კულტურა

ქართული საომარი ისტორიის საკითხები (ნაწილი I )

4eb01ffc1f20

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ბრძოლებში იყვნენ ჩაბმულნი. ისინი მტრებს შეუპოვრად ებრძოდნენ სწორედ ამ ომებში იხვეწებოდა მათი სამხედრო გამოცდილება, სტრატეგია, ტაქტიკა და შეიარაღება. ანტიკურ საქართველოში ჰეგემონიობა კოლხეთმა და იბერიამ მოიპოვეს. მაგრამ მაინც გამოსარჩევია კოლხეთის სამხედრო ხელოვნების ცალკეული ფაქტები და. ანტიკური ხანის წერილობითი წყაროების და არქეოლოგიური მასალის საფუძველზე გარკვეულწილად ხერხდება ამ ეპოქის საქართველოს სამხედრო ისტორიის მეტ-ნაკლები აღდგენა-წარმოდგენა.
ევროპისა და აზიის საზღვარზე მდებარე კოლხეთი ხშირად ხდებოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დაპიისპირების ხშირი ასპარეზი. რადგან აქ გადიოდა სავაჭრო ქსელი და ასევე კოლხეთი მთელს წინა აზიაში განთქმული იყო თავისი ზღაპრული სიმდიდრით.
კოლხეთს გეოგრრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა მის შეიარაღებაში რამდენიმე სამხედრო ტრადიციის (სკვითური, ბერძნული, სპარსული) ადგილობრივ კოლხურთან შერწყმას. თუმცა ამ კულტურების ზეგავლენა არასდროს ყოფილა იმდენად ძლიერი, რომ კოლხური შეიარაღბის თვითმყოფადობა წაეშალა.

ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში ურარტუს აგრესიულმა მეზობლობამ ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე დააჩქარა ტომთა კავშირების სამხედრო-ეკონომიკური კავშირების კონსოლიდაცია და ერთიან ძლიერ ძალად ჩამოყალიბება. ძვ.წ. 720 წლიდან აზიაში ე.წ. კიმერიულ-სკვითური ტომების პერნამენტული შემოჭრა იწყება.
ეს ნომადურინ მეომარი ტომები მომთაბარეობას ეწეოდნენ და ცხენების მეშვეობით სწრაფად გადაადგილდებოდნენ. მათ ურიკებოთ, რომლებშიც ხარებს აბამდნენ თან მოჰყავდათ თავისი ოჯახის წევრები და მოჰქონდათ მთელი ავლა დიდება. სამხედრო ტაქტიკის ძირითადი საფუძველი იყო: მსუბუქად შეიარაღებული მხედარი მშვილდოსნები. რომლებიც სწრაფად მოძრაობდნენ და შიშის ზარს სცემდნენ მტერს ბრძოლის ველზე. მაგრამ ამასთანავე სკვითებს მძიმე კავალერიაც ჰყავდათ. მეომრის ძირითადი შეიარაღება იყო მშვილდ-ისარი, ცული და აკინაკი.
კიმერიელ სკვითთა დიდი შემოსევები არ შეხებია ტრანსკავკასიას. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაში არ ჩანს ამის დამადასტურებელი არტეფაქტები. აქ ზოგადად ძვ.წ. VII-VI საუკუნით დათარიღებული ე.წ. სკვიტური მატერიალური კულტურის ელემენტები ძალზედ მცირე რაოდენობით ჩანს(აკინაკები, ქარქაშები, ცულები, ცხენის ლაგამები).
საყურადღებოა აგრეთვე რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩანს არანაირი კვალი სკვითების მიერ სამხედრო მოქმედებების წარმოებაზე.
ძვ.წ. VI საუკუნის დასასრულს კავკასიას აქემენიანთა სპარსეთის იმპერია გაუმეზობლდა. აქემენიდებმა უზმარმაზარი იმპერია შექმნეს. აქემენიდებმა კავკასიის სრული დამორჩილება ვერ შესძლეს. ალბათ იმიტომ რომ ეს რეგიონი მათთვის უინტერესო იყო. თანაც ჩრდილოეთის ტრამალებზე მცხოვრებ მეომარ ტომებთან გამეზობლება მას დიდ საფრთხეს შეუქმნიდა, მაგრამ სამხრეთ კავკასიაზე შესძლეს თავიანთი ზეგავლენის გავრცელება. კოლხებს კი წაართვეს ტრაპიზონი და სამხრეთ დასავლეთი რაიონების ნაწილი. დამორჩილებული ქართული ტომები XIX სატრაპიაში შეიყვანეს და ყოველწლიურად 300 ტალან ოქროს ახდევინებდნენ.

