არქივი

გენერალი შარლ დე გოლი (შარლ ანდრე ჟოზეფ მარი დე გოლი 1890-1970)

f1b7804e8e21

მსოფლიოში ფრანგული ბაღის ვარდები არანაკლებაა სახელგანთქმული, ვიდრე ფრანგული კონიაკი ან ფრანგული მოდა. თითოელი ამ ვარდთაგანი თავისებურად განუმეორებელია და სამართლიანად ატარებს საკუთარ კერძო სახელს. ფრანგები თვლიან, რომ ბევრად ადვილია უწოდო სახელი ვარსკვლავს, ვიდრე ვარდს, ამიტომაც უმშვენიერეს ყვავილებს სახელები ეწოდათ ოლიმპიური ღმერთების, წარსულ საუკუნეთა გმირების,. გენიალურ მეცნიერთა, ფერმწერთა და სახელგანთქმულ მწერალთა პატივსაცემად… მხოლოდ ერთადერთი ამ ვარდთაგანი ატარებს ჩვენი ეპოქის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის შარლ დე გოლის სახელს, და ეს მკრთალი-იისფერი ყვავილი ისეთივე განსაცვიფრებელია, როგორც თვით გენერალ დე გოლის პიროვნება…
შარლ ანდრე ჟოზეფ მარი, ანრი და ჟანი დე გოლების მეორე ვაჟი, 1890 წლის 22 ნოემბერს დაიბადა ლილეში, ბებიის სახლში, ისევე როგორც მისი სამი ძმა და ერთი და, სადაც ყოველი მშობიარობის წინ მიემგზავრებოდა დედა, თუმცა კი ოჯახი პარიზში ცხოვრობდა.
შარლის ოჯახი ძველ არისტოკრატიულ გვარს მიეკუთვნებოდა. მისი ერთერთი წინაპარი, 15 საუკუნეში ნორმანდიაში მცხოვრები რიშარ დე გოლი, ჟანა დარკის უერთგულესი რაინდი იყო.
შარლის მამა იეზუტთა სკოლის ფილოსოფიის პროფესორი სულით როიალისტი, იმდენად იწონებდა თავს ცისფერი სისხლით, რომ ადრეულ ასაკიდანვე უნერგავდა შვილებს წოდებრივ ქედმაღლობას და დე გოლთა გვარისადმი მოწიწებას.
შარლის დედა უაღრესად ღვისმოშიში ადამიანი, შვილებს; ქსავიეს, შარლს, ჟაკს, პიერს და ლუიზას უნერგავდა რა ქრისტიანული მორალის წესებს, ასევე თვლიდა რომ მისი შვილები გამორჩეულნი არიან კეთილშობილი წარმოშობით და არწმუნებდა მათ დიადი მომავალის გარდაუვალობაში.
ასეთმა აღზრდამ თავისი კვალი დატოვა უმცროს დე გოლებზე. თვითმხილველთა გადმოცემით განსაკუთრებული ამპარტავნებით, სნობიზმით და საკუთარი განსაკუთრებულობის რწმენით სწორედ შარლი გამოირჩეოდა. ბავშვობიდანვე ძალიან ბევრს კითხულობდა. გამორჩეულად უყვარდა დიუმას, ჟიულ ვერნის, კიპლინგის და უილიამ დეფოს ნაწარმოებები, სამაგიდო წიგნს კი ედმონდ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკი” წარმოადგენდა. მოგვიანებით დე გოლმა აღიარა კიდეც, რომ განთქმული დუელიანტი, პოეტი და ფილოსოფი სირანო, მთელი მისი ცხოვრების სათაყვანებელ კერპს წარმოადგენდა, ხოლო მასთან გრძელი ცხვირის მსგავსებით კიდეც ამაყობდა. ისტორიული წიგნების კითხვამ იმდენად შესძრა პატარა შარლი, რომ საფრანგეთისადმი მსახურებისადმი, თითქმის მისტიური რწმენა გაუჩნდა.
მოგვიანებით დე გოლი ბავშოვობას შემდეგნაირად იხსენებდა: ,,მე ვთლიდი რომ სიცოცხლის არსი მდგომარეობს საფრანგეთისთვის განსაკუთრებული გმირობის აღსრულებაში და დადგება დღე როდესაც მე გამომიჩნდება ამის შესაძლებლობა.”
