უცნაური

წინასწარმეტყველები და წინასწარმეტყველებები

9cf6e9720c75
რამდენიმე ცნობილი წინასწარმეტყველი შუა საუკუნეებიდან

ალბერტ დიდი
(1193-1280)

გერმანელი ბუნებისმეტყველი, ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, ალქიმიკოსი და ასტროლოგი. მისი ნამდვილი გვარია ალბერტ ფონ ბოლშტედტი. დომინიკელი ბერი, რომლის ბიოგრაფია უცნაური და მისტიკურია. მას თვლიდნენ გოლემის ერთ-ერთ შემქმნელად (გოლემი _ `ხელონური ადამიანი~, `შუასაუკუნეების რობოტი~). ალბერტი დიდი იყო ცნობილი თეოლოგის, თომა აქვინელის მასწავლებელი, თუმცა, თომა მისი სახლიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მას ალბერტთან ყოფნის დროს ხის თოჯინა ადამიანის ხმით დაელაპარაკა (ამ ფაქტზე თვითონ თომა აქვინელი წერს). ნორბერტ ვინერმა, თანამედროვე კიბერნეტიკის `მამამ~ სიცოცხლის ბოლოს აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში საფუძვლიანად გაეცნო ალბერტ დიდის ჩანაწერებს და იქიდან ბევრი საინტერესო დეტალი გაიგო. ალბერტი დიდის წიგნმა `ორაკულები~ ჩვენ დრომდე მოაღწია. მასში ალქიმიური, ასტროლოგიური და თეოლოგიური ჩანაწერების გარდა, არის მთელი რიგი ჩანაწერებისა, რომლებიც დედამიწის მომავალს შეეხება.

• `ადამიანები ჰერაკლის სვეტებიდან (გიბრალტარი) ძალიან შორს მიაღწევენ დიდ ნაპირს. ამ მიწაზე დასახლდება ჩრდილოეთის ხალხი და შექმნიან უზარმაზარ `ჯვრიან~ სახელმწიფოს (ამერიკის აღმოჩენა).

• გერმანელი ხალხი ვერასოდეს ვერ გამთლიანდება, რადგან მან შეურაცხყო ძველი რომის სული (საუბარია გერმანული ტომების მიერ ძველი რომის დაწვაზე).

• გერმანია სამჯერ მოიწადინებს მსოფლიოს დაპყრობას, თუმცა ამაოდ (პირველად ეს მოხდა კარლ V ჰაბსბურგის მიერ, რომელმაც XVI საუკუნეში დაიკავა ესპანეთი და იტალია. მეორედ XIX_XX საუკუნის მიჯნაზე, რომელსაც პრუსიის სახელმწიფო დაცემა მოჰყვა. მესამედ _ ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპა).

• ადამიანები შექმნიან რკინის ეტლს, რომელშიც ცხენი არ იქნება შებმული, ის თავისით იმოძრავებს (ავტომობილის გამოგონება).

• ჩემი სიკვდილიდან 680 (1960) წლის შემდეგ ადამიანი გაფრინდება მთვარეზე, ხოლო ჩემი სიკვდილიდან 800 (2080) წლის შემდეგ მთვარიდან ჩამოიტანენ ჰაერს, რომელიც ხალხს გაათბობს (ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი წინასწარმეტყველება _ მთვარეზე გაფრენის თარიღის ცთომილება მხოლოდ ერთი წელია, რაც შეეხება წინასწარმეტყველების მეორე ნაწილს, წამყვანი ქვეყნების მეცნიერები უკვე შეთანხმდნენ, რომ მთვარიდან შესაძლებელია ჰელიუმ-3-ის ტრანსპორტირება, რომელიც დედამიწაზე თითქმის უკვე ამოწურულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს შეცვლის).

