ახალი ამბებიგასართობი

აბა გავხალისდეთ…

9924c6db8169

სახალისო ამბები

ქალმა ბავშვი ავტომანქანის საჭესთან გააჩინა

აშშ-ის შტატ მინესოტას მცხოვრებმა ამანდა მაკბრაიდმა ბავშვი ავტომობილის მართვისას გააჩინა.

ჩვილი მაშინ დაიბადა, როდესაც ქალბატონს მანქანა Chevrolet Cobalt-ი 110 კმ/სთ. სიჩქარით მიყავდა, რათა სამშობიაროში მიესწრო, თუმცა ბავშვი გზაში დაიბადა.

Chevrolet-ის მწარმოებელმა კომპანია General Motors-მა დედას შვილის დაბადება მიულოცა. კომპანია ბავშვს ”პამპერსით” მთელი იმ პერიოდის მანძილზე მოამარაგებს, სანამ ბავშვს საფენი დასჭირდება.

3c4d043fceb9

იაპონიაში უკვამლო სიგარეტი გამოუშვეს

სიგარეტის მწარმოებელმა კომპანია ჟაპან თობაცცო-მ ბაზარზე ახალი, უკვამლო სიგარეტი გამოიტანა, სახელწოდებით Zerostyle Mint-ი, რაც ასეთი ტიპის სიგარეტზე
მოთხოვნამ განაპირობა – მომხმარებელთა უმეტესობას ურჩევნია, გარშემო მყოფებს არასასურველ გარემოს არ უქმნიდეს. Zerostyle Mint-ი ჯერჯერობით მხოლოდ ტოკიოში გაიყიდება, მაგრამ თუ მომხმარებელთა მოწონება დაიმსახურა, მთელ იაპონიაში გავრცელდება. უკვამლო სიგარეტის ექსპორტზე მწარმოებელ კომპანიას ჯერ არ უფიქრია.

ბაზარზე სიგარეტის გამოშვებამდე კომპანიამ მარკეტინგული კვლევა მოაწყო და მომხმარებელთა უმეტესობის არჩევანის შესაბამისად, სიგარეტს მენთოლის გემო შესძინა. გარეგნულად Zerostyle Mint-ი ჩვეულებრივი სიგარეტისგან არ განსხვავდება. მას აქვს გამოსაცვლელი კარტრიჯი თამბაქოს ფოთლებისთვის და მუნდშტუკი. მოსაწევად სიგარეტისთვის ცეცხლის მოკიდება საჭირო არ არის, ამიტომ არც კვამლი აქვს. ერთი კარტრიჯი, მოწევის ინტენსივობიდან გამომდინარე, მწეველს 12-დან 24 საათმდე უნდა ეყოს. ერთი სიგარეტი ორი კარტრიჯით 300 იენი ($3,3) ღირს.

bd9fd90d7261

პოლონეთის წყალდიდობა თახვს ბრალდება

პოლონეთის წყალდიდობაში თახვები დაადანაშაულეს. საქმე ის არის, რომ მღრღნელებმა მდინარის დამბა, რომელიც ქალაქს წყალდიდობისგან იცავდა, გამოღრღნეს, იუწყება NEWSru.ua.

”თახვები ვისლეს ჯებირებთან ახლოს ცხოვრობენ და ჯებირებში გვირაბებს თხრიან”, – აცხადებს პოლონეთის შს სამინისტრო.

ეკოლოგების მონაცემებით, პოლონეთში 50 ათასამდე თახვი ცხოვრობს. მღრღნელებს პოლონეთის ხელისუფლება მფარველობს. თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის გამო თახვებზე ნადირობის ქვოტა უკვე გაზარდა.

როგორც ცნობილია, პოლონეთში მომხდარმა წყალდიდობამ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

76ff5d41675b

ჯაკუზიდან წყალს სპილო იპარავდა

სამხრეთ აფრიკაში, საფარი-პარკში ღია ცის ქვეშ დამონტაჟებული ჯაკუზიდან წყლის გაუჩინარების მიზეზი გაირკვა. East Coast Radio-ის ცნობით, წყალს ღამით სპილო იპარავდა.

სამხრეთ აფრიკის ტურისტული კომპლექსის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ღია ცის ქვეშ არსებულ აუზში წყალმა კლება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პარკის პერსონალი ჯაკუზს წყლით ღამით ავსებდა, დილით კი ის თითქმის ცარიელი იყო. წყლის გაუჩინარების მიზეზი მაშინ გაირკვა, როცა ტურისტმა სპილოს – სახელად ”მოუსვენარს” – წყლის მოპარვისას წაასწრო.

სპილო ჯაკუზიდან ხორთუმით სვამდა წყალს. ტურისტმა სპილოს სურათი გადაუღო. ”როდესაც ფოტოსურათი ვნახე, ვერაფრით დავიჯერე რომ წყალს ”მოუსვენარი” იპარავდა. თუმცა ასეთი ოდენობით წყლის დალევა მხოლოდ სპილოს შეეძლო” – განუცხადა პარკის პერსონალმა The Daily Mai-ს.

სპილოები დღის განმავლობაში 100-300 ლიტრ წყალს სვამენ. თუ სპილო დღეში საჭიროზე მეტ (600 ლ.) წყალს სვამს, ის ავად არის.

8942994e0ef8

სკოლის მოსწავლემ ნიკოლა სარკოზის ბოთლი ესროლა

საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სკოლის მოსწავლემ წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ესროლა, იტყობინება AFP.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ნიკოლა სარკოზი ქალაქ ბოვის ერთ-ერთ საშუალო სკოლას სტუმრობდა. სკოლაში ქვეყნის პრეზიდენტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის საკითხის განხილვას გეგმავდა. ნასროლ ბოთლსა და პრეზიდენტს შორის სარკოზის პირადი დაცვის თანამშრომელი ჩადგა, რომელმაც დარტყმა საკუთარ თავზე აიღო.

ინციდენტის შემდეგ სარკოზიმ მოსწავლეებთან ერთად ხატვის კაბინეტში გადაინაცვლა, სადაც ბავშვებმა ქვეყნის პრეზიდენტს მათ მიერ გადაღებული ფოტოები დაათვალიერებინეს. დასჯიან თუ არა ბიჭუნას, რომელმაც ნიკოლა სარკოზის ბოთლი ესროლა, ჯერჯერობით უცნობია.

იმედია მოგეწონებათ…

წყარო: www.ambebi.ge

a1b804ff39e3

მსგავსი ამბები

Back to top button