არქივი

საინტერესოა…

43ee81074baa
სრულადში რამოდენიმე საინტერესო თემაზეა საუბარი ვფიქრობ მოგეწონებათ :)
უცნაური დუელი:
დუელში ჩვეულებრივ დაშნით, რევოლვერით, რაპირათი იბრძოდნენ ხოლმე. მაგრამ, ნახევარკუნძულ მალაკაზე მცხოვრები საკას ტომის ხალხი ფარშევანგის ბუმბულებით ბრძოლას ამჯობინებს. სეკუნდანტის მიერ ნიშნის მიცემისთანავე, დუელის მონაწილენი, “იარაღით” პატარა წრეში გამოდიან და ფარშევანგის ბუმბულებით ერთმანეთს უღიტინებენ. დამარცხებულად ის ითვლება, ვინც პირველი გაიცინებს.

საინტერესო ტბა:
ინდოეთში ერთი საინტერესო ტბაა. იგი რვა თვის განმავლობაში მლაშეა, ოთხი თვე კი მტკნარი. ტბის ზედაპირი 160 კვადრატული კილომეტრია. რვა თვიანი სასტიკი გვალვის პერიოდში ტბიდან 200 000 ტონა ნატრიუმ ქლორი ამოაქვთ, რომლისგანაც სუფრის მარილს იღებენ. მთელი ცენტრალური ინდოეთი ამ მარილით მარაგდება. ივნისიდან სექტემბრამდე, როცა აქ გამუდმებული კოკისპირული წვიმებია ტბა მტკნარი ხდება.

ყველაზე დიდი ფოთოლი:
მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოთოლი იპოვეს ბრაზილიაში, რორაიმას შტატში. მისი სიგრძე 215 სმ -ს, ხოლო სიგანე 125 სმ -ს შეადგენს. გიგანტური ფოთოლი “მოისხა” კოკოლობოს სახელით ცნობილმა მცენარემ რომელიც წიწიბურასებრთა ოჯახს განეკუთვნება.

უცნაური მდინარე:
რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში, მოედინება ერთი უცნაურსახელიანი პატარა მდინარე კონტროვოდი. იგი სამ თვეში ერთხელ იცვლის კალაპოტს და ხან მდიარე ამურს ერთვის, ხან მდინარე უსურს და ხანაც ტაიგის ბიკინს.

ყველაზე ნაყოფიერი არსება:
ეს არსება არის სამხრეთ აფრიკული ჭიანჭველების დედოფალი – ტერმიტი, რომელიც დღეში 30 000 კვრცხს დებს.

ყველაზე დღეგრძელი მწერი:
მწერებს შორის ყველაზე დღეგრძელია ტარაკანი, მას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავმოგლეჯილმა, ნერვული დაბოლოებების წყალობით, რომლებიც მთელ მის სხეულზეა განლაგებული.

ყველაზე შხამიანი ზღვის გველი:
ეს არის მოყვითალო-შავი ფერის ფართო კუდიანი ზღვის გველი. იგი ბინადრობს ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ტიმორის ზღვაში, აშმორის რიფთან, მისი შხამი იწვევს დამბლას.

ყველაზე პატარა მდინარე:
ეს მდინარე საქართველოში მდებარეობს, კერძოდ აფხაზეთში გაგრასთან მოედინება, მისი სახელია რეპრუა და 20 მეტრის სიგრძისაა.

ხე “კალენდარი”:
ცენტრალურ ამერიკაში ხარობს ხე სახელად გილია. იგი ერთგავარად “კალენდრის” როლს ასრულებს. მცენარე წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფერად ყვავის. მაის-ივნისში ყვავილები წითელია, აგვისტო-სექტემბერში თეთრი.

ყველაზე მარტივი თანამედროვე ენა:
ყველაზე იოლ თანაედროვე ენად ჰავაური ენა ითვლება, რომელშიც მხოლოდ 5 ხმოვანი და 6 თანხმოვანია.

ყველაზე შხამიანი თევზი:
ესაა მეჭეჭა თევზი. ბინადრობს წყნარ და ინდოეთის ოკეანეების ტროპიკულ წყლებში. მისი ფარფლების წვეტებზე შეხებაც კი კლავს ადამიანს, უყვარს ნაპირზე “სეირნობა” და ფეხშიშელ ტურისტებთან “თამაში”.

და ბოლოს, იცოდით თუ არა რომ სპარსეთის სახელგანთქმული მეფე ქსერქსე, რომელმაც დაანგრია ბაბილონი და საბერძნეთის არაერთი ქალაქი თავშეუკავებელმა სიცილმა მოკლა
.  :sackali: :lol:

მსგავსი ამბები

Back to top button