის გამო ოსირისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

ჩინეთში სვასტიკა ქალური საწყისის, ინის აღიარებული იდეოგრამაა, სვასტიკის, როგორც სიცოცხლესმოქმედი ძალის, მზის ენერგიისა და თავად შემოქმედის სიმბოლო, ხშირად გამოიყენებოდა ჯაინიზმშიც.

სვასტიკა (და ბორჯღალაც) ფართოდ გამოიყენებოდა ძველ ირანში, ავესტურ საკულტო ხელოვნებაშიც.
მას ჯერ კიდევ მსოფლიოს მესავე ქალაქი სახელმწიფოს – ელამის ეპოქიდან იცნობენ,
მაგრამ არც ინდო-ევროპული ტომების დამკვიდრების შემდეგ იცვლება საერთო სურათი და
ირანო-არიული მოდგმის რელიგიებშიც (ზოროასტრიზმი, მითრა, მაზდეანობა) ცენტრალური ადგილს იკავებს..

5a876d4bfc48

ამერიკაში ინდიელთა ხელოვნებაშიც აქტიურად გამოიყენებოდა იგი. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მას მაიებისა და აცკეტების ცივილიზაციებში ვხვდებით, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში – ტენესების, ოჰაიოების და ნავაჰოების ცივილიზაციებში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სვასტიკა პრეისტორიული ცივილიზაციების შემაკავშირებელი ელემენტია. ცნობილი ატლანტოლოგი ზაიდლერი ვარაუდობდა, რომ სვასტიკა ”ატლანტიდის ცნობილი ცივილიზაციიდან შემორჩენილი ნაშთი” იყო.

340d48f9469b

ადრეული ქრისტიანობის დროს რომში სვასტიკის გამოსახულება გვხვდებოდა საფლავის ქვებზე. ცნობილია, აგრეთვე, კიევის წმინდა სოფიის ტაძრის ცნობილი ფრესკა, რომელსაც კომპოზიციურ ფონად გასდევს სვასტიკის ფორმის ჯვრის სიმბოლოები. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იატაკზე გვხვდება სვასტიკის გამოსახულებიან საკმაოდ საინტერესო კომპოზიციები. ამ ჩუქურთმის გამოყენება არც ქართული ეკლესიისთვის არის უცხო – სვასტიკას ჩვენ ვხდებით სვეტიცხოველში, აგრეთვე მისი გამოსახულება მოიპოვება, ქართული კულტურის უძველეს კერაზე პალესტინაში – ჯვრის მონასტრის კედლებზე.

9498f8ae8638

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის იატაკი.

5ba33218c58a

წმინდა სოფიის ტაძარი, კიევი XI ს.

ასე რომ , როგორც ბევრი აღიქვამს სვატიკა სრულიად არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჰიტლერისა და მისი ნაცისტური იდეების სიმბოლო….

იმედია მოგეწონებათ პოსტი…

წყარო: www.wikipedia.com

მსგავსი ამბები

Back to top button