არქივი

საინტერესო ფაქტები მეცნიერებებში

9dba7a13e772

ძალიან საინტერესო ფაქტები მეცნიერებებში!!!

ამ ფაქტებში გასარკვევად ეს საგნები კარგად უნდა იცოდეთ, მე კი ტერმინების ლექსიკონს შემოგთავაზებთ, რათა გაგიადვილდეთ:

ლ ე ქ ს ი კ ო ნ ი

ასტრონომია:
1.დიდი დათვი-თანავარსკვლავედი;
2.ნეიტრონული ვარსკვლავი — ციური სხეული, ვარსკვლავის ევოლუციის ერთერთი ყველაზე ბოლო პროდუქტი, შედგება ნეიტრონული შიგთავსითა და თხელი მკრივი გარსით.
3.დუჰბე-დიდი დათვის თანავარსკვლავედის სიკაშკაშით მეორე ვარსკვლავი.
4.იუტა-შტატი აშშ-ში.
5.კოიპერის სარტყელი- მზის სისტემის რეგიონი ნეპტუნის ორბიტის (30 ა. ე. მზიდან) გარეთ.

ბიოლოგია:

1. დნმ და რნმ-ნუკლეინის მჟავები.

ფიზიკა:

1.მაგნიტური ველი-ელექტრომაგნიტური ველის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აჩენს დროში ცვლადი ელექტრული ველი, ელექტრული დენი ან ნაწილაკების საკუთარი მაგნიტური მომენტი.
2.იზოტოპები-ერთი და იგივე ელემენტის ატომთა სახესხვაობები, რომელთაც აქვთ პროტონების ერთნაირი რიცხვი ატომბირთვში და ელექტრონული გარსის ერთნაირი აღნაგობა,მაგრამ განსხვავდებიან ნეიტორნების რიცხვით, ე.ი. მასური რიცხვით.

მათემატიკა:

1.ტიპოლოგია-მათემატიკის დარგი, რომლის შესწავლის ობიექტებია ტოპოლოგიური სივრცეები, უწყვეტი ასახვები, და დაკავშირებული მათემატიკური ცნებები.
2.ფერმას ბოლო თეორემა -ერთ-ერთი ყველაზე განთქმული თეორემაა მათემატიკის ისტორიაში, მდგომარეობს შემდეგში:
“არ არსებობს ისეთი a, b და y მთელი რიცხვები, რომელთათვისაც სრულდება ტოლობა an + bn = yn, სადაც n > 2 ორზე მეტი მთელი რიცხვია.”

მედიცინა:

1.კალიუმი — I ჯგუფის ტუტე მეტალი. ატომური ნომერი — 19; ატომური წონა — 39,10. მიღებული იყო დევის მიერ 1807 წელს ელექტროლიზის საშუალებით მწვავე კალიუმის ხსნარიდან. სახელწოდება კალიუმი მიიღო არაბული სიტყვიდან ალკალი „ტუტე“.

ფ ა ქ ტ ე ბ ი

ასტრონომია:

1.სატურნის თანამგვზავრი ტიტანი ერთადერთი თანამგვზავრია მზის სისტემაში, რომელსაც ატმოსფერი გააჩნია.
2.მცირე პლანეტა N 781-ს, რომელიც მზიდან 483 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული, აღმომჩენმა საქართველო უწოდა.
3.ნეიტრონული ვარსკვლავები არიან ძალიან მცირე ზომის — სულ რაღაც 10–20 კმ. დიამეტრში.
4.დიდი დათვის α, ვარსკვლავი დუბჰე, არის ამერიკის შტატის, იუტას ოფიციალური ვარსკვლავი.
5.Astronomische Nachrichten, გერმანლი ჟურნალი დაარსებული ჰაინრიხ შუმახერის მიერ 1821 წელს, არის სამყაროში არსებული უძველესი ასტრონომიული ჟურნალი.
6.პლუტონი დღესდღეობით ითვლება კოიპერის სარტყელის უდიდეს წევრად, მისი, როგორც მე-9 პლანეტის, გადადგომის შემდეგ.
7.მზის სისტემაში შემავალი ყველა პლანეტის მასა ერთად აღებული, მზის მასის 1%-ს შეადგენს.
8.პლუტონის თანამგვზავრ, ქარონსაც, მიენიჭა ჯუჯა პლანეტის სტატუსი.

