არქივი

ჰაინრიხ ჰიმლერი

7a0422cacfc2
ჰაინრიხ ჰიმლერი (Heinrich Himmler)
(1900 – 1945)

გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, „სს“-ის რაიხსფიურერი 1936-1945 წ.წ., მესამე რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრი 1943-1945 წ.წ.

ბიოგრაფია

1900
7 ოქტომბერი: გებჰარდ ჰიმლერს და მის მეუღლეს ანა ჰაიდერს შეეძინათ ვაჟი ჰაინრიხი. ახალშობილი მონათლა ბავარიის პრიცმა ჰაინრიხმა, რომლის აღმზრდელიც გებჰარდ ჰიმლერი იყო. ოჯახი მკაცრად ნაციონალ-კონსერვატული და კათოლიკური ტრადიციის მქონე იყო.
1917
სკოლის დამთავრების შემდეგ ჰიმლერს სურდა შესულიყო საიმპერიო ფლოტში, თუმცა სათვალეების ტარების გამო დაწუნებულ იქნა. ამიტომ იძულებული გახდა ბავარიის ინფანტერიის პოლკში შესულიყო. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ჰიმლერს ფროტზე წასვლა არ მოუწია, რაგდან საოფიცრო განათლების მისაღებად იქნა გაგზავნილი.
1918
თავის ნების საწინააღმდეგოდ იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა საოფიცრო განათლების მიღება.
1919
აპრილი: იგი შევიდა ლაუტერბახის ფრაიკორპსის შემადგენლობაში და იბრძოდა კურტ აიზნერის და ბავარიის რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ოქტომბერი: სწავლა განაგრძო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტში სასოფლო მეურნეობის ფაკულტეტზე და გაწევრიანდა სტუდენთა კავშირში – “აპოლონი”.
ჰიმლერი 1907 წელს
1922
დიპლომის აღების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო სასუქების დამამზადებელ ფირმაში ლაბორანტად.
1923
გაწევრიანდა პარამილიტარისტულ ორგანიზაციაში – “რაიხსკრიგსფლაგე” (ქართ. “რაიხის საბრძოლო დროშა”, გერმ. “Reichskriegsflagge”), რომლის მეთაური იყო ერნსტ რიომი. მისივე რჩევით ჰიმლერი შევიდა “NSDAP”-ში.
9 ნოემბერი: როგორც რიომის მედროშე მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმში ჰიტლერის პუტჩის დროს.
1924
ეხმარებოდა ერიხ ლუდენდოფს და გრეგორ შტრასერს წინასააწჩევნო კამპანიის დროს.
1925
გახდა შტრასერის პირადი მდივანი და ქვემო ბავარიის და ზემო პფალცის გაულაიტერის მოადგილე.
1926
ჰიმლერი დაინიშნა ზემო ბავარიის და შვაბიის გაულაიტერის მოვალეობის შემსრულებლად.
1926 – 1930
იყო ნაცისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილების უფროსის მოადგილე.
1927
გადაყვანილ იქნა “სს”-ის რაიხსფიურერის მოადგილის თანამდებობაზე.
1928
3 ივლისი: იქორწინა მასზე 8 წლით უფროსს მარგარეთე ბოდენზე (გერმ. Margarethe Boden). თავის მეუღლესთან ერთად მცირე ხნის განმავლობაში საკუთარი ქათმების ფერმაში იყო დაკავებული, თუმცა ამ ბიზნესს წარმატება არ მოჰყოლია.
1929
6 იანვარი: ჰიმლერი დაინიშნა “სს”-ის რაიხსფიურერის თანამდებობაზე. ამ დროს “სს” 280 წევრს ითვლიდა და ექვემდებარებოდა “SA”-ს. ჰიმლერის “სს”-ის საწევრო ნომერი იყო “166”.
1930
“SS” დამოუკიდებელი ორგანიზაცია ხდება. ჰიმლერი ვეზერ-ემსის საარჩევნო უბნიდან რაიხსტაგში იქნა არჩეული.
