ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

უკრაინაში გვირგვინს, რომელიც იანუკოვიჩს დაეცა, აუქციონზე გაყიდიან

76d494927036

გვირგვინი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს კიევში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გამართული ცერემონიალის დროს თავზე დაეცა, აუქციონზე გაიყიდება, – იუწყება “Украинская правда”. ვაჭრობა, რომლის ორგანიზატორი ნაციონალისტური პარტია “Братство”-ა, 27 მაისს დანიშნეს.

ლოტის საწყისი ფასი 8 ათასი გრივნაა (31 ათასი რუბლი). ამ დროისათვის ვაჭრობის ორგანიზატორებმა გვირგვინის შესყიდვის მსურველთა 30-ზე მეტი განაცხადი მიიღეს. სამგლოვიარო გვირგვინი ვიქტორ იანუკოვიჩს თავზე 17 მაისს დაეცა, როდესაც ის თავის რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით ამკობდა. ღონისძიების დროს ძლიერ წვიმდა და ქარი ქროდა. გვირგვინი საყრდენს მოსწყდა და პირდაპირ უკრაინის ლიდერისკენ გაფრინდა. პრეზიდენტის დაცვამ გვირგვინი თავის ადგილზე დააბრუნა.

ვიდეოჩანაწერი, სადაც მომხდარია ასახული, ”YouTube”-ზე რამდენიმე საათში ჰიტად იქცა. ინციდენტიდან 1 დღის შემდეგ ვიდეორგოლი 700 ათასზე მეტ ადამიანს უკვე ნანახი ქონდა.

წყარო:ამბები.ჯი

მსგავსი ამბები

Back to top button