საკითხავისასარგებლოუცნაური

“პირველყოფილი ადამიანი”

4d128045d9b1
ნაცისტების ავადმყოფური რასიზმი და საკუთარი “სისუფთავის”,არიულობის წარმოჩენას ჰიტლერის დამქაშები დიდ ყურადღებას აქცევდნენ.ამ საკითხებზე მთელი პროპაგანდის მანქანა მუშაობდა და ბევრ ავადმყოფურ კვაზიმოძღვრებებს ქმნიდა.

მათ წინა პლანზე წამოსწიეს რასისტული საკითხი და გამალებით შეუდგნენ იმის მტკიცებას,რომ გერმანელი ერი ეს იყო რაღაც ზებუნებრივი ერი,ხოლო ებრაელები,ბოშები,სლავები და კიდევ რამდენიმე ეროვნების ადამიანები მათი მსახურნი უნდა ყოფილიყვნენ.

ნაცისტთა რასიზმის გადმოსაცემად მე ერთ ტერმინს გამოვიყენებ,რომელიც ხშირად მუსირებდა გერმანელთა რასისტულ თეორიაში.ეს ტერმინია “untermensch“(unter-ქვეშ,დაბლა;mensch-ადამიანი).ქართულად ამ ტერმინის ვარიანტი არ არსებობს,ამიტომ პირობითად ვუწოდებ “პირველყოფილ ადამიანს”.

ეს იყო “სამეცნიერო” რასისტულ-ევგენიკური(მოძღვრება ცოცხალი არსების მემკვიდრეობით ჯანმრთელობაზე და მისი გაუმჯობესების გზებზე) ტერმინი.ის აღნიშნავდა დაბალ საფეხურზე მდგარ ერებს(ებრაელებს,ბოშებს,სლავებს(მათ შორის რუსებს,უკრაინელებს,სერბებს) და კიდევ მრავალ ერს).თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ სლავების მიმართ სუბიექტურადაც იქცეოდნენ ნაცისტები,ისინი მათ ამ ტერმინში აერთიანებდნენ თუმცა ზოგიერთ ერს “აბოლებდნენ” ცრუ დაპირებებით და იყენებდნენ ბრძოლებში(მაგალითად ხორვატი უსტაშები და უკრაინელი ბანდერები).

1922 წელს ამერიკელმა რასისტმა ლოტროპ სტოდარდმა გამოსცა წიგნი “The Revolt Against Civilization:The Menace Of The Under-Man”.წიგნში მრავლად იყო რასისტული შეხედულებები,ერთ-ერთი აბზაცში სტოდარდი წერს:

“რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლით შეიქმნა მმართველობის სისტემა სადაც წინა პლანზე იყვნენ დეგენერატები.კომუნისტური პარტია სავსე იყო სხვადასხვა “კალიბრის” დამნაშავეებით.მათ ჩაიგდეს ხელისუფლება და ახლა მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის ეს “პირველყოფილები”.ამიტომ თეთრმა რასამ(არიულმა რასამ) უნდა გავიბრძოლოთ მათ წინააღმდეგ.ისინი მხოლოდ რუსები არ არიან,”პირველყოფილთა” რიცხვი დიდია და მასში მოიაზრება თითქმის ყველა აღმოსავლეთში მცხოვრები ერი.”

 

როგორც ხედავთ ამ წიგნის სათაურში არის სიტყვა “under-man”.სწორედ ამ სიტყვამ ჰქოვა გამოძახილი გერმანელ ნაციონალისტებში.
1925 წელს ზემოთხსენებული წიგნი გერმანულ ენაზე ითარგმნა და სათაურში გამოჩნდა სიტყვა “untermensch”.აქედან იწყება ამ ტერმინის ფართოდ გავრცელება.და ირონიას ის იწვევს,რომ ეს ტერმინი ინგლისურად თარგმნეს როგორც “Sub-Human” და არა როგორც “under-man”.
გამოვიდა ბროშურები სადაც უფრო ფართოდ იყო ახსნილი ეს სიტყვა.აი ნაწყვეტი:

“untermensch” -ბიოლოგიურად და გარეგნობით ჩვეულებრივ ადამიანის იდენტურნი არიან,აქვთ ხელი,ფეხი,პირი,ცხვირი და ანუ უნაკლო არიან.თუმცა ეს სულ სხვა სახეობაა,ეს მხოლოდ თვითმარქვიაა ადამიანია.მათი სულიერი მდგომარეობა ნებისმიერ მხეცზე დაბალია,მათ სულში არის ქაოსი ველური ვნებებისა და ინსტინქტების… ისნი მრავლად არიან დაიმახსოვრეთ.”