პარიზში სტანისლასის კოლეჯში ერთწლიანი მოსამზადებელი სწავლების შემდეგ, 1909 წელს, დე გოლი სენ-სირის სპეციალურ, პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში მიიღეს, სადაც თავის დროზე თვით ნაპოლეონ ბონაპარტე სწავლობდა. სამხედრო მოქმედებებთან სიახლოვის გამო შარლი ირჩევს ქვეით ჯარში სამსახურს. სწავლა მიმდინარეობდა 33-ე ქვეით პოლკში, რომელსაც შარლის მომავალი მფარველი, ახლო მეგობარი, ბავშვების ნათლია და რაც არ უნდა პარადოქსი იყოს შემდეგში დე გოლის, ანუ საფრანგეთის უბოროტესი მტერი და პროფაშისტური საფრანგეთის ხელმძღვანელი ანრი ფილიპ პეტენი მეთაურობდა.
1912 წელს მომავალმა გენერალმა სასწავლებელი დაამთავრა.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ლეიტანანტის წოდებით დე გოლი იღებს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას. 1914 წლის 15 აგვისტოს იღებს თავს პირველ ჭრილობას. განკურნებისთანავე ბრძოლის ველზე ბრუნდება. 1915 წლის 10 მარტს მენილ-ლეიურლიუსთან ბრძოლაში მას მეორედ ჭრიან. განკურნებისთანავე უკვე კაპიტანის რანგში ასეულის უფროსად ბრუნდება. 1916 წლის ზამთარში, სოფელ დუომონთან გამართულ ვერდენის ბრძოლაში უკვე მესამეს და იმდენად მძიმე ჭრილობას იღებს, რომ თავისიანებმა დაღუპულად ჩათვალეს და ბრძოლის ველზე დატოვეს. ჲუგონო მდგომარეობაში იგი კაიზერის პატრულმა აიყვანა და ომის დამთავრებამდე მან ტყვეობაში გაატარა. საფრანგეთის მთავრობამ დე გოლი, რომელიც ომში დაღუპულად ითვლებოდა საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.
ტყვეობიდან თავის დაღწევის ხუთივე ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. ტყვეთა ბანაკში შარლი კითხულობს გერმანელ ავტორებს მეტს იგებს გერმანიის შესახებ, სწორედ მაშინ დაწერა მან თავისი პირველი წიგნი ,,განხეთქილება მტრის ბანაკში”. ტყვეობაში გაიცნო პორუჩიკი მიხეილ ტუხაჩევსკიი, წოთელი არმიის მომავალი მარშალი, რეპრესირებული და დახვრეტილი 1937 წელს.
დე გოლი ტყვეობიდან ომის დამთავრებისთანავე გაანთავისუფლეს. მისი ისედაც ინერტულად მიმდინარე კარიერა ომის შემდეგ სულ გაჩერდა. კარიერისტულ ინტრიგებს მიუჩვეველი შარლი 1919 წელს პოლონეთში გადავიდა, როგორც სამხედრო ინსტრუქტორი და ვარშავასთან ახლოს რემბერტოვოშ,ი იმპერატორის გვარდიის ყოფილ სასწავლებელში სამხედრო ტაქტიკის თეორიას ასწავლის უმცროს ოფიცრებს. დე გოლს მიუძღვის უდიდესი წვლილი, 1920 წლის ივლის-აგვისტოს, საბჭოთა კავშირ –პოლონეთის ხანმიკლე ომის დროს წითელი არმიის ცხენოსანი არმიის დამარცხებაში. (ბედიის ირონიით წითელ არმიას მეთაურობდა მიხეილ ტუხაჩევსკი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიის ტყვეთა ბანაკში. 1937 წელს ტუხაჩევსკის იმდროინდელი ,,ვერდიქტით როგორც სამშობლოს მოღალატეს, დახვრეტამდე ეს დამარცხებაც გაუხსენეს.)
