ახალი ამბებიუცნაური

რატომ გვიმალავენ სიმართლეს უცხოპლანეტელებზე?

9b2d8bdb3d0a

“საიდუმლოთა წიგნი” აშშ-ში 1947 წელს დაიწერა. მისი წაკითხვის უფლება მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტებს აქვთ. წიგნში უცხოპლანეტელების შესახებაა მოთხრობილი. მისი შინაარსის გამხელა რადიოჟურნალისტმა აშშ-ის ახლანდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სთხოვა. “მოგიყვებოდი, თუ რა წერია “საიდუმლოთა წიგნში”, მაგრამ შემდეგ შენი მოკვლა მომიწევს…” – იხუმრა პრეზიდენტმა. წიგნი 1947 წელს დაიწერა, მას შემდეგ, რაც ნიუ-მექსიკოს შტატის სამხედრო ბაზაზე სამხედროებმა უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩამოაგდეს. მფრინავი თეფში და მკვდარი უცხოპლანეტელები ე.წ. “მწვანე ოთახში” ინახება, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ ობამამ მოინახულა.

20e4427a1316

1985 წელს ამერიკელმა ასტრონავტმა, გორდონ კუპერმა საიდუმლო გაამხილა: “აშშ-ის რადარები ყოველდღე აფიქსირებენ სამხედროთათვის უცნობ მფრინავ ობიექტებს”.

1969 წლის 20 ივლისს ასტრონავტები: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ბაზ ოლდრინი “აპოლონ-11”-ით, მთვარეზე დასხდნენ, სადაც 21 საათი გაატარეს. დედამიწაზე დაბრუნებულებს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი შეეგება. 2006 წელს, მთვარეზე გაფრენიდან 37 წლის შემდეგ, ტელეარხმა “დისქავერიმ” დოკუმენტური ფილმი “აპოლონ-11″: გაუმხელელი საიდუმლო” გადაიღო, რომელშიც 76 წლის ბაზ ოლდრინი ამხელდა: “უცხოპლანეტელებზე ინფორმაციის გამომზეურება “ნასამ” აგვიკრძალა. ილუმინატორიდან სფეროს მაგვარ მფრინავ ობიექტს ვხედავდით, მაგრამ ყვირილი არ დაგვიწყია, რადგან ვიცოდით, რომ მილიონობით ადამიანი გვისმენდა”.

უცხოპლანეტელთა არსებობას მეცნიერები და სამხედროები არ ადასტურებენ: “დასამალი არაფერია. ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) არ არსებობს და დასამალიც არაფერია”, – ირწმუნება ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ თუ უცხოპლანეტელები არ არსებობენ, რატომღა ასაიდუმლოებენ “საიდუმლოთა წიგნს”?.

ba757b61333e

წყარო: ჟურნალი გზა

მსგავსი ამბები

Back to top button