• ჩემი სიკვდილიდან ათასი წლის შემდეგ (2280 წ.), დედამიწაზე `შავი პლანეტიდან~ ჩამოფრინდებიან უცნაური ადამიანები, ისინი დედამიწაზე მოიტანენ ახალ და საშიშ ავადმყოფობას. თუ დედამიწა ამას გაუძლებს, შემდეგ დადგება `ოქროს საუკუნე~.

• ჩემი სიკვდილიდან 750-800 (2030-80 წ.წ.) წლის შემდეგ ისლამს, როგორც რელიგიას დაემუქრება საფრთხე.

• `ახალ მიწაზე~ ეშმაკი შევა ადამიანში და ადამიანი ილოცებს არა ღმერთის, არამედ ეშმაკის სახელზე (პირველად სატანისტური ეკლესიები მართლაც აშშ-ში გაჩნდა).

• ჩემი სიკვდილიდან 730 წლის შემდეგ (2010 წ.) დედამიწა გაიყოფა სამ ნაწილად _ ეს იქნება `ახალი მიწა~, `ჩრდილოეთის მიწა~ და `ყვითელი მიწა~. `ახალ მიწას~ საკუთარი ურწმუნოება დაღუპავს (სავარაუდოდ, საუბარია აშშ-ს, რუსეთისა და ჩინეთის მომავალ დაპირისპირებაზე მსოფლიო ჰეგემონიისთვის).
• ბოროტი ჯუჯები ადამიანებს დიდ საფრთხეს შეუქმნიან. გეშინოდეთ მათი, ვისაც თავი სხეულზე დიდი აქვს, მათგან დიდი საფრთხე წამოვა (ამ წინასწარმეტყველას არც თარიღი ახლავს და არც სხვა მიმანიშნებელი შტრიხი და ცოტა ძნელი ივარაუდო, როდის დაემუქრებიან `ჯუჯები~ ადამიანებს; იქნებ, ეს პატარა ტანის უცხოპლანეტელები იქნებიან?).

• მოვა დრო, როდესაც ტყუილის თქმა აზრს დაკარგავს, იმიტომ, ყველა ადამიანს აზრის წაკითხვა შეეძლება (ალბათ მასიურ ტელეპატიაზეა საუბარი).

• მოვა დრო, როდესაც ავად გახდომა სირცხვილი იქნება (ეს ალბათ ნოსტრადამუსის ნაწინასწრემტყველები `ოქროს~ საუკუნეა).

• სოკოები ადამიანებზე მაღლები გაიზრდებიან (ვისურვოთ, რომ ამ წინასწარმეტყველებაში საუბარი ჩვეულებრივ, საჭმელ სოკოებზე იყოს და არა ბირთულ აფეთქებებზე _ სოკოს ფორმის კვამლი სწორედ ბირთქულ აფეთქებას აქვს).

• ვხედავ ორ საშინელ შხამიან სოკოს, რომელიც ორი ქალაქის თავზე ჰკიდია. ასეთი სოკო სულ შვიდი იქნება (ეს წინასწარმეტყველება ეხება ბირთულ აფეთქებებს ხიროსიმასა და ნაგასაკში. თუ ამას ჩერნობილსაც დავუმატებთ სამი გამოდის. ნეროს მიხედვით კი შვიდი უნდა იყოს. სხვათა შორის მესამე მსოფლიო ომის დროს (დაახლოებით 2010-14 წ.წ.) ბირთული იარაღის გამოყენებაზე ნოსტრადამუსიც საუბრობს).

• ინდოეთში იქნება საშინელი ქაოსი, ჩრდილოეთ ინდოეთში გამოჩნდება ძლიერი დიქტატორი დაშლის პირას მისულ ინდოეთს გააერთიანებს (მსგავსი წინასწარმეტყველება ნოსტრადამუსსაც აქვს, იგი მესამე ომის დაწყებას სწორედ ინდოეთში მომხდარ ქაოსს, უფრო სწორედ ოთხ სახელმწიფოს მეთაურზე მომხდარ თავდასხმას უკავშირებს).

