საკითხავისასარგებლოუცნაური

“ავია-ოცნებები” ანუ ავიაცია ჩანასახოვან მდგომარეობაში


ადამიანი ოდითგანვე ოცნებობდა ფრენაზე,ღრუბლებში ნავარდზე.ეს ოცნებები ილუზიებად იქცეოდა და ეს მეოცნებენი ისე ასრულებდნენ სიცოხლეს,რომ ვერ ისრულებდნენ თავის “ფრთიან” საწადელს.თუმცა იყვნენ ისეთი ადამიანები რომლებიც ქმნიდნენ პრიმიტიულ ნახაზებს სადაც ასახული იყო საფრენი “აპარატები”,ზოგიერთი აღიჭურვებოდა “ფრთებით” და სხვადასხვა სიმაღლეებიდან ეშვებოდა და სასიკვდილოდ ენარცხებოდა მიწას.
ეს სტატია სწორედ იმ “ფრთოსან” მეოცნებეებს ეხება,ვინც ეს ილუზია რეალობად აქცია.

დღეს ავიაცია უკვე უდიდესი პროგრესი განიცადა.შუა საუკუნეებში ვერავინ წარმოიდგენდა(წინსაწარმეტყველები კი “ჩხიბავდნენ” რაღაცეებს),რომ შეიქმნებოდა თვითმფრინავები,რომ ადამიანი ოდესმე კოსმოსს დაიპყრობდა,რომ ლაიკა,ბელკა და სტრელკა გახსნიდნენ კოსმოსის უკიდეგანო სივრცეს,რომ Apollo 11 მთვარეზე აიყვანდა არმსტრონგსა და კომპანიას(თუმცა მე არ მჯერა Nasa_ს ამ “ზღაპრის“) და ა.შ. თუმცა ადრე თუ გვიან ადამიანის ყველა(თითქმის ყველა) ოცნებას “ფრთა შეესხმება”.

კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის პირველი გაფრენა თარიღდება მეექვსე საუკუნეში,როცა ჩინეთში ერთი ადამიანი გამოაბეს დიდ ფრანს და აუშვეს ცაში.ამ ფაქტის შესახებ მცირე ინფორმაციაა შემონახული,თუმცა ისტორიკოსთა მტკიცებით ეს რეალობაა.ჩვენც ვენდოთ მათ,თუმცა სხვა რა დაგვრჩენია :)
შემდეგ იყო დიდი ლეონარდო და ვინჩი,რომელმაც მეთხუთმეტე საუკუნეში პრაქტიკულად დროს გაუსწრო და შექმნა ნახაზები,სადაც ასახულია რამდენიმე საკმაოდ უცნაური საფრენი აპარატი.მართალია მან ამ პროექტთა რეალიზაცია ვერ მოახდინა,თუმცა ნახაზები რომ არსებობს ესეც ხომ დიდი გამოწვევაა.

დგება მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანები და იწყება ავიაციის განვითარების ხანა,სწორედ ამ ეპოქაში შეიქმნა საკმაოდ უცნაური ფორმის პლანერები და სხვა საფრენი აპარატები.ამ ეპოქაში გამოჩნდნენ ცნობილი ავიაკონსტრუქტორები-კლემენტ ადერი,ალექსანდრ მოჟაისკი,გუსტავ ვაითჰედი,ძმები რაითები და ა.შ.

1840_იან წლებში ჯონ სტრინგფელოუ ქმნის 6 მეტრიან საფრენ აპარატს “არიელს”.1848 წლისათვის ეს აპარატი უკვე მზად იყო.ეს იყო 1 ცხ.ძალის სიმძლავრის ძრავით,თუმცა დიზაინი საკმაოდ პრიმიტიული იყო.
ჩატარდა მისი დემონსტრაცია,თუმცა უშედეგოდ.”არიელმა” 2 მეტრი იფრინა და შემდეგ ჩამოვარდა.სტრინგფილდმა კრახი განიცადა,თუმცა ეს მცდელობა მაინც დასაფასებელია.
დღეს “არიელი” ლონდონის სამეცნიერო მუზეუმში ინახება.

გადის 6 წელი და ასპარეზზე გამოდის ფრანგი კონსტრუქტორი ჟან-მარი ლე ბრისი.მან 1856 წელს შექმნა საკმაოდ უცნაური დიზაინის პლანერი,რომელსაც ლე ბრისი ალბატროსსაც უწოდებდა.
ეს იყო საკმაოდ მსუბუქი აპარატი ყოველგვარი ორთქლის ძრავის გარეშე.მის “ასაფრენად” გამოიყენებოდა ცხენი(ანუ ცხენზე გამოაბამდნენ აპარატს,ცხენი გაიქცეოდა და საკმარისი სიჩქარის მიღწევისას ეს პლანერი ლე ბრისის აზრით ცაში აიჭრებოდა).
როგორც “არიელმა”,ასევე “ალბატროსმაც” ფიასკო განიცადა.