1921 წელს შარლ დე გოლი, პოლონეთის არმიის მაიორის წოდებით და წმინდა ვენცლავის ორდენით საფრანგეთში ბრუნდება. 1921 წლის 7 აპრილს ივონა ვანდრაზე ქორწინდება. ქალის მშვებნების დიდი მოტრფიალე შარლი ქორწინების შემდეგ ერთგული და სამაგალითო მეოჯახე ხდება. მისი მეუღლე წარმომავლობით 1550 წელს რომის პაპ იულიანე მე-3-ეს შთამომავლობას მიეკუთვნება.
ამ ორი სულით და წარმომავლობით არისტოკრატის კავშირს ხშირად აღიქვამდნენ როგორც რაციონალიზმზე დამყარებულს, მაგრამ შემონახულია შარლის წერილები დედამისისადმი, სადაც თავის დანიშნულთან დამოკიდებულებას შემდეგი სტყვებით აღწერს: ,,მე მიყვარს ის, მე ვბანაობ მის სიყვარულში.დ მისი გულისთვის მე ყველაფერზე წამსვლელი ვარ.!” რაც შეეხება ივონას გრძნობებს რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მშობლებს განუცხადა: ,,ან შარლი ან არავინ”!
1922 წლის 28 ნდეკემბერს მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც სახელი შარლის ყოფილი უფროსის, ხოლო მომავალში მოღალატე და დე გოლის მოწინააღმდეგე მარშალ ფილიპ პეტენის პატივსაცემად დაარქვეს.
1924 წლის 15 მაისს იბადება ქალიშვილი ელიზაბეტი, ხოლო 1928წელს დაუნიზმის სინდრომით დაიბადა უმცროსი გოგონა ანა, რომელიც 1948 წელს გარდაიცვალა. უნუგეშო მამა განაცხადა: მის გარეშე მე ვერ გავაკეთებდი იმას რაც გავაკეთე, ის მმატებდა მე გაბედულებას.(შედეგად დე გოლი დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთა ფონდს პატრონობდა)
დაოჯახების შემდეგ დე გოლმა მუშაობა დაიწყო მშობლიურ სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში, სამხედრო ისტორიის კათედრის პროფესორის ასისტენტის თანამდებობაზე.
სწორედ იქ წარმოთქვა შემდგომში ცნობილი ფრთიანი გამონათქვამი: ,,ისტორიული ბედისწერის გარდაუვალობა არსებობს მხოლოდ ლაჩრებისთვის”! პირადი სამხედრო გამოცდილებით დარწმუნებული, აკრიტიკებდა სამხედრო სწავლების პრინციპებს. შედეგად დე გოლს შეხვდა აბსოლუტურად უპერსპექტივო განაწილება რეინის საოკუპაციო არმიაში.
ჯერ კიდევ თავის პირველ წიგნში, აანალიზებდა რა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების მიზეზებს, დე გოლმა ერთერთმა პირველმა შენიშნა და აღნიშნა გერმანიის და საბჭოთა კავშირის მზარდი სამხედრო პოტენციალი.
საფრანგეთის არმიის გენშტაბი არმიის ტექნიკური მოდერნიზაციის ნაცვლად ჯიუტად მიჰყვებოდა უპერსპექტივო თავდაცვით სანგრის დოქტრინას, რასაც დე გოლი პროტესტის მისთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი ფორმით, საკუთარი წიგნებით აპროტესტებდა.
30-იანი წლების დასაწყისში მან გამოსცა წიგნები ,,დაშნის წვერზე”, ,,პროფესიული არმიისთვის”, და ,,საფრანგეთი და მისი არმია”, სადაც დაუნდობელი და დამაჯერებელი არგუმენტებით ქვას ქვაზე არ ტოვებს საფრანგეთის თავდაცვის დოქტრინიდან .და მიუთითებს სატანკო შენაერთების განვითარების აუცილებლობაზე, როგორც მომავალი ომების ძირითად იარაღზე. როგორც ყოველთვის შარლ დე გოლი დინების საწინააღნდეგოდ ცურავდა. სწორედ ამიტომაც პოლკოვნიკის წოდება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, 1938წელს მიიღო.