1931
აპრილი: “SA”-ს ბუნტის დროს ჰიმლერმა უპირობო ლოიალიტეტი გამოავნინა ფიურერის წინაშე. მისი დავალებით რაინჰარდ ჰაიდრიხმა ჩამოაყალიბა პარტიის უშიშროების სამსახური – “SD”.
1932
25 იანვარი: ჰიმლერი დაინიშნა მიუნხენის “ყავისფერი სახლის” (“NSDAP”-ის შტაბბინა) უშიშროების შეფად.
დეკემბერი: “სს”-ის წევრების რიცხვმა 50.000 მიაღწია. დაიწყო ჩამოყალიბება “მმართველი ორდენის”, მკაცრად განსაზღვრული რასისტული “ბიოლოგიური სელექციის” და “ქორწინების კანონის” გათვალისწინებით.
1933
მარტი: ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიმლერი დაინიშნა მიუნხენის პოლიციის შეფად. პარალელურად იგი ხელმძღვანელობდა პირველი საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობას დახაუში.
1 აპრილი: ჰიმლერი გადაიყვანეს ბავარიის პოლიციის პოლიტიკური ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
1934
იანვარი: გერმანული მიწა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ჰიმლერის ხელში მოექცა მთელი რაიხის პოლიციის აპარატი (პრუსიის და შაუმბურგ-ლიპეს გარდა).
20 აპრილი: ჰერმან გიორინგის ბრძანებით იგი დაინიშნა “გესტაპო”-ს შეფად. გესტაპოს და “SD”-ს ცენტრალიზებით ჰიმლერმა შეძლო დამოუკიდებლობა მოეპოვებინა “SA”-გან და ეს ორგანიზაციები ჩამოეყალიბებინა ნაცისტური პარტიის ერთადერთ სადაზვერვო და უშიშროების სამსახურად. ამ პერიოდში უზომოდ გაიზარდა “სს”-ის გავლენა.
ივნისი: ჰიმლერი და “სს” წამყვან როლს თამაშობენ რიომის პუტჩის შენიღბულ “SA”-ს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობებში. ივლისი: ჰიმლერი, როგორ “სს”-ის რაიხსფიურერი ჰიტლერის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. “სს” გადაეცა საკონცენტრაციო ბანაკების რეორგანიზაციის და მართვის უფლებები მთალი გერმანიის მასშტაბით. ბანაკების საყარაულო პერსონალი ამიერიდან სპეციალურად გაწვრთნილი “მკვდარი თავის ქალას შენაერთებიდან” (გერმ. Totenkopfverbände) კომპლექტდებოდა.
1936
17 ივნისი: ჰიმლერი დაინიშნა გერმანული პოლიციის შეფად.
1937
მისი ბრძანებით გესტაპომ დაიწყო ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეების სასამრთლოს გვერდია ავლით საკონცენტრაციო ბანაკებში მოთავსება.
1938
თებერვალი: “SD” ინფორმანტების წყალობით ჰილმერმა მოამზადა მაკომპრომეტირებელი საქმე (“ფრიჩ-ბლომბერგის-საქმე”), რომელის შემდეგაც თანამდებობები დატოვეს ვერნერ ფონ ბლომბერგმა და ბარონმა ვერნერ ფონ ფრიჩმა.
აგვისტო: ჰიტლერის ბრძანებით “სს”-ის შეიარაღებული ძალები ვერმახტს შეურთდა, თუმცა ხელმძღვანელობა მაინც ჰიმლერის ხელში დარჩა.
1939
27 სექტემბერი: მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით დაარსებულ იქნა “რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო” (რსჰა), რომლის დაქვემდებარებაში გადავიდა გესტაპო, კრიპო და “SD”. “რსჰა”-ს შეფად დაინიშნა რაინჰარდ ჰაიდრიხი.
