საკითხავისასარგებლოუცნაური

ქალაქი მოჩვენება – Oradour-sur-Glane (საფრანგეთი)

დიდმა სამამულო ომმა არამარტო საბჭოთა კავშირი აზარალა და დიდი ტრაგედია მოუტანა. ქალაქი ორადური ამის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ. ეს ადგილი ნამდვილი ძეგლია და იმ საშინელი ომის ამსახველი ცოცხალი მაგალითი

1944 წლის ივნისში რეიხის შტაბ-ბინაში მოვიდა ინფორმაცია, რომ დაბა ორადურ-სიურ-გლანში (Oradour-sur-Glane) ფრანგი პარტიზანები მკვეთრ წინააღმდეგობას უწევდა შტურმანფიურერ ჰელმუტ კამპფს. რეიხის რეაქცია წამიერი იყო და 10 ივნისის დილას “ფიურერის” პირველი ბატალიონი გაუპტშტურმანფიურერის კანის მეთაურობით შეიჭრა ორადურში. მოსახლეობას თავი მოუყარეს ცენტრში, მამაკაცები ცალკე გაიყვანეს, ქალები და ბავშვები კი ეკლესიაში შეამწყვდიეს.

მამაკაცები ყაზარმებში შეამწყვდიეს და ცეცხლი გაუხსნეს. ფაშისტები მოქმედებდნენ ძალზედ უგულოდ, ესროდნენ ფეხებში, რათა წამება გაეხანგრძლივებინათ. შემდეგ გადაასხეს ბენზინი და დაწვეს. მხოლოდ ხუთმა მოახერხა გაქცევა. 197 მამაკაცი დაიღუპა.

შემდეგ კი ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიას, სადაც შეყარეს ბავშვები და ქალები ცეცხლი წაუკიდეს. ვინც გარეთ ცდილობდა გამოსვლას ეგრევე ხვრიტავდნენ. 240 ქალი და 205 ბავში დაიღუპა და მხოლოდ ერთმა ქალმა მოახერხა სასწაულებრივ გაქცევა.

ამის შემდეგ გაანადგურეს მთლიანად ქალაქი, ფაქტიურად არ დატოვეს მთელი არცერთი შენობა-ნაგებობა. ადგილი გადაიქცა ნამდვილ ქალაქ-მოჩვენებად.

მას შემდეგ ამ ქალაქში არავის უცხოვრია. დღესაც ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც ეს 66 წლის წინ იყო. ორადურის ნანგრევებს არ ჰკიდებენ ხელს სპეციალურად. ის გახლავთ ნამდვილი ძეგლი საშინელი ფაშისტური ოკუპაციისა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close