ყველა ადამიანი თავისებურად ბედნიერია… ამ ქალბატონს კი ყველაზე მეტად ცხოველებთან ურთიერთობა ანიჭებს ბედნიერებას…
Ha Wenjin არის ცხოველების მოყვარული ადამიანი. მან მიატოვა სამსახური, გაყიდა თავისი სახლი და ძვირფასეულობა, რომ მოევლო 1 500 უპატრონო ძაღლისა და 200 კატისათვის. თავიდან მას ჰყავდა რამდენიმე ცხოველი, რომლებთანაც ატარებდა თავისუფალ დროს. მაგრამ როდესაც შინაური ცხოველების რიცხვმა ზრდა დაიწყო, მან მიატოვა თავისი კარიერა და გადაწყვიტა მთელი დღეები გაეტარებინა ძაღლებთან და კატებთან ერთად.
ცოტახანში მან შექმნა ნამდვილი ცხოველების თავშესაფარი – იპოვა 10 ადამიანი ძაღლების, ხოლო 2 კატების მოსავლელად. მას აქვს განზრახული ყველანაირი წინააღმდეგობისა და სირთულეების მიუხედავად მოუაროს ამ საბრალო ცხოველებს. დიდი ძალისხმევა დაჭირდა მათ ახალ სახლში გადაყვანას, რომელიც ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდა. ბევრი მოხალისე მათ ჩუქნის საკვებს ცხოველებისათვის. დღეს Ha Wenjin და მისი ცხოველები ცხოვრობენ სოფელ Houyu-ში.
P.s. პოსტი ეძღვნება Hamsterukas :kiss: