გართობაუცნაური

ყველაზე სულელური სელფი, რის გამოც ისინი დააპატიმრეს

image

არაერთხელ გსმენიათ 21-ე საუკუნის სენის შესახებ, რომელიც ფოტოს თვითგადაღებას ანუ “სელფს” გულისხმობს. დღეს ძალზედ აქტუალურია სხვადასხვა სოციალურ ქსელში გოგონების დაბერილი ტუჩებით (და არა მხოლოდ გოგონების) აჭრელებული “სელფური” ფოტოები, რომელიც საზოგადოების მასისთვის სასიამოვნო, ხოლო განსაზღვრული ნაწილისთვის კი ამაზრზენია. თემასთან პირდაპირ კავშირშია დღევანდელი სტატია და მინდა გამცნოთ Business Insider-ის მიერ შეკრებილი ფაქტები, სადაც მძარცველებმა “ისელფეს” და სწორედ ეს გახდა სამართალდამცავებისთვის მტკიცებულება ანუ სელფის მოყვარული მძარცველები, რომლებმაც თავი თხასავით გაყიდეს.

 

1. ბრიტანელი Ashley Kist-ი ერთ-ერთი წყვილის სახლს ძარცვავდა როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ. მოგეხსენბათ, რომ სენი რის სენია თუ დრო და ადგილი ეცოდინებოდა, ამიტომ ეშლიმ სახლში ნაპოვნი მობილური ტელეფონით გადაიღო სურათი და კონტაქტებში არსებულ პირებს გადაუგზავნა. თავისი ჭკუით იხუმრა, თუმცა ბინის მფლობელებთან მალევე მივიდა ეს ინფორმაცია და სანამ ეშლიმ ბინიდან გააღწია, მას პოლიცია დაადგა თავზე.

 

image

2. ორმა გოგონამ შვეიცარიაში გაძარცვა მაღაზია, საიდანაც მხოლოდ 400 ევრო გაიტანეს. ეჭვმიტანილები ბებიის სახლში სწორედ ამ ფოტოს გამო იპოვეს. რაღა თქმა უნდა იქვე მალავდნენ ნიღბებს, დანას და ერთ-ერთს ეს ფოტო მობილურში ჯერ ისევ ჰქონდა.

image

3. მილანის ახალგაზრდა მოქალაქემ მოიპარა iPad-ი და მისი მეშვეობით გადაიღო ფოტო, რომელიც iCloud-ში ატვირთვა. ქურდი გაიყიდა და დააპატიმრეს.

 

image

4. 19 წლის Jess Ewald-მაც ვერ გათვალა და მოპარული ტელეფონით გადაიღო სელფი, რომელიც სოც-ქსელებში ატვირთა, იგი მალევე დააპატიმრეს და გამოარკვიეს, რომ ჩადენილი ჰქონდა სხვა მრავალი ძარცვითი დანაშაულიც.

image

5. არც 23 წლის La Voorne Lee Bennett-ას დაადგა კარგი დღე სელფობის შემდეგ, გამოაქვეყნა რა მან iCloud-ში მოპარული ტელეფონით გადაღებული ფოტოები, რის გამოც განახორციელა თავდასხმა და ტყვის შანტაჟის მეშვეობით მოიპარა ტელეფონი, მალევე დააპატიმრეს.

image

6. 21 წლის Justin Baler-მა იარაღით ისელფა, შემდეგ კი ფოტოები ატვირთა საკუთარ Facebook-ის გვერდზე. განსაზღვრული პერიოდის შემდეგ კი გაძარცვა ბანკი. მართალია ძარცვამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა კამერების ჩანაწერებზე მოხდენილმა დაკვირვებებმა, იარაღის მეშვეობით გახადა შესაძლებელი ჯასტინის პოვნა. იგი დააპატიმრეს.

image

7. 16 წლის Rufer-მა შეძლო შეპარვით შეეღწია 1 World Trade Center-ის შენობაში, რომლის სახურავზეც გამართა სელფი. იგი დააპატიმრეს შენობაში უკანონოდ შეჭრის გამო, ხოლო დაცვა, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა “პოსტზე”, უყურადღებობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან.

 

image

8. მომღერალმა Rihanna-ს სელფმა კი, სადაც მან ფოტო ტაილანდში ცხოველ “ლორისთან” ერთად გადაიღო, გამოიწვია ამ ცხოველის მეპატრონის დაპატიმრება, ვინაიდან ტაილანდში ცხოველების უფლებები დაცულია და ტურისტებს არ აქვთ მათით გართობის უფლება.

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button