საკითხავისასარგებლო

ექსტრასენსები

ეს არის ხალხი, რომლებსაც აქვთ მეექვსე გრძნობა,ზოგიერთი მათგანი ალბათ ყველასთვის ცნობილია…

ვანგა იყო ყველაზე ცნობილი ექსტრასენსი და წინასწარმეტყველი,არსებობს ხმა რომ მან იწინასწარმეტყველა წყალქვეშა გემის ”კურსკის” ჩაძირვა.ის წინასწარმეტყველებდა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას,და სახლიდან გამოაგდო თავად ლეონიდ ბრეჟნევი.

1923 წლის მზიან დღეს უცებ გაშავდა ცა,და ქალაქს თავს დაატყდა ქარიშხალი.ქარბორბალმა 12 წლის გოგონა ცაში აიტაცა და მიწაზე დაახეთქა… ეს გოგონა მხოლოდ 1 დღის შემდეგ იპოვეს,იგი ვერაფერს ვერ ხედავდა ხოლო 1 თვის შემდეგ საერთოდ დაბრმავდა.მაგრამ სინათლის დაკარგვის შემდეგ ვანგელია გუშტეროვა,ახლა ყველასთვის ცნობილი ვანგა გახდა წინასწარმეტყველი.

დაბალი ხმით ვანგა ყვებოდა მოვლენებს რომელსაც ხედავდა.ხოლო როდესაც საქმე ეხებოდა პირად ინფორმაციას ხალხს ესმოდა მხოლოდ მოხუცი ქალბატონის ხმა…

ვანგა ადამიანს არასდროს არ ეუბნებოდა სიკვდილის შესახებ პირდაპირ,მაგალითად ერთხელ მასთან მივიდა ქალბატონი ლუდმილა,რომელმაც სთხოვა მას ეწინასწარმეტყველა მისი შვილის შესახებ,ვანგა მაშინვე მიხვდა რომ ბავშვი მოკვდა მაგრამ ლუდმილას უთხრა რომ მას აუცილებლად უნდა გაეჩინა კიდევ ერთი შვილი,ვანგა მიხვდა რომ მეორე ბავშვი მისცემდა დედას სიცოცხლის გაგრძელების აზრს იმის შემდეგ რაც იგი გაიგებდა რომ მისი გოგონა დაიღუპა.

იმისთვის რომ ეწინასწარმეტყველა ვანგას სჭირდებოდა ადამიანი და მისი რაიმე ნივთი,მაგრამ ყველაზე ხშირად ვანგა ითხოვდა სეანსის წინ ადამიანს დაეჭირა ხელში შაქრის ნატეხი ხოლო შემდეგ მისთვის მიეცა,ის ამბობდა რომ შაქრის კრისტალებში როგორღაც რჩება ადამიანის პიროვნება.

ზოგიერთი სკეპტიკოსი ამბობს რომ ვანგას არ ჰქონდა არანაირი მეექვსე გრძნობა და ჰქონდა მხოლოდ მყალი ლოგიკა.

ვანგასთან ვიზიტი უფასო არ იყო,მაგალითად უცხოელებისათვის ვიზიტი 60 $ ღირდა,ყოველ დღე წინასწარმეტყველი იღებდა 200 ზე მეტ ადამიანს მაგრამ მაინც ვერ გამდიდრდა,რადგან აბსოლუტურად ყველაფერს ნათესავები იღებდნენ.

ვოლფ მესინგი – 1975 წელს ბოლოჯერ გამოვიდა თავისი სადარბაზოდან,მან კართან მჯდომ მსახურს უთხრა ,,ნახვამდის მე აღარ დავბრუნდები” ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია,მან იცოდა რომ ვოლფ გრიგორევიჩი არასდროს ცდებოდა.ქვეყნის ყველაზე ცნობილი ექსტრასენსი მოკვდა სიღარიბეში და სიმარტოვეში,მიუხედავად იმისა რომ ის იყო ქვეყანაში ერთ-ერთი ლეგალური მილიონერი.მან ზუსტად იცოდა როდის მოკვდებოდა,მაგრამ მომავალზე წარმოდგენამ არ გახადა მისი ცხოვრება ადვილი,პირიქით მისი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა.ვოლფმა პირველად აღმოაჩინა თავის შესაძლებლობები 3 წლის ასაკში როდესაც პირველად ჩაჯდა მატარებელში.ვაგონში შემოვიდა კონტროლიორი,ვოლფს არ ჰქონდა ბილეთი და მაგიდის ქვეშ შეძვრა,კონტროლიორმა გამოათრია ბიჭი მაგიდიდან და ბილეთის წარდგენა მოსთხოვა,ბიჭმა ცარიელი ფურცელი გაუწოდა და თავის თავს აწრმუნებდა რომ ეს ბილეთი იყო.მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც კონტროლიორმა გამოართვა ფურცელი და ბილეთად ჩათვალა იგი,თან ბიჭს უთხრა ”რატომ იმალები მაგიდის ქვეშ ეს შენი კანონიერი ადგილია”.

როდესაც ვოლფი გაიზარდა მან მოითხოვა სტალინთან პირადად შეხვედრა.მან მოსთხოვა სტალინს რომ აეკრძალა თავისი შვილისთვის თვითმფრინავით მგზავრობა გარკვეული დროით და როგორც აღმოჩნდა თვითმფრინავი რომლითაც სტალინის შვილი უნდა გაფრენილიყო ჩამოვარდა და დაიღუპა მგზავრთა დიდი ნაწილი,ამის შემდეგ სტალინი დაუახლოვდა ვოლფ მისინგს.

ამის შემდეგ ვოლფის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა.1943 წელს მან ზუსტად მიუთითა თარიღი როდესაც დამთავრდებბოდა მეორე მსოფლიო ომი,ჰიტლერმა მისი მოკვლისთვის დააწესა პრიზი 200 მარკა.ვოლფი დადიოდა გასტროლებზე მთელ საბჭოთა კავშირში,ხალხს მისი სჯეროდა.ის იცნობდა რამდენი და ან ძმა ჰყავდა ადამიანს,შეუხედავად უსვამდა დიაგნოზს,წინასწარმეტყველებდა უბედურ შემთხვევებს და ბავშვების დაბადებას.აკოდირებდა ადამიანს რის შემდეგაც კოდირებული ადამიანი რომელიც ლოთი იყო არასდროს აღარ სვამდა,მაგრამ გასტროლების შემდეგ მას ფული აღარ რჩებოდა რადგან უნაწილებდა მას გავლენიან პიროვნებებს,და როდესაც მან არ მოინდომა ფულის განაწილება იგი ციხეში ჩასვეს,ერთხელ გასტროლების დროს მასთან მივიდა ახალგაზრდა მეცნიერი ვლადიმერ სვეჩნიკოვი რომელიც ამტკიცებდა რომ მან მესინგის ყველა ფოკუსი გამოიცნო,მან თქვა რომ ვოლფს ჰქონდა კარგი ინტუიცია და არანაირად მეექვსე გრძნობა,რაც მან ვერ დაამტკიცა.

კიდევ დავდებ ექსტრასენსებზე. სკეპტიკურად ნუ შეხედავთ ამ ყველაფერს მე მაქვს ამის დაჯერების მიზეზი უკვე 3 წელია,,, ვისაც არ გჯერათ უყურეთ ”Битва экстрасенсов” tnt ზე ყოველ შაბათ კვირას 8 საათზე…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close