• გარეგნული ფორმები კვადრატული იქნება _ ტაძრებს რვა კუთხე ექნება, იქნება მფრინავი სარკეები და ეს სარკეები ადამიანებს გადაიყვანს ერთი მზიდან მეორე მზეში, საშინელი ნიჟარები გაიგებენ ადამიანთან საუბარს და თვითონაც ადამიანთა ხმით ისაუბრებენ (უცნაური და დაულაგებელი წინასწარმეტყელებაა. მფრინავი სარკეები თვითმფრინავები შეიძლება იყოს _ მათი ფრენისა და ლითონის ბრწყინვალების გამო, ნიჟარები კი ან მობილური ტელეფონები ან ჯერ კიდევ არ შექმნილი ტექნოლოგია, ასე ვთქვათ მომავლის `ნოუ ჰაუ~).

• ჩემი სიკვდილიდან 730 წლის შემდეგ ალაჰის ტანდაბალი კაცი, რომელსაც ხელზე ხაზებით სამკუთხედი ექნება გამოსახული, მსოფლიოს ომს გამოუცხადებს. მასთან ბრძოლაში ბევრი სისხლი დაიღვრება და დედამიწის მესამედი მოიწამლება. შეერთებული ძალებით მას დაამხობენ (ერთ-ერთ ყველაზე `თანამედროვე~ და საშიში წინასწარმეტყველება, რომელზეც ნარო ნერო და ნოსტრადამუსიც საუბრობენ).

• ჩემი სიკვდილიდან 734 წლის შემდეგ დედამიწაზე საშინელი უკუნი ჩამოწვება. ადამიანები თვითონვე დაიღუპავენ თავს _ საკუთარი ურწმუნოებითა და სისხლის ძიებით. უფრთხილდით ალაჰის კაცს _ ის დასჯის `ახალსა და ძველ მიწებს~, დასჯის საკუთარ ხალხსა და დასჯის საკუთარ თავს (ალბათ წინა წინასწარმეტყველების გაგრძელება და ფრიად საშიში. `ახალი მიწა~ არის აშშ, `ძველი მიწა~ _ ევროპა, `ალაჰის კაცი~ ?).

რანო ნერო
(დაახლ. XIV-XV საუკუნე)

ფრანგი ასტროლოგი და წინასწარმეტყველი. მისი ნამდვილი სახელია ფედერიკო მარტელი (რანო ნერო `შავ ობობას~ ნიშნავს). ის სხვადასხვა დროს ცხოვრობდა იტალისა (ფლორენციაში) და საფრანგეთში. მან ნოტრადამუსამდე თითქმის ერთი საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა დედამიწის მომავალი. ბოლონიის ერთ-ერთ მონასტერში აღმოჩენილი იქნა ხელნაწერები, რომელთა რადიოიზოტოპურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს ტრაქტატები დაწერილი იყო არა უგვიანეს XVI საუკუნისა. 1981 და 1984 წ.წ. იტალიაში გამოიცა ბ. ბაშერის 800 გვერდიანი წიგნი, რომელიც მთლიანად ნეროს წინასწარმეტყველებებსა და მის კომენტარებს უკავია. მისი ძირითადი ნაშრომს `მუდმივი წიგნი~ ჰქვია. მასში თითქმის დეტალურად არის გადმოცემული დედამიწის მომავალი. არის მოსაზრება, რომ ნოსტრადამუსიც იყენებდა მაშინ ჯერ კიდევ უცნობ ნეროს ხელნაწერს. ნაროს წინასწარმეტყველები ყველაზე ზუსტი და მკაფიოა. მაგალითად, ნერო სტალინს მთებიდან მოსულ კაცს უწოდებს, რომელიც პირიდან კვამლს უშვებს (ნეროს დროს ევროპაში თამბაქო ჯერ კიდევ არ არსებობდა). დეტალურად აღწერს ყოფილ რომის პაპ იოანე-პავლე II-ზე თავდასხმის დეტალებს. ის რომის პაპს `ორ მოციქულს~ უწოდებს (მართლაც, პაპს ორი მოციქულის სახელი ერქვა _ იოანე და პავლე). ნოსტრადამუსისგან განსხვავებით ნერო დედამიწის მომავალის ორ გზას `ხედავს~ _ როგორც კოსმიურ კატასტროფას, ისე `ოქროს საუკუნეს~, ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ისწავლიან საკუთარ თავში `ბოროტების ბუზის~ დაჭერას (აქედან მოდის ნეროს ფსევდონიმი _ `შავი ობობა~, რომელიც ბოროტების ბუზს იჭერს).