1aad5815a8c7

ძვ.წ. 410 წლისათვის აქემენიდებს კოლხები, მოსონიკები და ხალიბები აღარ ემორჩილებოდნენ. მეფე არტაქსერქსე II-ს(ძვ.წ. 404-359 წწ) აუჯანყდა საკუთარი ძმა კიროსი, რამაც განაპირობა აქემენიანთა გავლენის დაკარგვა იმპერიის პერიფერიებზე. მეფე არტაქსერქსეს აუჯანყდა მისი ძმა კიროსი, რომელიც კაბადოკიისა და ლიდიის სატრაპი იყო. მან საკუთარი ჯარების გასაძლიერებლად დაიქირავა უცხო ძალები რომელთა შორისაც იყვნენ ბერძენი ჰოპლიტებიც. მათ მეთაურობდა ქსენოფონტი. მეფე კიროსი ბაბილონთან მომდარ ბრძოლაში დაიღუპა, მისი ლაშქარი კი დაიშალა. ბერძნებმა გადაწყვიტეს კავკასიის გავლით ქალაქ ტრაპიზონში ჩასვლა და იქედან სამშობლოში დაბრუნება.
10 000 იან არმიას დიდი რაოდენობით სურსათ სანოვაგე სჭირდებოდა რაც ბერძნების ადგილობრივებთაბ ბრძოლის ძირითადი მიზეზი იყო. ზოგ გამაგრებულ ქალაქს რომელიც მოიცავდა სიმაგრეთა მთელს სისტემას შტურმით იღებდნენ, ზოგს კი ვერ იღებდნენ და გვერდს უვლიდნენ. ამიტომ ბერძენმა მემრებმა მრავალი გამაგრებული ქალაქი გაიარეს, რომელთა გამაგრების სისტემა ქსენოფონტეს გადმოცემით სხვადასხვანაირი იყო. მაგალითად მათ ვერ შესძლეს ერთ-ერთი ციხე-ქალქის აღება:

“როდესაც ბერძნები ამ მთიან ქვეყანაში მოვიდნენ(ადგილობრივმა მცხოვრებლებმა) დაწვეს და მიატოვეს საკუთარი სიმაგრეები, რომლებიც ადვილად ასაღები ეჩვენებოდათ”. “ერთ-ერთი ციხე-სიმაგრე მათი დედაქალაქი იყო”. “მას გარშემო ღრმა თხრილი ჰქონდა და ამიტომ მისადგომად სახიფათო იყო. ჰოპლიტმა მეომრებმა იერიში მიიტანეს ციხე სიმაგრეზე… მათ კან მისდევდნენ მელაფეები, რომლების სურსათსა და სხვა ქონებას აგროვებდნენ”. “როცა ბერძნებმა საბრძოლო იერიშით ვერ შესძლეს სიმაგრეების აღება, რადგან მას გარშემო გამიერი თხრილი და მიწატრილი ჰქონდა შემოვლებული; მათზე კი ხის კედლები და მრგვლი კოშკები იყო აღმართული, გადაწყვიტეს გასცლოდნენ სიმაგრეს; მაგრამ ადგილობრივები თავს დაესხნენ ბერძნებს. გაქცევა შეუძლებელი იყო რადგან სიმაგრიდან ხრამის გადალახვა მხოლოდ სათითაოდ შეიძლებოდა”. “სიმაგრე სავსეა მრავალი სიმდიდრით, მაგრამ მისი აღება შეუძლებელია, რადგან ის მიუვალია და არც უკან დახევაა ადვილი რადგან (დამცველები) სწრაფად გამოვარდებიან ხოლმე ციხე-სიმაგრიდან და ხელჩართულ ბრძოლას გვიმართავენ”(ანაბასისი, V,2,3-7). ბრძოლაში ბერძენთა რაზმები უკუიქცნენ ბევრი დაიჭრა და დაიღუპა (ანაბასისი V,2,7).

