არქივი

რუსი სერიული მკვლელები 16+

29272a071f79

აქ ნახავთ რუსეთის ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელებს….. პირველი ადგილი რათქმაუნდა უჭირავს ანდრეი რომანოვიჩ ჩიკატილოს,მაგრამ აქ უკვე იყო პოსტი ამის შესახებ და ამიტომ აღარ განვავრცობ... მან მოკლა 70 მეტი ადამიანი, უმეტესობა ბავშვები, იგი ვერ დაიჭირეს დიდი ხანი რადგან მისი სპერმის და სისცხლის ექსპერტიზა ერთმანეთს არ ემთხვეოდა (უნიკუმი) პარალელურად ცხოვრობდა მშვიდი ცხოვრებით, დაკავების შემდეგ დახვრიტეს...

b887f2dd1077

მეორე ადგილს მივანიჭებ ალექსანდრ პიჩუშკინს,მოჭადრაკე მკვლელს. პიჩუშკინმა თავის პირველი მკვლელობა ჩაიდინა 1992 წელს და მკვლელობათა სერია შეჩერდა 2006 წელს.რუსულმა მედიამ გამოთქვა მოსაზრება რომ პიჩუშკინის მოტივაცია შეიძლება წამოსულიყო ანდრეი ჩიკატილოსგან.პიჩუშკინმა განაცხადა რომ მას დასახული ჰქონდა მიზნად რომ მოეკლა 64 ადამიანი ანუ ჭადრაკის დაფაზე გამოსახული კვადრატების რაოდენობა(ამის შემდეგ ყველა გადათვლით ალბათ ჭადრაკის დაფას :D) მაგრამ მას დარჩენილი ჰყავდა 4 ადამიანი როდესაც ის დააკავეს.მან თქვა რომ ის რომ თავისუფალი იყოს გააგრძელებდა მკვლელობათა სერიას.

ae7c51af5565

პიჩუშკინი მსხვერპლს ირჩევდა,(ძირითადად ახლობელს) შემდეგ მიდიოდა მასთან არყით, ათრობდა და კლავდა ჩაქუჩის თავში ჩარტყმით,შემდეგ ალექსანდრი გატეხილ თავში მსხვერპლს არყის ბოთლს უდებდა.ის თავს ესხმოდა მსხვერპლს ყოველთვის უკნიდან რომ აეცილებინა თავიდან სისხლიანი ლაქები,მან თქვა რომ მკვლელობის დროს ის თავს ღმერთად თვლიდა და წყვიტავდა ადამიანი იცოცხლებდა თუ მოკვდებოდა, ''სიცოცხლე მკვლელობის გარეშე ჩემთვის იგივეა რაც თქვენთვის სიცოცხლე საკვების გარეშე'' ''მე თავს ვგრძნობდი მამა ღმერთივით როდესაც ამ ხალხს სხვა სამყაროს კარს ვუღებდი'' განაცხადა მან.

ის დაკავებული იქნა 2006 წლის 15 ივნისს, მსხვერპლთა რაოდენობა 60 ადამიანი იყო...

a31abb00d89d

შემდეგი არის სერგეი რიაკოვსკი.ამ მკვლელის ძირითადი იარაღი იყო ხელები...თუმცა იგი გვამებს ანაწევრებდა ხანდახან სხვადასხვა იარაღებით: დანით, ჩაქუჩით, ხერხით.თითქმის ყველა მისი მსხვერპლი იყო დანაწევრებული,უმეტესობა სიკვდილის შემდეგ.
1993 წლის იანვარში (მე დავიბადე 1993 წლის 14 იანვარს) მან მოკლა 78 წლის კაცი,მან კაცს თავი მოაჭრა სანადირო დანით,ერთ დღეში დაბრუნდა გვამთან და მოაჭრა ფეხი. რიაკოვსკიმ დაკიდა ფეხებით 16 წლის ბიჭი, გაუჭრა ყელი და დაცალა სისხლისგან,შემდეგ კი გაატყავა.

27565e3bb639

მას შეარქვეს ბეჰემოტი რადგან ის იყო მძიმე წონის და ჰქონდა ძალიან მსხვილი ხელები...

ის დაიჭირეს 1993 წლის 13 აპრილს.დაკავებისას მან განაცხადა რომ არ ეშონოდა სამართლის.მისი უმეტესი მკვლელობა არ იყო დაგეგმილი და ემსახურებოდა მიზანს რომ გაეთავისუფლებინა მსოფლიო პროსტიტუციისა და ჰომოსექსუალიზმისგან,მისი მსხვერპლის დიდი ნაწილი იყო 40-50 წლის.
1995 წელს მას მიუსაჯეს სიკვდილი... ვერდიქტის მოსმენის შემდეგ მან თქვა ''მე დავბრუნდები!''

f1d59923c155

შემდეგ ალექსანდერ სპესივცევი,რომელიც დაიბადა ნოვოკუზნეცკში,ჰყავდა მამა რომელიც აწამებდა მთელ ოჯახს,ჯერ კიდევა ახალგაზრდობაში მან მოკლა მეგობარი გოგონა რის შემდეგაც სამკურნალოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაუშვეს.

საავადმყოფოდან გამოსული დასახლდა ბინაში დედასთან ერთად.ერთ დღეს მას მოუვიდა შეკამათება მეზობელ გოგონასთან..შემდეგი რამოდენიმე საათის განმავლობაში გოგონას კარზე უკაკუნებდნენ და კარის შემტვრევის შედეგად ნახეს სამზარეულოში ჯამები რომელშიც ეწყო დაჭრილი ადამიანის ხორცი.საძინებლის კარადაში აღმოაჩინეს ასევე დასახიჩრებული უთავო გვამი,ასევე დივანზე დასახიჩრებული მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ოლგა გალცევა იპოვეს,მას შეეძლო მოეყოლა მომხდარის შესახებ მაგრამ ის მალევე გარდაიცვალა.

05300500afb2

სპესივცევის დედა მალავდა სახლში 3 გოგონას გვამს.საშას აქ მოჰყავდა გოგონები და კლავდა მათ,მან მოკლა ჯერ ერთი გოგონა და დანარჩენ ორს დააჭრევინა ეს გოგო ნაწილებად და ჩაალაგებინა კარადაში.სპესივცევის დედამ მოამზადა ამ გოგონას ხორცისგან სადილი,მეორე გოგო მოკლული იქნა დობერმანის მიერ რომელიც საშას სახლში ჰყავდა.როდესაც საშამ გაიგონა კარების ხმა იგი ფანჯრიდან გადახტა.ის მოგვიანებით იქნა დაკავებული თავისივე ბინაში როდესაც ანაწევრებდა მოკლული გოგონას გვამს. პოლიციამ აღმოაჩინა დღიური რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი 20 გოგონას მკვლელობა...

P.S. სტატიები რომლებსაც აქ ვდებ არ არის არსაიდან დაკოპირებული არის პირადად ჩემ მიერ დაწერილი...

მსგავსი ამბები

Back to top button