• იქნება მუდმივი ბრძოლა სამ დიდ რელიგიას შორის _ ეს იქნება ქრისტეს რელიგია, მწვანე რელიგია და მზის რელიგია (მწვანე მთვარის ფერად ითვლება, მთვარე კი ისლამის სიმბოლოა, რაც შეეხება მზის რელიგიას, ის ზოროასტრიზმია, რომელიც სავარაუდოდ XXI საუკუნეში ისევ აღორძინდება).

• ქრისტეს რელიგია ყველა დროს გაუძლებს, თუმცა, დადგება ხანი, როდესაც ქრისტიანები გამოქვაბულებში იცხოვრებენ (ამ წინასწარმეტყველებას თარიღი არ ახლავს, ამიტომ, ძნელია ივარაუდო, როდის გაუჭირდება ქრისტიანობას).

• მწვანე რელიგიას კეთილი ანგელოზი არ ჰყავს, ამიტომ, ის ნელ-ნელა დაიკარგება (აღსანიშნავია, რომ ისლამის გაქრობას ალბერტ დიდი და ნოსტრადამუსიც გვამცნობენ).

• XXI საუკუნეში მზისა და ცეცხლის რელიგია უმაღლეს დიდებას მიაღწევს, ის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში _ ჰიპებორეაში ახალ ხარისხში გამოავლინდება. მისი ადგილი იქნება ერის მწვანე კუნძულზე(?) მთავარ ტაძარში (სავარაუდოდ ეს წინასწარმეტყველება რუსეთსა და ზოროასტრიზმის შესაძლო აყვავებას ეხება, თუმცა, რამდენად ახდება ეს ყოველივე, მომავალი გვიჩვენებს).

• XX საუკუნის დასასრულს ბევრი `თეთრი ადამიანი~ ილოცებს სატანის სახელზე. ის დაიწყება `ახალ მიწაზე~ 1925 წელს და შემდგომ გავრცელდება ტარტარიაში. სატანის რელიგიას დაამარცხებს მზის რელიგია (მართლაც პირველი სატანისტური ტაძარი აშშ-ში გაჩნდა. ნერო ტარტარიას რუსეთს უწოდებს, მართლაც დღესდღეობით რუსეთში უამრავი სატანისტური სექტა, ოკულტური მიმდინარეობა და მაგიური სკოლებია. ამ წინასწარმეტყველებაში მზის რელიგია თუ ზოროასტრიზმია, მაშინ ის სატანიზმს დაამარცხებს).

• სატანის რელიგია ბევრი ხალხის დამონებას მოახერხებს, ის დაეუფლება არა ,არა მარტო ადამიანების სხეულს, არამედ სულსაც(!!!).

• 1981 წელს გამოჩნდება ახალი, საშინელი ავადმყოფობა, რომელიც უამრავს ადამიანს შეიწირავს (ეს წინასწარმეტყველება ეხება შიდს-ს, რომელიც სწორედ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში გამოჩნდა).
• მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპაში გამოჩნდება `შავი ავადმყოფობა~, რომელიც დედამიწის მოსახლეობის მესამედს დაავადმყოფებს. მსგავსი ავადმყოფობა იქნება ხუთი, თუმცა, ერთი მათგანი სიკეთესაც კი მოიტანს (სავარაუდოდ ეს წინასწარმეტყველებაც შიდს-ს, შავი ფერი კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ ის პირველად `შავ კონტინენტზე~ _ აფრიკაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ხუთს ავადმყოფობას, ალბათ შიდს-ი პირველია, თუ `ქათმის გრიპს~ მეორედ ჩავთვლით, მაშინ კიდევ სამს უნდა ველოდოთ).