1940 წელს მთლიანად ახდა დე გოლის პირქუში პროგნოზები. თითქოს დე გოლის სცენრის მიხედვით გერმანიამ მყისიერად დაასამარა საფრანგეთის თავდაცვა. ამავე წლის 14 მაისს დე გოლი დანიშნეს სატანკო პოლკის უფროსად, ხოლო 6 ივნისს პრემიერ მინისტრმმა პოლ რეინომ დე გოლი სამხედრო მინისტრის მოადგილედ დანიშნა. რამდენიმე დღის შემდეგ პოლ რეინო გადაგა, ხოლო მთავრობის სადავეები ფილიპ პეტენის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც დაუყოვნებლივ დაიწყო დაზავების პირობებზე მოლაპარაკებები გერმანიასთან. 22 ივნისს მარშალმა პეტენმა კომპენის ზავით ხელი მოაწერა საფრანგეთის კაპიტულაციას. 17 ივნისსს დე გოლმა საფრანგეთი დატოვა და ინგლისში გაფრინდა. ჩერჩილის შეფასებით ამ თვითმფრინავით დე გოლს თან მიჰქონდა საფრანგეთის ღირსება. ჲუკვე 18 ივნისს ბბს-მა გადმოსცა დე გოლის რადიო გამოსვლა. გგენერალმა მიმართა ყველა ფრანგს, წინააღმდეგობის ფრონტის შექმნის მოწოდებით: ,,საფრანგეთმა წააგო ბრძოლა, მაგრამ ომი არ წაუგია! არაფერია არ არის დაკარგული! დადგება დღე საფრანგეთი დაიბრუნებს თავისუფლებას და დიდებას… ამიტომ მოგმართავთ ყველა ფრანგს, გაერთიანდით ჩემს გარშემო მოქმედების, თვითშეწირვის და იმედის სახელით.” გენერალმა პეტენის ხელისუფლებას სამშობლს ღალატში დასდო ბრალი. დე გოლი სათავეში ჩაუდგა ,,თავისუფალი(მოგვიანებით მებრძოლი) საფრანგეთის” ორგანიზაციას.
ინგლისში ერთერთი ბოლო თბომავლით ჩავიდა ივონა ბავშვებთან ერთად. ხოლო შარლის დედა საფრანგეთში დარჩა. მოუსმინა რა სიკვდილის წინ შვილის რადიომიმართვას, თქვა: ,,მე ვამაყობ მისით, მე ყოველთვის ვამაყობდი მისით”. ჟანა დე გოლი სხვისი სახელით დაკრძალეს, რადგან პროფაშისტურმა ხელისუფლებამ აჯანყებული გენერლის სახელის მოხსენებაც კი აკრძალა. თუმცა მთელმა საფრანგეთმა იცოდა, ვისაც კრძალავდნენ. თვით ხელისუფლების მსახური ჟანდარმები ჩადგნენ საპატიო ყარაულში იმ ქალის კუბოსთან, ვინც სიცოცხლე მისცა ადამიანს, რომლის იმედზეც დარჩა მთელი ქვეყანა.
1940 წლის 28 ივლისს უინსტონ ჩერჩილმა დე გოლი აღიარა ყველა თავისუფალი ფრანგის მეთაურად და დაეხმარა დე გოლს საერთაშორისო არენაზე პოზიციების გასამტკიცებლად.
ბრაზავილში დე გოლმა დაარსა იმპერიის თავდაცვის საბჭო და განთავისუფლების ორდენი ფრანგი ერის სიმბოლიკით, ფეოდალური ეპოქის ლოტარიინგიის ჯვრის გამოსახულებით.
1944 წლის დასაწყისში შარლ დე გოლი სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის დროებით მთავრობას და ხელმძრვანელობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას, რითაც უდიდესი დახმარება აღმოუჩინა მოკავშირეთა ჯარებს. ამავე წლის ზაფხულში დაიწყო ოკუპანტთა განდევნა საფრანგეთიდან, ხოლო 1944წლის 14 ივნისს გენერალი სამშობლოში დაბრუნდა. ჲმოკლე ხანში მას მოუწია ვაშინგტონში პრეზიდენტ რუზველტთან მოსალაპარაკებლად ერთადერთი მიზნით გამგზავრება, საფრანგეთისთვის დამოუკიდებლობის და დიდების დასაბრუნებლად. ამ შეხვედრის შედეგებსს დე გოლი თავის მემუარებში შემდეგნაირად იხსენებს: ,,თუ საფრანგეთს სურს დაიკავოს ადრინდელი კუთვნილი ადგილი, ამისათვის მას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.
