საკითხავისასარგებლოსურათები

ვაროშა – ქალაქი მოჩვენება


მინდა გიამბოთ თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კურორტზე, მის ისტორიაზე და დღევანდელ რეალობაზე…

შევადაროთ ორი სურათი ერთმანეთს:

ზღვის სანაპირო გადაღებული 1974 წელს

და იგივე ადგილი ზუსტად გადაღებული 2007 წელს

როგორც ვხედავთ განსხვავებია დიდია: გაქრა ხალხი, ემოცია და საერთოდ ცხოვრება. ეს მკვდარია ქალაქია უკვე. უფრო კონკრეტულად კი ერთ დროს საკურორტო ქალაქი ვაროშა, რომელიც ამჟამად მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული.

სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ვაროშა (ქალაქი კვიპროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე) ძალზედ ცნობილი საკურორტო ადგილი იყო. სწორედ აქ უყვარდათ დასვენება ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს როგორიცაა ელიზაბეტ ტეილორი და ბრიჯიტ ბარდო. დაინახეს რა, რომ კურორტს დიდი ფული შემოჰქონდა, გახარებულმა კვიპროსელებმა დაიწყეს მრავალსართულიანი ბინების და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა, რომლებშიც ინგლისელები მთელი 20 წლით ჯავშნიდნენ ადგილებს. კურორტი თანდათანობით შენდებოდა და ლამაზდებოდა. 1974 წლისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი გახდა. იმავე წელს კუნძულზე “ნატოს” ჩარევით შევიდა თურქეთის არმია, რათა დაეცვათ  უმცირესობაში მყოფი თურქი მოსახლეობა ეთნიკური ბერძნებისაგან. ოკუპაციის ზონაში (დაახლოებით 37% კვიპროსის ტერიტორიისა) მოხვდა ქალაქი ვაროშაც. მეტიც, ვაროშა მოხვდა ზუსტად ნეიტრალურ ზონაში, სადაც ააშენეს ბეტონის კედლები და 24 საათიანი დაცვაც დააყენეს.

ქალაქი მთლიანად სამხედროებმა დაიკავეს. მოსახლეობა დაიცალა. 16 ათას ბერძენს დღესაც სჯერა, რომ დაბრუნდება თავის საკუთარ სახლში, მაგრამ აგერ უკვე 36 წელია მხოლოდ ოცნებობენ. ტერიტორიაზე შესვლის უფლება მხოლოდ გაეროსა და თურქ ჯარისკაცებს აქვთ.

ქალაქი ძალიან სწრაფად დაიცალა, ამიტომაც ბევრი სიმდიდრეც დარჩა. დაიწყო მასობრივი ძარცვა. პირველ რიგში ამას თურქი ძარისკაცები აკეთებდნენ. დადიოდა ხმები, რომ ბევრი სიმდიდრე სწორედ სტამბულის ბაზრობებზე გაიყიდა. ქალაქის გადაღება დღესაც აკრძალულია, მაგრამ პაპარაცებს რა გამოლევს, თანაც ჯერ არავინ დაუხვრეტიათ ამის გამო.

დღესდღეობით მიდის დავა თუ ვის ეკუთვნის ვაროშა, ჩატარდა უამრავი ყრილობა თუ სხდომა, მაგრამ საბოლოო ვერდიქტამდე საქმე ვერ ან არ მისულა. ბერძნები და თურქები ვერაფრით შეთანხმდნენ. ასეთი საგანძურის დათმობა არავის უნდა.

რამოდენიმე წლის წინ კვიპროსის ხელისუფლებამ დაიანგარიშა, რომ ვაროშის რეკონსტრუქცია დაჯდება 10 მილიარდი ევრო. სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ უფრო უკეთესი და ადვილიც იქნება თუ გაანადგურებენ ქალაქს მთლიანად და ხელახლა ააშენებენ ნულიდან… მაგრამ რა იქნება, როდის, ან ვისთვის ეს არავინ იცის, კითხვებზე პასუხის გაცემა ძალზედ გაჭიანურდა…

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close