კულტურაუცნაური

უფასო მაღაზია

4a317efbd0b3
ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში დაიხსნა პირველი უფასო მაღაზია, სადაც არ არის საჭირო ფულის გადახდა რაიმე  პროდუქტის შეძენისას.

“საქმე იმაში, რომ საქონელი მოდის სხვადასხვა სუპერმარკეტიდან, ანუ ეს ის საქონელია, რომელსაც ვადა გასდის მალე და ვერ ასწრებენ რეალიზებას” – აცხადებს ამ საქველმოქმედო აქციის ავტორი კიმ პატონი.

მაღაზიის ასორტიმენტი თითქმის არ გამოირჩევა ჩვეულებრივი სუპერმარკეტისაგან. აქ არის როგორც ხილი, ასევე სხვადასხვა ცომეული ნაწარმი, ხორცეული და თევზეული.

მაღაზია მუშაობს კვირაში ექვსი დღე, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. პატონის თქმით მისი ეს იდეა ენთუზიაზმით აიტაცეს სუპერმარკეტის მფლობელებმა და არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გაიხსნება ანალოგიური უფასო მაღაზია სხვა ქალაქებშიც.

მსგავსი ამბები

Back to top button