როგორც კი წინააღმდეგობის ფრონტის აჯანყებული მოლაშქრეები გზას უხსნიან პარიზის მიმართულებით ჩადის გუბერნატორის სატანკო ნაწილებს, დე გოლი მიემართება განთავისუფლებული დედაქალაქისკენ. მმსოფლიო გრანდიოზული წარმოდგენის მოწმე გახდა. გენერალ დე გოლის საზეიმო მსვლელობა პარიზის ქუჩებში ხალხის უზარმაზარი თავყრილობით.
ომის შემდგომ წლების საფრანგეთში ცხოვრების დაბალ დონესთან ერთად იზრდებოდა უმუშევრობა. ვერ მოხერხდა ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის განსაზღვრაც. სამხედრო ბიუჯეტის გაფართოების განხილვისას მორიგი კონფლიქტის შემდეგ დე გოლო 1946 წლის 20 იანვარს მთავრობის მეთაურის პოსტს ტოვებს და განმარტოვდება შამპანიის პატარა მამულში. გენერლის შემდგომი პოლიტიკური კარიერა დაკავშირებულია პარტია ,,ფრანგი ხალხის გაერთიანებასთან” (ფრანგული აბრევიატურით ღჵფ). 1947 წლის შემოდგომაზე ღჵფ იმარჯვებს მუნიციპალურ არჩევნებში. ხოლო 1951 წელს ეროვნულ საკრებულოში დე გოლის პარტიამ 118 ადგილი მიიღო. თუმცა აბსოლური უმრავლესობს ღჵფ-მა მაინც ვერ მიაღწია. მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მოსახლეობაზე გენერლის დემაგოგიურმა კომპანიამ მეოთხე რესპუბლიკის წყობის წინააღმდეგ., ხოლო ნაციონალურ საკრებულოში მისი პარტიის წევრები ჩაბმული იყვნენ ეგრეთწოდებულ საპარლამენტო ,,თაგვების აურზაურში”. მორიგი მუნიციპალური არჩევნები გოლის პარტიისთვის კრახით დასრულდა და 1953 წლის 6 მაისს გენერალი პარტიას შლის.
კოლომბეში 5 წელი გაატარა განმარტოებაში გენერალმა. აამ პერიოდში დაიწერა მისი ცნობილი სამხედრო მემუარები 3 ტომად(,,მოწოდება”, ,,ერთიანობა” და ,,გადარჩენა”).
1957-1958 წლები მეოთხე რესპუბლიკის ღმა კრიზისის პერიოდად იქცა. ალჟირის გაჭიანურებული ომი, მთავრობის ფორმირების წარუმატებელი მცდელობები და ეკონომიური კრიზისი. 1958 წლის 13 მაისს სამხედრო დაჯგუფება ულტრამ შტურმით აიღო ალჟირის კოლონიალური ადმინისტრაციის შენობა. გენერლებმა ტელეგრაფით მიმართეს დე გოლს რათა ,,დაარღვიოს მდუმარება და მიმართოს მოსახლეობას საზოგადოებრივი ნდობის ხელისუფლების შექმნის მოწოდებით.
15 მაისს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ დე გოლის მოწოდებას: დღეს როდესაც ქვეყანა ახალი გამოცდის წინაშე დგას, დაე მან იცოდეს, რომ მე მზად ვარ მივიღო რესპუბლიკის ხელისუფლების მთელი უფლებამოსილება.
ქვეყანა სამხედრო გადატრიალების წინაშე დგას. პუტჩისტებმა რამდენიმე საათში დაიკავეს კორსიკა და პარიზში საპარაშუტო დესანტის გადმოსხმისთვის ემზადებიან. ცენტრისტებისთვის, ზომიერ სოციალისტებისთვის და ალჟირელი ამბოხებულებისთვის ერთადერთ იმედად დე გოლი რჩება. აამ დროს გენერალი დაბეჯითებით მოითხოვს ამბოხებულთაგან, რათა თავის მეთაურებს დაემორჩილონ.
27 მაისს პიერ პფლიმლენის მთავრობა გადადგომას აცხადებს, ხოლო პრეზიდენტი რენე კოტი ეროვნულ საკრებულოს მიმართავს, დე გოლის პრემიერად არჩევას და მისთვის საგანგებო უფლებამოსილების გადაცემას ითხოვს.