ბიოლოგია:

1.პოლარული დათვი იმდენად ეფექტურად ინარჩუნებს სითბოს, რომ ის თითქმის შეუმჩნეველია ინფრაწითელ შუქში…
2.მარტორქისებრნის რქა და ადამიანის ფრჩხილი ორივე კერატინისგან შედგება…
3.ლურჯი ვეშაპის ენა იმდენივეს იწონის რამდენსაც ერთი სპილო…
4.ძუძუმწოვრების ადგილობრივი ფაუნა პუერტო-რიკოზე მხოლოდ ღამურებისგან შედგება…
5.ვირუსები გენეტიკური მასალისთვის დნმ-ს ან რნმ-ს იყენებს…
6.სანაპირო ზოლის სატელიტური ფერადი სკანერით პირველად მიიღეს ფიტოპლანქტონის კონცენტრაციის გლობალური სურათი…

ფიზიკა:

1..ნეიტრონული ვარსკვლავები (სქემა სურათზე) იმდენად მკვრივია, რომ ერთი ჩაის კოვზით სავსეს (5 მლ) ათჯერ მეტი მასა ექნებოდა, ვინემ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას…
2.სინათლის სხივს დედამიწიდან მთვარემდე მისაღწევად მხოლოდ 1,2 წამი სჭირდება…
3.ყოველ წელს მთვარე დედამიწას 3.82 სმ-ით შორდება…
4.დედამიწიდან იუპიტერის მაგნიტური ველის დანახვა რომ შეგვეძლოს, ის მთვარეზე ხუთჯერ დიდი გამოჩნდებოდა…
5..ლაზერების საშუალებით ზედმიწევნით ზუსტად შესაძლებელია ორი იზოტოპის გაყოფა…
6.ფიზიკოსი გია დვალი, პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც ჰუმბოლდტის პრემიით დაჯილდოვდა…

მათემატიკა:

1.ტოპოლოგია გეომეტრის ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ ყველაზე უფრო აბსტრაქტულ დარგად ითვლება…
2.ფერმას ბოლო თეორემა გადაუჭრელი იყო 300 წლის მანძილზე…
3.ამერიკელმა მათემატიკოსებმა კ. აპელმა და ვ. ჰაკენმა 1976 წელს დაამტკიცეს, რომ პოლიტიკური რუკის შეღებვისათვის საკმარისია მხოლოდ ოთხი ფერი…
4.1900 წელს დავიდ ჰილბერტმა პარიზში, II საერთაშორისო მათემატიკის კონგრესზე ჩამოაყალიბა 23 ამოცანა, ე. წ. ჰილბერტის პრობლემები…
5.ჰეპტადეკაგონი 17-კუთხა მრავალკუთხედია, რომლის აგება ფარგლით და კუთხური სახაზავით შეიძლება…

მედიცინა:

1.ვიტამინების არსებობა ფრედერიკ ჰოპკინსმა ივარაუდა 1906 წელს. 1929 წელს მან ნობელის პრემია მიიღო ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში…
2.მითომანია მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი მიზეზგარეშე ძალაუნებურად იტყუება…
3.მუქი შოკოლადი ნებისმიერ საკვებზე მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ამასთან მას სისხლის წნევის დაწევა ძალუძს…
4.ჰიპერკალემია სისხლში ელექტროლიტური კალიუმის მომატებული ( 5.0 მმოლ/ლ-ზე მეტი) შემცველობაა. უკიდურესად მაღალი ჰიპერკალემია სასწრაფო სამედიცინო ჩარევას ითხოვს პოტენციურად ფატალური არითმიის რისკის გამო…
5.კრეტინიზმი მიუხედავი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების თანდაყოლილი უკმარისობით გამოწვეული ფიზიკური და გონებრივი განვითარების მწვავე შეფერხების მდგომარეობაა…
6.ტიფის პირველი ვაქცინა 1937 წელს შეიმუშავეს…

სამეცნიერო ფანტასტიკა:

რობოტიკის სამი კანონი აიზეკ აზიმოვის კალამს მიეკუთვნება და ისინი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

პირველი კანონი: რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს თავის ქმედებითა თუ უმოქმედობით;

მეორე კანონი: რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის მიერ მიცემულ ბრძანებებს თუ ისინი არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს;

მესამე კანონი: რობოტმა უნდა დაიცვას თავი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონს.

გეოგრაფია:

1.აფრიკის უმაღლესი წერტილია კილიმანჯარო.
2.მსოფლიოში უდიდესი უდაბნო არის ანტარქტიდა, ხოლო უდიდესი ქვიშიანი უდაბნო საჰარა.
3.მსოფლიოში უდიდესი ტბა არის კასპიის ზღვა.
4.წყნარ ოკეანეში დაახლოებით 25000 კუნძულია.
5.ოთხი უდიდესი კუნძული რომელზედაც განლაგებულია იაპონია არის ჰოკაიდო, ჰონსიუ, კიუსიუ და სიკოკუ.
6.მდინარე დუნაიზე მდებარეობს ოთხი ევროპული ქვეყნის დედაქალაქი, ვენა, ბრატისლავა, ბელგრადი და ბუდაპეშტი.
7.ყაზახეთის ახალი დედაქალაქი 1998 წლიდან არის ასტანა.

იმედია, სტატია მოგეწონათ ;)

წყარო:www.ka.wikipedia.org

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Back to top button