ასევე ამ საკითხს ეხება რამდენიმე მაღალჩინოსნის რასისტული განცხადება.

1943 წელი,ჰენრიხ ჰიმლერის განცხადება.მცირე ამონარიდი:

“სხვა ერები ცხოვრობენ მძიმე პირობებში თუ კვდებიან შიმშილით მე მხოლოდ იმიტომ შეიძლება მაინტერესებდეს,რომ ისინი გვჭირდება როგორც მონები…ჩვენ გერმანელები ერთადერთი ვართ ვინც კარგად ექცევა ცხოველებს.ჩვენ კარგად მოვექცევით ამ ადამინ-მხეცებსაც,თუმცა მათ თუ კარგად მოვექცევით ეს იქნება დანაშაული…”

ისევ ჰიმლერის განცხადება:

“რუსს ან ჩეხს რა მოუვა მე ეს არ მაინტერესებს,მთავარია მათ გვემსახურონ და იშრომონ ჩვენთვის.თუ ათეულობით სლავი ქალი სანგარის თხრისას დაეცემა და მოკვდება ეს ჩემთვის სულერთია,მთავარია სანგარი ამოთხრილი იყოს.”

“რუსი ერის უნდა განადგურდეს ან ბრძოლის ველზე ერთად ან უნდა დაიხოცოს ცალ-ცალკე.ისინი სისხლისგან უნდა დაიცალონ.”

ჰიმლერი სიცოცხლეში და თვითმკვლელობის შემდეგ

cad75f557ac9

1c369ab39867

იოზეფ გებელსი:

“რუსები(აქ იგულისხმება მთელი სლავური სამყარო) -ეს არ არის ეროვნება,ეს არის ხროვა რომელსაც ცხოველური სახის ნაკვთები აქვს.”

გებელსი 6 შვილთან ერთად,რომლებსაც შემდეგ ცოლს მოაწამლვინებს და თავსაც მოიკლავს

88f5e60f9457

გებელსის დამწვარი გვამი

feb1015bf937

ჰერმან გერინგი:

“ამბობენ წელს 20-30 მილიონი რუსი მოკვდება შიმშილით.კარგი იქნება თუ ასე მოხდა,რადგან ზოგიერთი ერის სულადობა უნდა შემცირდეს.”

გერინგი სიცოცხლეში და ჩამოხრჩობის შემდეგ

3d70ca9727ca

a174abec4aeb

ეს მხოლოდ რამდენიმე ციტატაა,ასეთი ავადმყოფურ-რასისტული გამონატქვამები ბევრია.

1941 წელს გადაღებული სურათი.გერმანელი ჯარისკაცები რომლებსაც უკავიათ დაფა სადაც წერია-“ჩვენ რომ ვიცხოვროთ რუსები უნდა მოკვდნენ”

1497984fd47b

“untermensch”_ის საპირისპირო ტერმინიც იყო გავრცელებული,რომელიც პირველად დიდმა გერმანელმა ფილოსოსფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ გამოიყენა 1883 წელს გამოცემულ წიგნში “როგორც ზარატუსტრა იტყოდა”.ეს ტერმინია “ubermensch”(ზეადამიანი).ამ ტერმინის ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინა დარვინიზმმა.ანუ თუ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა,ადამიანისგანაც შეიძლება მივიღოთ ზეადამიანი.

არიული რასა

bf31b4e8f366

fed37e669562

გაიფიქრებთ ალბათ ებრაელებზე რატომ არაფერია ნახსენებიო.ებრაელებს და ბოშებს სლავებზე უფრო დაბალ სახეხურებზე აყენებდნენ და მათ სულ სხვა მიზნებისთვის იყენებდნენ(ხოცავდნენ სიკვდილის ბანაკებში,ატარებდნენ ცდებს) ანუ ისინი პირდაპირ განადგურებას ექვემდებარებოდნენ.
ხოლო სლავებსაც სიკვდილი ელოდათ,თუმცა მანამდე მათ წურავდნენ როგორც ლიმონს და იყენებდნენ სხვადასხვა მონურ სამუშაოებში.

P.S. სულ ეს იყო და ამ თემას აუცილებლად გავაგრძელებ.მადლობთ ყურადღებისთვის.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button