• XX საუკუნის 90-იან წლებში გაძლიერდება `სამხრეთის ხალხი~. ისინი იქნებიან ძალიან ძლიერები და იქნებიან უამრავნი. ამ ქვეყანაში დამყარდება დიქტატურა და შეძლებს მსოფლიოს `შესრუტვას~ (ნერო ალბათ ჩინეთზე საუბრობს, თუმცა, ჩინეთი უფრო აღმოსავლეთია, ვიდრე სამხრეთი. `შესრუტვაში~ კი ალბათ `ჩინური კვარტლები~ იგულისხმება, რომლებიც მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქშია).

• დედამიწაზე შემცირდება მოსახლეობა. ძალიან შემცირდება საფრანგეთისა და ესპანეთის მოსახლეობა. გაქრება ტარქია და სკანდინავია, ტარტარია არ გაქრება (ტარქია ეს თურქეთია. სხვათა შორის თურქეთის პრობლემებზე სხვა წინასწარმეტყველებიც საუბრობენ. სკანდინავიას რა საშიშროება დაემუქრება ნერო ამის შესახებ არაფერს ამბობს. ტარტარია კი რუსეთია, ალბათ რუსეთის გეოპოლიტიკური რეორგანიზაცია მოხდება).

• ზეცაზე იქნება ორი მზე და ორი მთვარე და აღარ იქნება ღამე. ეს იქნება ჯოჯოხეთი. დედამიწაზე შეუძლებელი იქნება ცხოვრება, მხოლოდ მთებში, ჰაერში და მიწისქვეშ იქნება შესაძლებელი სიცოცხლე. ააშენებენ რვა მიწისქვეშა ქალაქს. ბევრი ადამიანი დაბრმავდება ორი მზის შუქის გამო (ფრიად საშიში და მოულოდნელი წინასწარმეტყველებაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შორეული პერსპექტივაა. სხვათა შორის `ხელოვნურ მზეზე~ ნოსტრადამუსიც საუბრობს, ოღონდ ის მიუთითებს დროზეც, ეს 2400 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი).

• როდესაც ადამიანები ცაზე დაინახავენ ორ მზესა და ორ მთვარეს, მაშინ დაიბადება ანტიქრისტე _ ეს იქნება სატანა, რომელიც იჯდება სამთავიან ცხენზე (უნდა აღინიშნოს, რომ ზეადამიანების დაბადებისას უცნაურ ასტრონომიულ მოვლენებს ხშირად აქვს ადგილი. იგივე ძველსპარსულ რელიგიური ტრაქტატი `ავესტა~ მოგვითხრობს, როდესაც დიადი მესია თაუმინი (მეორე ვერსიით ზარათუშტრა) იშვა, ცაზე ორი მზე იყო. ქართული მითოლოგიის თანახმად ორი მზე ანათებდა ხოგაის მინდიას დაბადების დროსაც. გავიხსენოთ `აღმოსავლეთის ვარსკვლავის~ ნათება ქრისტე დაბადების მომენტში. ასე რომ, ანტიქრისტე არ იქნება ჩვეულებრივი ადამიანი და სრულიად შესაძლებელია მსგავსი მოვლენა მისი დაბადების დროსაც დაფიქირდეს).

• ჩრდილოეთით და სამხრეთით დადნება თოვლი და ყინული _ იქ ყვავილები აყვავდებიან (ამ დროს ალბათ შეიცვლება პოლუსების მდებარეობა; ეს ნაწილობრივ უკავშირდება წინა წინასწარმეტყველებასაც, რადგან თუ ცაზე ორი მზე იქნება, სწორედ მაშინ არის მოსალოდნელია პოლუსების შეცვლა და ამ ადგილებში ტემპერატურის აწევა).