უკვე აგვისტოში პრემიერ მინისტრ დე გოლის მაგიდაზე კონსტიტუციის ახალი პროექტი დევს. 1958 წლის 28 სექტემბერს დასრულდა მეოთხე რესპუბლიკის არსებობის ისტორია. ფრანგების 80%-მა დე გოლი თავის ლიდერად აღიარა. 1959 წლის 8 იანვარს განხორციელდა პრეზიდენტ დე გოლის საზეიმო ინაუგურაცია.
დე გოლმა უპიველეს ამოცანად დეკოლონოიზაციის პრობლემა დაისახა, რითაც სათავე დაუდო მის წინაღმდეგ განხორციელებულ 30 მდე ტერორისტულ აქტს არმიის ულტრა სამხედრო საიდუმლო ორგანიზაციის მხრიდან. მის გვერდით ფეთქდებოდა ბომბები, ესროდნენ სნაიპერული შაშხანებიდან, ავტომატებით დაცხრილეს მისი კორტეჟი, მაგრამ საბედნიეროდ ყველა თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა. ქედმაღალი და ამაყი პრეზიდენტი კი მხოლოდ წინ დასახული მიზნებისკენ მიემართებოდა, ყურადღებას არ აქცევდა ისეთ ,,წვრილმანებს” როგორიც მისი სიცოცხლის ხელყოფა იყო. 1962 წელს ომი ალჟირთან დამთავრდა და რეფერენდუმის საფუძველზე შეიქმნა დამოუკიდებელი ალჟირის სახელმწიფო.
1960 წელს საფრანგეთმა სახარის უდაბნოში პირველად გამოსცადა ატომური იარაღი.
1965 წელს მეორედ არჩეულმა დე გოლმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ბრეტონ ვუდსის სავალუტო შეთანხმებას. ამ შეთანხმებით დოლარის გარდა არცერთ ვალუტა არ ფლობდა ოქროდ გადაქცევის უნარს. დადგენილი იყო ოფიციალური ფასი 1,1 დოლარი ერთი გრამი სუფთა ოქროს მეტალის ექვივალენტად. 1965 წელს პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონთან შეხვედრისას დე გოლმა მას განუცხადა, რომ აპირებს 1.5 მილიარდი ქაღალდის დოლარის გაცვლას ოქროზე ოფიციალური კურსით. ჯონსონს მოახსენეს, რომ დოლარიანი კუპიურებით დატენილი ფრანგული გემი ნიუიორკის პორტში იმყოფება, ხოლო აეროპორტში დაფრინდა ფრანგული თვითმფრინავი იგივე ტვირთით. ჯონსონი შეპირდა გოლს, რომ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. საპასუხოდ დე გოლმა ჭეშმარიტი სუვერენიტეტის აღსადგენად საფრანგეთის ტერიტორიიდან ნატოს შტაბბინის ევაკუაცია გამოაცხადა. ნატოს და ამერიკის 29 ბაზამ, 35 000 სამხედრო მოსამსახურით საფრანგეთი დატოვა. დე გოლის 7 წლიანი ბრძოლა ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების არსებობის წინააღმდეგ დასრულდა. 1966 წლის 21 თებერვალს საფრანგეთი გამოდის ჩრდილო ატლნტიკის ხელშეკრულებიდან, ხოლო სასვალუტო ოპერაციების შედეგად დე გოლმა ორი წლის მანძილზე ამერიკის ფორტ-ნოქსის სახელგანთქმული ოქროს საწყობი 3 000 ტონა ოქროთი შეამცირა. რაც მთავარია
საფრანგეთის პრეზიდენტმა შექმნა ამერიკისთვის უაღრესად საშიში პრეცენდენტი, რადგან სხვა ქვეყნებმაც გადაწყვიტეს გადაეცვალათ არსებული ,,მწვანეები” ოქროზე. შედეგად შტატები იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ვერ აკმაყოფილებს ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების პირობებს და დოლარის ოქროზე განაღდებაზე უარს ამბობს. პარალელურად დოლარის დევალვაციაც განხორციელდა. შედეგად ეროვნული ვალუტა ეგრეთწოდებულ მცურავ კურსზე გადავიდა.