f246a1171f79

ქსენოფონტს, რომელიც სამხედრო საქმის კარგი მცოდნე იყო, მისი ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა კარგად ფლობდა მაშინდელი სამხედრო საქმის ძირითად ელემენტებს. კერძოდ, მათ ჰქონდათ სისმაგრო-საფორტიფიკაციო სპეციალური ნაგებობები-თხრილები, ხის სასიმაგრო კედლები, კოშკები, მიწაყრილები; გააჩნდათ იმ დროისათვის მოწინავე რკინის იარაღი; შუბი, სატევარი, ცული, მშვილდ-ისარი; ინდივიდუალრი თავდაცვის საშუალებები:ფარი , მუზარადი, ჯავშანი; ფლობდნენ საომარ ხერხებს:სწრაფი იერიში, გადაჯგუფება, რელიეფის მოხაერხებულად გამოყენება; იყვნენ ბრძოლებში მამაცნი, შეუპოვარნი და მოხერხებული (ანაბასისი III-V).

ქსენოფონტი ასევე მოგვითხრობს ძვ.წ. 401 წელს კოლხთა და ბერძენთა ჯარების შერკინების შესახებ. ბრძოლა კერძოდ კოლხეთის სამხრეთ სამფლობელოების საზღვართან, მაღლობზე მოხდა. ამ მაღლობის ტრადიციული ბერძნული ფალანგით აღება რთული, მთაგორიანი რელიეფის გამო მარტივი არ იქნებოდა. მისი რიგები უთუოდ აირეოდა და ადვილად დამარცხდებოდა. ამიტომ ბერძენთა ჯარის სარდლობის (სტარტეგოსები-ქსენოფონტი, ხეირისოფოსი, ექსინე აკრნანელი, კლეანორე ერქომენელი) გადაწყვეტილებით “ფალანგა” დაყვეს ცალ-ცალკე ასეულებად-ლოხებად(დაახლოებით 80-მდე ჰოპლიტი). ისინი ცალ-ცალკე ფრონტალურად დააწყვეს მოწინაამღდეგის განლაგების მთელს პერიმეტრზე.
ეს მოხდა იმდაგვარად, რომ კოლხების წყობის ხაზს სჭარბობდა, რაც შემდგომ ფლანგებიდან შეტევის საშუალებიას მისცემდათ. ლოხების ერთი მერისაგან დაცილებული მწკრივის წინა განალაგეს სამი (თითოეულში 600 მსუბუქად შეიარაღებული მეომარი-პელტასტი) მობილური, სწრაფი დანაყოფი. ამ ჭარბმა ძალებმა იერიში მიიტანეს მაღლობზე მდგარ კოლხთა განლაგებაზე და შეუპოვარი ბრძოლის ფასად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე აიღეს. ამ ბრძოლის შედეგად ბერძნები კოლხთა ქვეყანაში შეიჭრნენ და შავი ზღვისაკენ გზა გაიკაფეს, რის შემდეგაც ისინი სანაპიროზე, კოლხების ქვეყანაში ქალაქ ტრაპეზუნტში მივიდნენ(ანაბასისი IV-VIII 17-19,22).
ბერძნებსა და კოლხებს შორის მეორე, უფრო მაშტაბური ბრძოლა გაიმართა: კოლხების სამხედრო ხელმძღვანელობას დაზვერვის ცნობები ჰქონდა ბერძენთა გადაადგილების შესახებ. ამიტომ კოლხთა ლაშქარი მზად იყო საბრძოლველად და საზღვართან მდებარე სტრატეგიულ მაღლობზე იყო განლაგებული.