• წყალი წალეკავს ხმელეთის ნახევარს. ბევრი ქალაქი წყლის ქვეშ აღმოჩნდება (ალბათ ეს წინასწარმეტყველებაც წინა ორის გაგრძელებაა, იქიდან გამომდინარე პოლუსების შეცვლა გამოიწვევს მძლავრ სეისმოლოგიურ აქტიურობას, რაც ცხადია გააჩენს წარღვნის საშიშროებას).

• აღიმართება უზარმაზარი ტაძრები კონუსის ფორმის. ზოგი ტაძარი იქნება ცხოველის მსგავსი და ტაძრის დიდი რქა ზეცისკენ იქნება აშვერილი (ეს შესაძლოა, ახალი რელიგიის დაარსებაა, მეორე ვარიანტით კი ეს ტაძრები შესაძლოა, იყოს ობსერვატორიები, რქა კი ტელესკოპი).

• ადამიანები კანზე ლაქები გაუჩნდებათ, ეს იქნება მზის შუქის გამო გაჩენილი ავადმყოფობა (მოსალოდნელია ეს იყოს კანის კიბო, რომელსაც ულტრაიისფერი სხივები იწვევენ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუკი `ოზონის ხვრელის~ გაფართოვება გაგრძელდება).

პარაცელსი
(1493-1541)

შვეიცარიელი ექიმი, ფარმაცევტი, ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი, ალქიმიკოსი და ასტროლოგი. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფილიპ აურეოლ ტეოფრასტ ბომბასტ გოგენგეიმი. სწავლობდა ბაზელის უნივერსიტეტში, შემდეგ ვიუცბურგში აბატ ტრიტგეიმთან. მოგზაურობდა ევროპაში, აზიაში, აფრიკაში (დაუმტკიცებელი ვერსიით იყო ტიბეტშიც), გაეცნო არაბულ მედიცინას. 1525 წელს დაბრუნდა შვეიცარიაში და გახდა ექიმი-პრაქტიკოსი. უბოძეს პროფესორის წოდება და მიიღო ადგილი ბაზელის უნივერსიტეტში. მან აიღო სახელი `პარაცელსი~ (`ცელსის საწინააღმდეგო~; ცელსი _ ანტიკური რომის ექიმი). შესწავლის შემდეგ დაწვა ანტიკური ავტორთა ნაშრომები (ჰიპოკრატე, ცელსი, გალენი და ა. შ). წერდა როგორც ლათინურად, ისე გერმანულად. იდევნებოდა ეკლესიის წარმომადგენალთა მხრიდან, რადგან მკურნალობისას უხვად იყენებდა მაგიურ ელემენტებს. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომი `ორაკული~ (საკუთარ წინასწარმეტყველებების წიგნს ამ სახელწოდებას მრავალი ადამიანი არქმევდა).

საფრანგეთში დაეცემა ვალუების დინასტია და ხელისუფლებაში მოვა ბურბონების დინასტია, თუმცა, ორასი წლის შემდეგ ისიც განადგურდება (საკმაოდ ზუსტი წინასწარმეტყველებაა _ ჰენრიხ IV ნავარიელი, რომელმაც ბურბონების დინასტიას საფუძველი დაუდო, საფრანგეთის ტახტზე 1589 წელს ავიდა, ხოლოორასი წლის შემდეგ 1789 წელს კი საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო და ლუი XVI-ს თავი მოკვეთეს).

ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოპში ქვეყნის მართვის ფორმა _ დემოკრატიული და რესპუბლიკური იქნება. ეს ორი ძალა ოკეანის გაღმა ქვეყანაშიც იქნება (ზუსტი წინასწარმეტყველებაა _ `ოკეანის გაღმა ქვეყანა~ კი აშშ არის, სადაც ძირითადად ორი პარტია დომინირებს _ რესპუბლიკული და დემოკრატიული).