7 ოქტომბერი: ჰიმლერი დაინიშნა “გერმანელი ხალხის გაძლიერების საქმის” რაიხსკომისრად. მას დაევალა დაპყრობილ ტერიტორიებზე რასობრივი წმენდის და გადასახლებების გატარება.
1939-1940
მისი ბრძანებით პოლონეთში ფიზიკურად განადგურებულ იქნა ასობით ათასი პოლონელი და ებრაელი.
1940
იგი ოფიციალურად გაეყარა თავის მეუღლეს და ამიერიდან ცხოვრობდა ჰედვიგ პოტჰასტთა ერთად. მასთან ჰიმლერ 2 შვილი შეეძინა.
1941
სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ ჰიტლერმა მას დაუქვემდებარა დაპყრობილი ტერიტორიების საპოლიციო აპარატი და ამით ჰიმლერი გახდა ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე მილიონობით ებრაელის ფიზიკურ განადგურებისა.
1942
მისი ბრძანების თანახმად ძალაში შევიდა “გენერალური გეგმა «აღმოსავლეთი»” (გერმ.: “Generalplan Ost”), რომელიც მიზნად ისახავდა მილიონობით რუსის, პოლონელის, უკრაინელის და ბელორუსის გადასახლებას ციმბირში და მათ საცხოვრებელ ადგილზე გერმანელთა ჩასახლებას.
1943
იანვარი: ჰაიდრიხის მკვლელობის შემდეგ მისი მოადგილე და ამავდროულად “SD” და “რსჰა”-ს შეფი გახდა ერნსტ კალტენბრუნერი.
25 აგვისტო: ჰიმლერი დაინიშნა რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრად.
1944
თებერვალი: ადმირალ კანარისის დამხობისა და აბვერის “SD”-ზე დაქვემდებარებით ჰიმლერის ხელში მოექცა მთელი მესამე რაიხის სადაზვერვო სისტემა.
21 ივლისი: ჰიტლეზე განხორციელები პუტჩის შემდგომ ჰიმლერის ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. იგი გენერალ-მაიორ ფრიდრიხ ფრომის ნაცვლად დანიშნულ იქნა სარეზერვო ჯარების და არმიის აღჭურვილობის შეფად.
2 დეკემბერი: იგი დანიშნულ იქნა ზემო რაინის არმიათ ჯგუფის მთავარსარდლად და სათავეში ჩაუდგა თავდაცვითი ხაზის მშენებლობას.
1945
იანვარი: წითელი არმიის მიერ ვისლაზე განხორციელებული გარღვევით სააშკარაოზე გამოვიდა ჰიმლერის, როგორც მთავარსადლის უუნარობა. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით მან თავი დაჭრილთა ლაზარეთს შეაფარა.
მარტი: მთავარსარდლის პოსტიდან გადაყენების შემდეგ ჰიმლერი შეეცადა კავშირი დაემყარებინა დასავლეთელ მოკავშირეებთან და დაედო მათთან სეპარატიული ზავი.
28 აპრილი: ჰიტლერმა შეიტყო რა ჰიმლერის გეგმების შესახებ დაუყოვნებლივ გადააყენა იგი მის მიერ დაკავებული ყველა თანამდებობიდან, ჩამოართვა ყველა მინიჭებული წოდება და ორდენი და დაპატიმრების ბრძანება გასცა.
მაისი: კარლ დიონიცის და ახალი მთავრობის მიერ ჰიმლერი უკუგდებულ იქნა, მან, ფალსიფიცირებული საბუთებით რამოდენიმე დღე გაატარა ფლენსბურგის ტყვეტა ბანაკში, საიდანაც როგორ უბრალო ჯარისკაცი გაპარულ იქნა, მაგრამ ლიუნებურგის ახლოს დაკავებულ იქნა სამხედრო პატრულის მიერ.
23 მაისი:გაგებულ იქნა რა მისი ნამდვილი ვინაობა ჰიმლერმა დამალული ციანკალიუმის კაპსულით თავი მოიკლა ლიუნებურგის ბრიტანულ ტყვეთა ბანაკში.

f471d39a8b5e

წყარო:wikipedia

ჩემი პირველი სიახლეა :)

Back to top button