1968 წელი მძიმე გამოცდა აღმოჩნდა დე გოლის ხელისუფლებისთვის. ნისდამი ნდობის ვოტუმის დაკარგვის უმთავრესი მიზეზი მისი სოციალ-ეკონომიური პოლიტიკა აღმოჩნდა. მაგალითად აგრარული რეფორმა, რამაც გლეხური მეურნეობების დიდი რაოდენობის ლიკვიდაცია გამოიწვია, ამას ემტებოდა გაბერილი სამხედრო ბიუჯეტი, რამაც ქვეყანაში ცხოვრების დონე დააქვეითა.
1968 წლის 2 მაისს პარიზის ლათინურ კვარტალში სტუდენტურმა ამბოხმა იფეთქა. სორბონის გარშემო ბარიკადები აღიმართა.
13 მაისს სტუდენტურ მოძრაობას პროფკავშირები უერთდებიან . მანიფესტანტების კოლონების თავზე ფრიალებს პლაკატები წარწერით,, დე გოლი არხივში”, ,,მშვიდობით დე გოლ” ,, შენი წასვლის დროა შარლ”. გგაფიცვა ქაოსში გადაიზარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 მილიონი ადამიანი გაიფიცა. ქვეყნის ეკონომიკა პარალიზებულია.
რამდენიმე დღით გენერალი პარიზს ტოვებს. 30 მაისს რადიო გამოსვლაში დე გოლი აცხადებს რომ არ დატოვებს პოსტს, სენატს და პარლამენტს დაშლილად აცხადებს და ახალ არჩევნებს ნიშნავს. 1968 წლის 23-30 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში დე გოლის მომხრეები ეროვნული საკრებულოს 73,8% იკავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში ერთმა პარტიამ მიიღო ხმების უმრავლესობა ქვედა პალატაში, ხოლო ფრანგების უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა გენერალ დე გოლს. მიუხედავად ამისა გენერლის ბედი გადაწყვეტილია. 1969 წლის თებერვალში გენერალს რეფერენდუმზე გააქვს სენატის რეორგანიზაციის რეფორმა და ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ახალი მოწყობის გეგმა. დე გოლი რეფორმის ჩავარდნის შემთხვევაში გადადგომას აცხადებს. 27 აპრილის საღამოს 10 საათზე რეფორმის ჩავარდნა გამოცხადდა, ხოლო 28 აპრილს გენერალმა უფლებამოსილება მოიხსნა და გადადგა. გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე იხუმრა: როგორც ჩანს ფრანგები დაიღალნენ ჩემგან, ისევე როგორც მე დავიღალე მათგან.
1970 წლის 9 ნოემბერს შარლ დეგოლი აორტის გახეთქვის შედეგად დაიღუპა. სამგლოვიარო ცერემონია პარიზში გაიმართა. დე გოლის ანდერძით მისი ნეშტი სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს კოლომბეში მისი ქალიშვილის გვერდით. დაკრძალვას მხოლოდ უახლოესი ნათესავები და თანამებრძოლები ესწრებოდნენ. მის სიკვდილთან დაკავშირებით ახალმა პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ მწუხარებით განაცხადა, რომ საფრანგეთი დაქვრივდა.
ფრანგები დღემდე ადარებენ დე გოლს ნაპოლეონს, რადგანაც არცერთი მმართველი არ სარგებლობდა ისეთი პოპულარობით ხალხში, როგორც შარლ დე გოლი. გენერალ დე გოლის სახელს ატარებს საფრანგეთის უამრავი ქუჩა თუ მოედანი, პარიზის აეროპორტი, ერთადერთი ატომური ავიამზიდი, ქვეყანა მოფენილია გენერლის ბრინჯაოს ქანდაკებებით. გენერალი დე გოლი გახდა საფრანგეთის ისეთვე სიმბოლო, როგორც ეიფელის კოშკი. მე-20 საუკუნის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც აღასრულა დიადი გმირობები და დიადი შეცდომები, თავისი სიცოცხლის ყოველი წამით სამშობლოზე უანგაროდ იყო შეყვარებული.

წყარო: kalmasoba.com ავტორი: Griffin Invisibleman

მსგავსი ამბები

Back to top button