საფრანგეთის სათავეში მოვა პატარა ტანის დიქტატორი, სახელად ნაპოლეონი (უცნობია პარაცელსი წინასწარმეტყველების რა ხერხს იყენებდა, მაგრამ სახელების წინასწარმეტყველებისას არასდროს ცდებოდა, ის ამ მხრივ ნოსტრადამუსაც კი `უსწრებს~).

ოკეანის გაღმა ქვეყანა გაძლიერდება, ის მსოფლიოს საკუთარ ნებას მოახვევს და ევროპას დააჩოქებს. მისი სიძლიერე მისი დაბადების კოდში იქნება ჩადებული (საუბარია ამერიკის აღორძინებაზე და მსოფლიო ჰეგემონიაზე. რაც შეეხება `დაბადების კოდს~ _ ცნობილია, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღე საგულდაგულოდ შეარჩიეს ასტროლოგებმა, თითქმის ყველა სახელმწიფო კოდი ხუთიანზე `დასვეს~. იგივე აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობა პენტაგონი, იგივე პენტაგრამაა და ის სწორედ ხუთკუთხედზეა აშენებული).

მსოფლიო გაიყოფა სამ ბანაკად. სამივე ბანაკი ერთმანეთის ფარული მტერი იქნება, თუმცა, აქედან მხოლოდ ორი დარჩება _ ერთი მთლიანად განადგურდება, მეორე ნაწილობრივ (თუ დღევანდელ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ განლაგებას გადავხედავთ, ამ წინასწარმეტყველების არსს ჩავწვდებით _ სამი ბანაკი ეს აშშ, რუსეთი და ჩინეთია. თუმცა, ძნელია ივარაუდო რომელი განადგურდება და რომელი დარჩება. ჩინეთის აღორძინებასა და მსოფლიო ჰეგემონიაზე არა მარტო საერო წინასწარმეტყველები წერენ, არამედ ბიბლიური წინასწარმეტყველებიც. იგივე იოანეს `გამოცხადება~-ში, საუბარია 200 000 000 ჯარისკაცზე, რომელთა ცხენებიც ევფრატის წყალს დალევენ. თუ ამ წინასწარმეტყველებას ისევე მივიღებთ როგორც წერია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ 200 000 000 ჯარისკაციც გამოყვანა მხოლოდ ჩინეთს შეეძლება. თუმცა, შესაძლოა, აქ არც იყოს ნამდვილ ჯარისკაცებზე საუბარი _ იგივე მსოფლიოს დიდ ქალაქებში `ჩინური კვარტლების~ არსებობა და ჩინელების მასობრივი ემიგრაცია ყველა ქვეყანას სერიოზულ საფრთხე უქმნის. ამ დროისთვის ჩინელებს რუსეთი, კონკრეტულად კი ციმბირი თითქმის მთლიანად `ათვისებული~ აქვთ, ანუ ისინი იქ მასობრივად ცხოვრობენ. რაც შეეხება `ერთი ბანაკის~ განადგურებას, ეს შესაძლოა, აშშ იყოს, რომელიც ტერორისტების სამიზნე კიდევ აღმოჩნდება _ ამაზე ნოსტრადამუსი წერს.

ჩინეთი აღორძინდება _ `შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი~ ქვეყანა დასავლეთს დაიმორჩილებს (ეს ტერმინი მარკო პოლოდან მოდის, რომელმაც ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ამ ქვეყანას `შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი~ ქვეყანა უწოდა. თავის მხრივ იტალიელ მოგზაურს ეს ტერმინი სახარებისგან უნდა ჰქონდეს აღებული _ იოანეს `გამოცხადება~-ში შვიდი ბეჭდის გახსნაზეა საუბარი. რაც შეეხება ჩინეთის დასავლეთის, ანუ ევროპის დამორჩილებას, ის სავარაუდოდ ამას მომავალში მოახერხებს, თუმცა მის `ხმას~ საერთაშორისო ორგანიზაციებში ამჟამადაც დიდი მნიშვნელობა აქვს).

