ბელიზის ლურჯი ხვრელი
ამის შესახებ ერთერთ პოსტში იდო ინფორმაცია, გადავწყვიტე უფრო ვრცლად დამეწერა ლურჯი ხვრელის შესახებ
საოცარი ლურჯი ხვრელი- ასე უწოდებენ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დიდ წყალქვეშა ლურჯ ხვრელს, რომელიც მდებარეობს ბელიზში. ხვრელი გარშემორტყმულია რიფებით. ის წრეს მოგაგონებთ, რომლის რადიუსიც 305 მეტრია.
ეს ხვრელი პირველად აღმოაჩინა Jacques-Yves Cousteau-მ, 1971 წელს. მან წაიყვანა თავისი გემი „კალიფსო“ (რატომღაც მეკობრეებში დეივი ჯონსის სატრფოსაც კალიფსო ჰქვია და ალბათ დამთხვევაა ) და წყალქვეშა ნავები, რათა შეესწავლა ეს ხვრელი. ამის შემდეგ გაჩნდა ჭორები, რომ ამ დროს Cousteau-მ შვილი დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში, მაგრამ მალევე ეს ჭორები გამოირიცხა, რადგან ბიჭი ვერტმფრენით ჩამოვარდა. ლურჯ ხვრელთან დაკავშირებით ხალხმა არაერთი ჭორი შეთხზა, რადგან ის მისტიურ ადგილად მიაჩნდათ. Cousteau-ს უნდოდა ხვრელის გარშემო შემორტყმული რიფის განადგურება, რათა შეეღწია თავისი გემით ლურჯ ხვრელში. ასეც მოიქცა, მან მხოლოდ რიფის პატარა ნაწილი ააფეთქა და ამით ლურჯ ხვრელში შესასვლელი გზა გახსნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ხვრელის მონახულება/შესწავლა.
ბელიზის ლურჯ ხვრელში აღმოაჩინეს უამრავი სახეობის თევზი, რომელთა შორისაა ისეთი იშვიათი თევზები როგორიცაა თევზი „ანგელოზი“ და „მფრინავი“ თევზი. ასევე იშვიათი სახეობის ზვიგენები. ლურჯი ხვრელის უფრო ღრმა ადგილებში სიცოცხლე აღარ არსებობს, რადგან სიღრმეში წყალი ბრუნავს და თევზებიც არ ჩერდებიან ასეთ პირობებში. ადგილობრივი მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ბელიზის ლურჯი ხვრელი მსოფლიოს საოცრებებში უნდა შეიტანონ. ლურჯი ხვრელის სიღრმეში საოცრად სუფთა წყალია.
მილიონი წლის განმავლობაში ლურჯი ხვრელი გახლდათ მშრალი გამოქვაბული, რომელშიც იყო მასიური სტალაქტიდები და სტალაგმიტები. როცა გამყინვარება დამთავრდა, ადიდებულმა ზღვებმა და ოკეანეებმა გამოქვაბული წყლით ამოავსო. ამიტომაც მყვინთავები ლურჯი ხვრელის სიღრმეში დღესაც ხვდებიან სხვადასხვა ფორმის სტალაქტიდებს და სტალაგმიტებს.
ლურჯი ხვრელის გამოქვაბულის გამო რამოდენიმეჯერ დიდი (12 ბალიანი) მიწისძვრაც მოხდა, რადგან გამოქვაბულის კედლები და სხვადასხვა ფორმის შვერილები ფორმას იცვლის, ხანდახან ინგრევა კიდეც. შავი ხვრელის დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს ვიწრო გვირაბი, რომელსაც შევყავართ უზარმაზარ მღვიმეში. აქ ძირი მეტად რბილი მიწითაა დაფარული და წყალი დაახლოებით წელამდეა.
ასეთი კიდევ 2 მღვიმე აღმოაჩინეს, ერთერთში გიგანტური კუს ჩონჩხები იპოვნეს, თუმცა კუს ჩონჩხი არ ყოფილა ერთადერთი და უკანასკნელი, ბევრ ისეთ ჩონჩხს წააწყდნენ, რომლის ვინაობაზეც დღემდე დაობენ. სწორედ ამ ჩონჩხების წყალობით მივიდნენ მეცნიერები იმ დასკვნამდე, რომ ბელიზი მილიონობით წლის წინათ ჩვეულებრივი მშრალი გამოქვაბული იყო.
და ბოლოს წარმოგიდგენთ გიჟებს