1871 წელს ისევ საფრანგეთია წინა პლანზე.ალფონს პენაუდი ქმნის მონოპლანის ნახაზს,ეს იმ დროისთვის საკმაოდ სრულყოფილი ნამუშევარი იყო,თუმცა ეს ნახაზი ნახაზად დარჩა და არ შექმნილა ეს აპარატი.

1891 წელს კი გერმანიამაც გამოაჩინა “კლანჭები”.ოტო ლილიენტალი ქმნის ბიპლანს და კიდევ რამდენიმე აპარატს.მან თავის ქმნილებას უბრალოდ “ჩიტი” შეარქვა და თვითონ ცდიდა ამ ბიპლანს.ცდები გულისხმობდა სიმაღლეებიდან დაშვებას.1896 წელს ერთ-ერთ- ცდისას ოტოს ხელი მოეცარა და მიწას დაენარცხა და დაიღუპა.
ის ამბობდა-“საფრენი აპარატის შექმნა არაფერია ფრენისას მიღებულ სიამოვნებასთან შედარებით”.

1897 წელს კლემენტ ედერმა შექმნა პლანერი ავიონ 3 და რეკორდიც კი დაამყარა,როცა მან 30 მეტრ სიმაღლეზე ავიდა და რამდენიმე წუთი ჰაერში გაატარა(თუმცა ეს არაა დამტკიცებული).უნდა აღინიშნოს,რომ ავიონ 3 აღჭურვილი იყო პროპელერით.

დადგა მეოცე საუკუნე და ასპარეზზე გამოვიდა გუსტავ უაიტჰედი,რომელმაც 1901 წელს აშშ_ში გამოსცადა თავისი აპარატი.ამ დემონსტრაციას ესწრებოდა რამდენიმე გაზეთის რეპორტიორი.ერთ-ერთმა ჩანახატიც გააკეთა,სადაც ასახა უაიტჰედის აპარატი ჰაერში.
ამ ინფორმაციას სკეპტიკურად უყურებდნენ ამერიკელი მეცნიერები,მიუხედავად რეპორტიორის ჩანახატისა,ეჭვები მაინც არ გაქარწყლდა.

1903 წელს კი ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა.ძმებმა რაითებმა წარმატებით გამოსცადეს თავიანთი “ფლაირ-1”.ფრენა 1 წუთს გაგრძელდა და 200 მეტრამდე მანძილი გადალახა ამ აპარატმა.
ეს იყო პირველი დადასტურებული ფაქტი,როცა ძრავით აღჭურვილი საფრენი აპარატი გაფრინდა.

ეს კი არის პირველი ვიდეო ჩანაწერი სადაც დაფიქსირებულია ძმები რაითების კონსტრუქციის ფრენა.თარიღდება 1909 წლით.

1904 წელს კი ბრიტანელმა ჰორაციო ფილიპსმა ავია-მონსტრი შექმნა.ეს იყო 20 ფრთიანი უტოპიური სტრუქტურა,რომელმაც ვერანაირი პროგრესი ვერ განიცადა და უბრალო ჯართად იქცა.

შემდეგი ავია-მონსტრი კი 1921 წელს შექმნა იტალიელმა ჯანი კაპრონიმ.ეს იყო საწყლო-საჰაერო ტრანსპორტი,რომელიც საკმაოდ მასშტაბური იყო.მას ეწოდა “Ca.60 Transaero”.
ერთხელ გამოსცადეს ეს აპარატი და მცირედი ფრენის შემდეგ წყალს დაენარცხა და დაიმსხვრა.

1903 წელს სამუელ ლენგლიმ შექმნა ელეგანტური დიზაინის პლანერი და ასევე მოძრავი მინი აეროდრომი.ეს იყო წყალზე მცურავი სახლი,რომელსაც სახურავზე აეროდრომი ჰქონდა.ეს პროექტი საკმაოდ პერსპექტიული იყო,თუმცა თავის ფუნქციებს ვერ უმკლავდებოდა.

1930_იან წლებში მიუხედავად იმისა,რომ უკვე გარკვეული პროგრესი მიღწეული იყო ავიაციაში,მაინც იყვნენ მეოცნებენი რომელებიც მუშაობდნენ ხელოვნური ფრთების შექმნაზე.ასეთი მეოცნებე იყო კანადელი ჯორჯ ვაითი.აი მისი ქმნილებაც:

1923 წელს შეიქმნა ვერტმფრენის “წინაპარი”,რომელსაც “ქუადროტორს” უწოდებდნენ.მას საკმაოდ უცნაური კონსტრუქცია გააჩნია.

სამუელ კოდიმ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოში შექმნა საკმაოდ კარგი კონსტრუქციის ფრანი,რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ფრანად იყო მიჩნეული.აი ისიც:

P.S.ეს სტატია ვერ დაიტევდა ყველა ავიაკონსტუქტორის ქმნილებას,მე მხოლოდ რამოდენიმე,რჩეული ავიაკონსტრუქცია შემოგთავაზეთ.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close