არქივი

მსოფლიოს გასაოცარი, ბუნებრივი ფენომენები (ნაწილი 2)

b5808c736aba

პირველსა და მეორე ნაწილს შორის ცოტა არ იყოს და დიდი შესვენება გამომივიდა, სულ რაღაც 2 კვირა smileys . მაგრამ მოდით განვაგრძოთ მსოფლიოს გასაოცარი, ბუნებრივი ფენომენის გაცნობა-შეცნობა. : ))

Sailing Stones (მცურავი ქვები)

43b09d6c8fd3

იდუმალი, მოძრავი ქვები ათეული წლების წინ იქნა აღმოჩენილი ეგრეთ წოდებულ “სიკვდილის ველზე”. ეს ფენომენი ბევრი მეცნიერის დავის საგანი გახდა. გლუვ ზედაპირზე ლოდები გადაადგილდებიან ადამიანებისა და ცხოველების ყოველგვარი ჩარევის გარეშე. რამდენიმე მეცნიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ქვების მოძრაობის მიზეზი ძლიერი ქარი ან ყნულის ზედაპირი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა ამ თეორიის დამამტკიცებელი საბუთები ვერ მოიძებნა, რასაც თავისმხრივ ეწინააღმდეგებოდა ქანების თავისებური განლაგება. უფრო მეტიც, ფიზიკოსების გამოთვლებიც არ უბამენ მხარს ამ თეორიას, რადგან თუ ქარის ისჩქარეზე მიდგება საქმე, მაშინ მათ გადასაადგილებლად საჭირო იქნება ათასობით მილის სიჩქარე საათში.

Columnar Basalt

b7631ed98d47

როდესაც ვულკანიდან ამოხეთქილი ლავა გაშლილი ადგილზე მიედინება იგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იწყებს გაციებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მან ვერტიკალური ფორმა მიიღო, დროთა განმავლობაში დასკდა და ჩამოყალიბდა საოცარი გეომეტრიული ფიგურები. ეს ულამაზესი ქსელია სხვა და სხვა სახის, ძირითადად ექვსკუთხედი, ვერტიკალური, ბაზალტის ფიგურებისა. იგი ირლანდიის სანაპიროზე მდებარეობს, რომლის ნახვის შემდეგაც შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეთ, თითქოს ეს კარგი, ნიჭიერი და გამოცდილი აინჟინერის ნახელავი იყოს.

Blue Holes (ცისფერი ხვრელი)

48b9bca1c824

დედამიწაზე რამდენიმე მსგავსი ცისფერი ხვრელი არსებობს, მაგრამ მათ შორის ეს ყველაზე დიდია. იგი მდებარეობს ბელიზზე და საოცრად ლამაზია. მისი სახელი განპირობებულია მუქი ლურჯი შეფერილობით. ცისფერი ხვრელის სიღრმე დაახოებით 300 მეტრს აღწევს. ამ ადგილს მყვინთავები საკმაოდ ხშირად სტუმრობენ და იკვლევენ მას. აღმოჩნდა რომ სიღრმეში თითქმის არაა ჟანგბადი, რის გამოც ეს ცისფერი ხვრელი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვნებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ აქ აღმოჩენილია უძველესი სამარხის ნაშთები, რომელიც საიმედოდაა დაცული მის სიღრმეში.

Red Tides (წითელი მოქცევა)

7b682a117427

რომ არა განსაკუთრებული შეფერილობა, დამეთანხმებით, რომ მოქცევა ვერ გახდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ამოუხსნელი, ბუნებრივი ფენომენი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მას უამრავი თავისებურება ახასიათებს. პირველ რიგში დამახასიათებელი ფერი, მეწამულ-იისფერ-წითელი მოქცევა ნამდვილად ულამაზესია. იგი მთლიანად ფარავს პალჟებსა და მიმდებარე ტერიტორიებს, მოქცევის შემდეგ კი ხმელეთზე საოცარი, წითელი შლამი რჩება.

Ice Circles (ყინულის წრეები)

6ba19eb5382c

ყინულის წრეები იშვიათი, ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ყინული ნელ-ნელა და წრიულად მოძრაობს ცივ კლიმატურ ზონებში. ისინი ძალიან თხელი, მრგვალი ფილებია. ისინი ყველაზე ხშირად შეინიშნება სკანდინავიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე სამხრეთ ინგლისსა და უელსში. ბოლოს ყინულის წრეები დააფიქსირეს 2008 წლის დეკემბრში უელსში და მოგვიანებით, 2009 წლის იანვარში, ინგლისში. ყინულის ფილების წრიული ბრუნვის შედაგად იქმნება აბსოლიტურად სრულყოფილი წრეწირი. ისინი ასევე მოძრაობენ ჯგუფურად, ანუ რამდენიმე ყინულის წრე გადაადგილდება ერთდროულად ისე, როგორც ზემოთ სურათზეა ნაჩვენები.

Fire Rainbows (ცეცხლის ცისარტყელები)

29ec8570a2c1

ცეცხლის ცისარტყელის რკალის გამოჩენა საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. იგი ჩნდება ზუსტ დროს, ზუსტ ადგილას, მზისა და ღრუბლების გარკვეული განლაგების დროს. მისი დანახვა შესაძლებელია მაშინ, როცა შედარებით ახლოსაა დედამიწასთან. როგორც უკვე ავღნიშნე, ცეცხლოვანი ცისარტყელა დიდ იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად ამისა ამ ფენომენის აღმბეჭდი რამდენიმე შესანიშნავი ფოტო არსებობს. photosmile

Mammatus Clouds

67463eb24fd4

ამ ღრუბლების გამოჩენა ავის მომასწავებელია და ყველას აშინებს, რადგან მას აუცილებლად მოყვება ქარიშხალი, ქარბუქი, ან უკეთესს შემთხვევაში ამინდის საშინლად გაუარესება. ისინი იშლებიან ასობით მილის მანძილზე და ასეთმა ღრუბლებმა ცაზე მაქსიმუმ 10-15 წუთი შეიძლება დაჰყონ. თვითონ ეს ღრუბლები საფრთხეს არ წარმოადგენენ, პირიქით მაცნეები არიან მოსალოდნელი უბედურებისა. :)

მსგავსი ამბები

Back to top button