XIX საუკუნეში გაიმარჯვებს გერმანული არწივი, რომელიც იმეფებს ევროპაზე, თუმცა გერმანია ვერასოდეს ვერ იქნება თავისუფალი (სხვათა შორის, მსგავსი წინასწარმეტყველება ნოსტრადამუს,, ალბერტ დიდსა და რანო ნეროსაც აქვთ.. ეს ფრაზა გერმანიის `რკინის~ კანცლერს ოტო ბისმარკს ეხება, რომელმაც მოინდომა ევროპის დაპყრობა, თუმცა ამას პრუსიის სახელმწიფოს განადგურება მოჰყვა).

ჩემი სიკვდილიდან 400 წლის შემდეგ, ევროპაში დაიწყება სისხლისმღვრელი ომი. ეს ომი მიაღწევს ოკეანის ნაპირებამდე და მის გაღმაც გადაინაცვლებს. ეს იქნება საშინელება და ბევრი ადამიანი უკვალოდ გაქრება. ადამიანებს შეარჩევენ გარკვეული ნიშნით, მათ წამებას ბოლო არ ექნება. ეს იქნება მხეცთა ნადიმი (პარაცელსი გარდაიცვალა 1541 წელს, ანუ ეს წინასწარმეტყველება გერმანია-საბჭოთა კავშირის შორის მიმდინარე სამამულო ომს ეხება, რომელიც სწორედ 1941 წელს დაიწყო. რაც შეეხება ადამიანების გარკვეული ნიშნით შერჩევას, ეს უდავოდ ებრაელების განადგურების მცდელობა. ცნობილია, რომ ფაშისტებმა მსოფლიოს მილიონობით ებრაელი აწამეს, დახვრიტეს და გაზით გაგუდეს).

ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ მსოფლიოში `ოქროს საუკუნე~ დადგება. ის ორმოცდაათ წელს გაგრძელდება, ეს იქნება სატურნის ორი ციკლი. ამის შემდეგ დედამიწას ახალი ჭირი დაატყდება თავს (თუ პარაცელსის სიკვდილის თარიღს 500 წელს დავუმატებთ, 2041 წელი გამოვა, ანუ `ოქროს საუკუნე~ დედამიწაზე 2041 წელს დაიწყება და 2091 წელს დამთავრდება. რაც შეეხება სატურნს _ მისი ორი ციკლი ცოტა მეტ ხანს გრძელდება. სატურნი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის ორჯერ გარშემოვლას არა ორმოცდაათ, არამედ ორმოცდაცხრამეტ წელს ანდომდებს).

ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ დედამიწას საშიშროება სამხრეთიდან დაემუქრება. ადამიანები მთებში დასახლდებიან (დაუსრულებელი, თუმცა საშიში წინასწარმეტყველებაა და ამასთან წინა წინასწარმეტყველების ბუნებრივი გაგრძელებაა. `ოქროს საუკუნის~ შემდეგ საშიშროება სამხრეთიდან `წამოვა~. რა შეიძლება იყოს? თუ ოზონის ხვრელი გადიდდება და ულტრაიისფერი სხივების მაქსიმალური შემოდინება მოხდება, მაშინ ეს კანის კიბოს მასიური დასაწყისი იქნება და რაღა შუაშია ადამიანები მთებში დასახლება. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ყინულების, კონკრეტულად კი ანტარქტიდის დნობა და მსოფლიო ოკეანის დონის მატება, რაც ბევრი ქვეყნისა თუ ქალაქის წყალში ჩაძირვას გამოიწვევს. ამ დროს ბუნებრივია, ადამიანები ზღვის დონიდან უფრო ზემოთ გადასახლდებიან და ზღვის სანაპირო საშიში გახდება).

წყარო

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button