გასართობისაკითხავი

კარნავალი

კარნავალი ყველაზე სახალისო, საინტერესო და მშვენიერი დღესასწაულია, რომელიც ყველს უყვარს. გაინტერესებთ როგორ წარმოიშვა? მაშინ ყველანი სრულიადში!!!!!!!! ;)

კარნავალის წარმოშობის ისტორია მომდინარეობს ძველი საბერძნეთიდან, სადაც ყოველ გაზაფხულზე ზეიმობდნენ დიონისეს, ღვინის ღმერთის დღესასწაულს. მოგვიანებით ეს ტრადიცია რომაელებმაც გადაიღეს, სახელწოდებით” ბაკანალია”. ამ დღესასწაულს ისინი დიონისეს სგავსი ღმერთის ბახუსის საპატივცემულოდ აღნიშნავდნენ. ასევე იმართებოდა დღესასწაული ”სატურნალია”, სადაც დაბალი ფენის წარმომადგენლები იღებდნენ ალკოჰოლს და ტრადიციულად ცვლიდნენ სამოსს. სატურნალია მოგვიანებით დაიხვეწა კათოლიკური ეკლესიის მიერ და ეწოდა ”Ash Wednesday”-”ნაცრიანი ოთხშაბათი”. როგორ წესი ეს დღესასწაული დიდ მარხვის წინ აღინიშნებოდა. ის მალე საქვეყნოდ ცნობილი გახდა და მორწმუნეებისათვის დიდ მარხვის წინა გართობის, ჭამისა და ალკოჰოლის მიღების საყოველთაო საშუალებას წარმოადგენდა. ამ დღესასწაულის შემდეგ 40 დღიანი დიდი მარხვა იწყებოდა, მათი ცოდვების მოსანანიებლად. თვითონ სიტყვაც ლათინურიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით “Carne Vale” ნიშნავს “Farewell to the Flesh”ანუ ვეთხოვებით ხორციელ ცხოვრებას.

ბრაზილია – რიო დეჟა ნეირო

რიოს კარნავალი ერთ ერთი ყველაზე ცნობილია მთელს მსოფლიოში. ათასობით სამბას მოცეკვავე გარშემორტყმულია მომღერლებით, დრამერებითა და უბრალო ხალხით, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ბრაზილიას სტუმრობს უამრავი ტურისტი. მოცეკვავეები გამოწყობილები არიან სპეციალურ კოსტიუმებში, რაც ძალზედ მომხიბვლელი სანახაობაა. ეს ეპიკური მოვლენა პირდაპირ ეთერში გადაიცემ მსოფლიოს წამყვალ ტელევისზიების მიერ.
ბრაზილიიის ცნობილი კარნავალი სათავეს იღებს პორტუგალიელების წინა სამარხვო ზეიმიდან სახელწოდებით ენტრუდო. ეს იყო ქაოტური ღონისძიება, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს ესროდნენ ტალახს, წყალსა და საჭმელს, რაც ხშირად ნგრევით სრულდებოდა. რიოს კარნავალი პირველად ჩატარდა 1840 წელს, ხოლო მასში სამბის ელემენტები შემოიტანეს 1917 წელს. სამბა ეს არის ანგლოთა სემბის, ევროპული პოლკას, აფრიკული ბატუკისა და კუბური ჰაბანერას ნაზავი. რასაც ჩვენ დღეს სამბას ვუწოდებთ შედეგია შავკანაინი გადასახლებული მოსახლეობის უკან დაბრუნების აღსანიშნავი დღისა.

დღესდღეობით კარნავალი ორგანიზდება სამბას სკოლის მიერ, რომელიც პირველად სკოლა 1928 წელს დაარსდაკარნავალი არის ყველაზე ცნობილი და სასურველი დასვენება ბრაზილიაში და ეს ღონისძიება მთელი კვირა გასტანს. ამ პერიოდში ყველა სამსახური ისვენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით სანაპირო ზოლის ქალაქებში 24 საათიან რეჟიმში იმართება ზეიმი. სწორედ ამ პერიოდში იყიდება ალკოჰოლის 80 % და ბრაზილიას სტუმრობს ტურისტების 70 % წლიური წილიდან. მთავრობას მობილიზებული ჰყავს ჯგუფები სიფრთხილის შენარჩუნების მიზნით.

კარნავალის სპეციალური ჟიური “სამბას” საუკეთესო სკოლასა და “კარნავალის მეფეს” ირჩევს. “მეფეს” ქალაქის მერი ქალაქის გასაღებს გადასცემს. “კარნავალის მეფე” ქალაქის სრულუფლებიანი მმართველი ხდება (ოთხი დღით) და ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი კანონის გაუქმების ან შექმნის უფლება აქვს.
ასევე საინტერესოა და ლამაზია ოლინდას კარნავალი. ოლინდა (Olinda, ნიშნავს ”ოჰ, მშვენიერი”) — ქალაქი პერნამბუკოში, ბრაზილია, ატლანტის ოკეანის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე, რესიფეს ჩრდილოეთით და პაოლისტას სამხრეთით. ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული კოლონიური ქალაქია ქვეყანაში. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 376.800 (2005) ადამიანს

ოლინდას დასახლება 1535 წელს დააარსა დუარტე კოელიო პერეირამ. 1537 წლის 12 მარტს სოფლის სტატუსი ჰქონდა. მოგვიანებით პერნამბუკოს რეგიონის დედაქალაქი გახდა, თუმცა ჰოლანდიელების ხშირი თავდასხმების გამო დედაქალაქი რესიფეში გადაიტანეს.
ოლინდას მთავარ ღირშესანიშნაობათა შორისაა: ისტორიული ცენტრი, მრავალრიცხოვანი ეკლესიები და კარნავალი. ოლინდას კარნავალი ტრადიციულ პორტუგალიურ კარნავალთა მსგავსია, აფრიკული ზეგავლენის ცეკვების დამატებით. რიო დე ჟანეიროსა და სალვადორისგან განსხვავებით საუკეთესო ადგილისთვის ფულის გადახდა საჭირო არ არის. მთელი ზეიმი ქუჩაში იმართება და წარმოდგენას ასობით მუსკალური ჯგუფი უერთდება.

წყარო:www.hr.com.ge

თეგები

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close