0a63dd022739

ეს ადგილი აღმოსავლეთ პონტოს და ლაზეთის მთიანეთში უნდა ყოფილიყო (ამჟამად მდებარეობს თურქეთში). კოლხები მართობულად მოიქცნენ, როდესაც სტრატეგიულ სიმაღლეზე განალაგეს თვისი მხედრობა. კოლხთა ძირითადი დანაყოფის სპეციალლურ წყობას სამხედრო საქმის კარგად მცოდნემ, ბერძნების მხრიდან ბრძოლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხეირისოფოსმა “კოლხური ფალანგა” უწოდა (ანაბასისი IV, VII, 17). ბერძენთა ჯარის ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს მნიშვნელოვნად ჩათვალა კოლხური ლაშქრის ხელსაყრელი სტრატეგიული პოზიცია და სპეციალური ტაქტიკური წყობა. ამის გამო ბერძნებმა ბრძოლის ტრადიციული ტაქტიკა შეცვალეს. ეს კი იმის მოწმობა უნდა იყოს, რომ “კოლხური ფალანგა” საკმაოდ საშიშ ძალას წარმოადგენდა. ბერძნულ დორიულ ფალანგას მძიმედ შეიარაღებული (მახვილებით, შუბებით, ფარებით, მუზარადებით, საბარკულებით, ჯავშნებით) მეომრების, ჰოპლიტების მწკრივად (დაახლოებით 15 მწკრივი) დალაგებულ მწყობრს უწოდედნენ, რომელიც მთელს ხაზზე იყო განლაგებული. ფალანგა ბერძენთა ჯარის ძირითად საბრძოლო დანაყოფს წარმოადგენდა და სწორ რელიეფზე მოქმედებისსას შემჭიდროვებული, დამრტყმელი ფრონტის ხაზს ქმნიდა, რაც მას მრისხანე ძალად აქცევდა. ფალანგის მწკრივების სისწორისათვის აუცილებელი იყო ფეხაწყობილი სიარული, რაც მკაცრი წვრთვნით, დისციპლინით და მუსიკალური საკრავებით ტაქტის დაცვით მიიღწეოდა.
ამ ბრძოლის დროს როგორც ქსენოფონტი გადმოგვცემს ბერძენთა ფრონტალური შეტევის დროს კოლხთა ფალანგა სწრაფად, ორ მწყობრად გაიყო. ამ ქმედებით ფალანგის ნახევარი მარცხნივ, ხოლო მეორე ნახევარი მარჯვნივ გადაჯგუფდა. ამ ქმედებით კოლხთა მეთაურობამ გარკვეული მანევრი განახორციელა. ისინი ცენტრალური ფალანგის გახსნით აპირებდნენ ბერძნები შეტყუებინათ და შემდეგ ფალანგებიდან აპირებდნენ თავდასხმას. მოცემული მანევრით კოლხებმა თავიდან აიცილეს ლოხებისაგან გარშემოვლის საშიშროება. კოლხებმა ტაქტიკურად სწორი მანევრი განახორციელეს. მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ბერძენთა სიმრავლე.

096af84f531e
კოლხი მებრძოლი (ნახატის ავტორი:კახა კოლხი)

ზემოხსენებული, კოლხთა ფალანგის მანევრი, მათი შესანიშნავი ტაქტიკური-შეტევითი გეგმა, სტრტეგიულ სიმაღლეზე განლაგება იმის მაჩვენებელია, რომ კოლხები სამხედრო საქმის კარგი მცოდნეები ყოფილან. ჩანს, ისინი ბერძნულ, იმ დროისათვის მოწინავე სამხედრო ხელოვნებასაც იცნობდნენ. ბრძოლის ამ მონაკვეთს ქსენოფონტი შემდეგნნაირად გადმოგვცემს “როდესაც მოწინაამღდეგემ (ბერძენი მეომრები) შენიშნა, ისინი გამოემართნენ მათკენ, ხოლო შემდეგ მოულოდნელად გაიშალნენ ნაწილი მარჯვნივ, ხოლო ნაწილი-მარცხნივ; ამგვარი გადაჯგუფებით თავიანთი ფალანგის ცენტრში ფართე დერეფანი შექმნეს” (ანაბსისი IV, VII, 17).
ამრიგად კოლხები და სხვა ქართველური ტომები ფლობდნენ ძირითად ხერხებს სამხედრო სტრატეგიის სფეროში.

წყარო: http://iveri-kopaliani.blogspot.com/2013/05/blog-post.html

Iveri Kopaliaini

http://iveri-kopaliani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button