არქივი

კლუბი 27

a52b7af46ac6

1975 წელს ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბევრი ცნობილი მუსიკოსი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ შეიქმნა ე.წ. “კლუბი 27” (ინგლ. The 27 Club), ასევე ცნობილია როგორც “მარად 27-იანელთა კლუბი” (ინგლ. the Forever 27 Club), რომელშიც გააერთიანეს ის ყველაზე ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ.

ბრაიან ჯონსი

46ba4f22e2ea

გარდაიცვალა 1969 წლის 3 ივლისს, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი: დაიხრჩო საცურაო აუზში, იყო Rolling Stones-ის დამაარსებელი და გიტარისტი/მულტი-ინსტრუმენტალისტი. გარდაიცვალა 27 წლის და 125 დღის

ჯიმი ჰენდრიქსი
f3efa34e4032

გარდაიცვალა 1970 წლის 18 სექტემბერს, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი: ღვინოსთან საძილე წამლების შერევის შედეგად ღებინებისაგან გაიგუდა. იყო ელექტრო გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი ჯგუფისთვის The Jimi Hendrix Experience და Band of Gypsys. გარდაიცვალა 27 წლის და 295 დღის

ჯენის ჯოპლინი
e53a8f178e57

გარდაიცვალა 1970 წლის 4 ოქტომბერს, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი: ჰეროინის ჭარბი დოზის მიღება, იყო წამყვანი ვოკალისტი და კომპოზიტორი ჯგუფისთვის Big Brother and the Holding Company, The Kozmic Blues Band and Full Tilt Boogie Band. გარდაიცვალა 27 წლის და 258 დღის

ჯიმ მორისონი
09e1f0952400

გარდაიცვალა 1971 წლის 3 ივლისს, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი: ოფიციალურად სიკვდილის გამომწვევ მიზეზად ჩაიწერა “გულის სისუსტე”; მიუხედავად ამისა არ მომხდარა გვამის გაკვეთა. იყო წამყვანი მომღერალი, კომპოზიტორი და ვიდეო რეჟისორი ჯგუფისთვის The Doors. გარდაიცვალა 27 წლის და 207 დღის

კურტ კობეინი
c99ee0e9b63e

გარდაიცვალა 1994 წლის 5 აპრილს, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი: თვითმკვლელობა იარაღის გასროლით. იყო წამყვანი მომღერალი, გიტარისტი და კომპოზიტორიი ჯგუფისთვის Nirvana. გარდაიცვალა 27 წლის და 44 დღის.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button