გამოგონებასამხედრო

ყველაზე სწრაფი სერიული ავიაგამანადგურებელი


“მიგ 31” დღეს-დღეობით მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული გამანადგურებელია. გაგრძელებაში იხილავთ მის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახსიათებლებს და სხვა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს რომ აღნიშნული თვითმფრინავის კონკრეტულ კლასს შორი მოქმედების გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი წარმოადგენს.

1968 წელს მიქოიანის საკონსტრუქტორო ბიურომ ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვსი საავიაციო ნაწილის შემადგენელი კომპონენტის “მიგ 25”-ის მოდერნიზაცია დაიწყო. მის მთავარ მიზანს თვითმფრინავზე ფაზირებულცხაურიანი რადიოლოკაციური სადგურის დაყენება წარმოადგენდა(მიგ 29 მსოფლიოში პირველი თვითმფრინავი იყო, რომელზეც ასეთი ტიპის რადიოლოკაციური სადგური დაყენდა). როგორც აღინიშნა, “მიგ 31” “მიგ 25”-ის ბაზაზე იქმნებოდა. თუმცა გამანადგურებლის სისტემების გართულების გამო კონსტრუქტორებმა მისი ეკიპაჟის შემადგენლობაში მეორე წევრი შეიარაღების სისტემის ოპერატორი შეიყვანეს, მაგრამ ამ ორ თვითვფრინავს შორის მსგავსება (მათ შორის ვიზუალურიც) მაინც არსებობს.

“მიგ 31” პირველად 1975 წლის 16 სექტემბერს აფრინდა. 1977-ში კი ის გორკის საავიაციო ქარხანაში სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს. მალევე ახლი გამანადგურებლის მიღება სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს, რომელთაგანაც პირველი 786-ე საგანადგურებლო ავიაპოლკი იყო. უკვე სერიული წარმოების პროცესში, თვითმფრინავის მოქმედების რადიუსის გასაზრდელად, მასზე ჰაერში საწვავით გამართვის სისტემა დამონტაჟდა, რამაც მოდიფიკაცია “მიგ 31ბ”-ის შექმნა განაპირობა.

ძლიერი რადიოლოკაციური სადგურის წყალობით “მიგ 31-ს “გამანადგურებლის” კლასის სამიზნის აღმოჩენა 180, მისი ავტომატური გაცილება კი 120 კმ-ის დისტანციაზე შეიძლია. მოდერნიზებულ “მიგ 31ბმ” -ზე, რომელსაც რადიოლოკაციურ სადგურებთანაც შეუძლია ბრძოლა, სამიზნის აღმოჩენის მაძილი 320 კმ-მდეა გაზრდილი. სამიზნის განადგურების მაქსიმალურ მანძილზე თვითმფრინავი მოწინააღმდეგეს “რ 33” -ის ტიპის რაკეტით ანადგურებს, რომლის ფრენის მანძილიც 120 კილომეტრია. თავად თვითმფრინავს კი ერთდროულად რამდენიმე თვიტმფრინავისკენ შეუძლია რაკეტების გაშვება(“მიგ 31ბმ” -ს 10 სამიზნისკენ). ოთხი “მიგ 31” -ისგან შემდგარი ჯგუფი ფრონტის მიხედვით 800-900 კმ-ის გაჭიმულობის საჰაერო სივრცეს თავისუფლად აკონტროლებს. დღეისთვის “მიგ 31” მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული სამხედრო თვითმფრინავია.

თვითმფრინავის სერიული წარმოება 1994 წელს დაახლოებით 500 “მიგ 31” -ისს გამოშვებით დასრულდა. დღეისთვის 43 თვითმფრინავი ყაზახეთის შეიარაღებაშია, რუსეთს კი სხვადასხვა მოდიფიკაციის 250 -მდე “მიგ 31” ჰყავს, რომლებიც 7 ავიაპოლკშია გადანაწილებული (აეროდრომები – ჩუგუევკა, კანსკი, სავატია, დიდი სავინო, ხოტილოვო, ელიზოვო). აგრეთვე რამდენიმე ათეული თვითმფრინავი საფრენოსნო გადამზადების 148 -ე ცენტრშია (ავიაბაზა სევასლეიკა).
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები: ფრთის გაქანი 13, 46 მ, ფრთის ფართობი 61,6 მ კვადრატში, სიგრძე  22,67 მ, წონა ცარიელის 21825 კგ, ნორმალური ასაფრენი 42400 კგ, მაქსიმალური ასაფრენი 48200 კგ, მაქსიმალური სიჩქარე მიწასთან 1500 კმ/სთ, სიმაღლეზე 3000 კმ/სთ, ეკიპაჟი 2 კაცი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close