არქივი

ანდების ტყვეობაში

0e3ce6e3e5b6
გამარჯობა ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ერთი საინტერესო ისტორია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ჩაადენინოს ადამიანს თვითგადარჩენის სურვილმა და რამხელა ამტანობისა და სიმამაცის გამოვლენა შეუძლია გაჭირვების დროს.

1972 წლის 12 ოქტომბერს თვითმფინავმა, რომლითაც მგზავრობდნენ ურუგვაელი რაგბისტები, უამინდობის გამო მართვა დაკარგა და კატასტროფა განიცადა ანდების მთებში. კატასტროფის დროს თვითმფრინავმა დაკარგა კუდი, რომელშიც მოთავსებული იყო მგზავრების ბარგი და ავარიულად დაეშვა თოვლში. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 45 მგზავრი, რომელთაგან 12 დაიღუპა კატასტროფის დროს, ხოლო 5 მომდევნო დღეს დილით.

რა თქმა უნდა მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყო სამი ქვეყანა (ურუგვაი, ჩილე და არგენტინა), აგრეთვე მგზავრების ოჯახის წევრები, მაგრამ ძებნას ართულებდა ისიც, რომ თეთრი თვითმფრინავის თოვლში აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. გადარჩენილებმა როგორღაც მოახერხეს რადიოს გამართვა და კატასტროფიდან მერვე დღეს შეიტყვეს ძებნის შეწყვეტის შესახებ.

5811306b9e27
კატასტროფის შემდეგ

 

ძებნის შეწყვეტის შესახებ ამბის გაგებიის შემდეგ გადარჩენილებში რა თქმა უნდა პანიკამ დაისადგურა, ისინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყვნენ, მათ შორის ერთ-ერთმა ნანდო პარადომ კი კატასტროფის დროს და და დედა დაკარგა.

გარდა ამისა, მათ არ გააჩნდათ საკვები, რამოდენიმე შოკოლადის ფილის და 4 ბოთლი ღვინის გარდა, ხოლო გარშემო იყო მხოლოდ თოვლი და არ მოიპოვებოდა არანაირი მცენარეული საკვებიც კი.საცხოვრებლად იყენებდნენ თვითმფრინავის გადარჩენილ ნაწილს. ამიტომ მათ მიიღეს უმძიმესი გადაწყვეტილება, გადაწყვიტეს, საკვებად გამოეყენებინათ გარდაცვლილი ადამიანების ხორცი. ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო გარდა იმისა, რომ იქ უკლებლივ ყველა იყო მორწმუნე კათოლიკე და არცერთი მათგანი არ იყო კანიბალი. დაღუპულთაგან ზოგი საუკეთესო მეგობარი იყო, ხოლო ზოგიც სულაც ოჯახის წევრი.

ამასობაში ბუნებამაც გამოიჩინა სისასტიკე და ჩამოწვა ზვავი, რომელმაც კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

7a18443aa394
კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე

 

კატასტროფიდან თითქმის 2 თვის შემდეგ ყველანაირი იმედის გადაწურვასთან და გამოდარებასთან ერთად გადარჩენილებმა გადაწყვიტეს შემდგარიყო ჯგუფი (ნანდო პარადო, რობერტო კანესა და ანტონიო ვიზინტინი. ვიზინტინი უკან დააბრუნეს და გზა კანესამ და პარადომ გააგრძელეს), რომელიც წავიდოდა დასავლეთით, საითაც მათ ეგულებოდათ დასახლებული პუნქტი კურიკო(რომელიც რეალურად 55 მილით იყო დაშორებული). მათ გამოეყოთ ყველაზე თბილი ტანსაცმელი და “საჭმლის” მარაგი. ხეტიალის დროს მათ აღმოაჩინეს თვითმფრინავის კუდი თავიანთი ბარგით, ტკბილეულით, სიგარეტით და კომიკური წიგნებითაც კი, აგრეთვე დიდი ელემენტი, რომლითაც მათ შეეძლოთ სოს სიგნალის გაგზავნა, მაგრამ ელემენტი იყო ძალიან მძიმე და მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო. გადარჩენილთაგან ერთ-ერთი როი ჰარლი იყო ელექტრომოყვარული, მაგრამ მასაც არ ჰქონდა იმდენი ცოდნა, რომ ადგილზევე გაემართა და სიგნალი გაეშვა. ამიტომ ჯგუფმა გადაწყვიტა, გაეგრძელებინა გზა ანდების ვიწრო ხეობაში, სადაც ან გაყინვით სიკვდილი ელოდათ ან უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე მიაღწევდნენ და გადარჩებოდნენ. რამოდენიმე დღის ხეტიალის შემდეგ მათ აღმოაჩინეს მდინარე და გაუყვნენ მის კალაპოტს და ერთ საღამოს, როდესაც ნანდო პარადო ფიჩხს აგროვებდა კოცონისთვის, მდინარის მეორე მხარეს მათ შენიშნეს ცხენზე მჯდარი კაცი. მათ დაიწყეს ყვირილი და ანიშნებდნენ კაცს, მაგრამ მდინარის ხმაურის გამო მას არ ესმოდა არაფერი ( ეს კაცი აღმოჩნდა ადგილობრივი გლეხი სერხიო კატალანი), თან მას ვერც წარმოედგინა რომ კანესა და პარადო კატასტროფას გადარჩენილი მგზავრები იყვნენ, რომ არა ერთი გამეორება. რამდენიმე დღით ადრე მათთან იმყოფებოდა ერთ-ერთი გადარჩენილის კარლოს პაესის მამა, რომელიც აგროვებდა ნებისმიერ ხელმოსაჭიდ მასალას კატასტროფის შესახებ.

6719613bd454
კანესა და პარადო სერხიო კასტელანთან ერთად

 

მომდევნო დღეებში მაშველებთან ერთად პარადო და კანესა გაემართნენ თავიანთი მეგობრების გადასარჩენად. მაშველებმა მოახერხეს ვერტმფრენით ყველა გადარჩენილის აყვანა და საავადმყოფოებში გადაყვანა.

რამოდენიმე დღის შემდეგ მაშველები ავიდნენ კატასტროფის ადგილზე ჩილელ პასტორთან ერთად, დაკრძალეს გარდაცვლილები და აღმართეს ჯვარი კატასტროფის ადგილზე.

საბოლოო ჯამში კატასტროფის დღეს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 45 მგზავრი და მათგან 16-მა მოახერხა გადარჩენა.

ამ ისტორიაზე გადაღებულია რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.

68f9d4ebf441

როი ჰარლი მშობლებთან ერთად

 

 

წყარო ka.wikipedia.org

sandrik

bla-bl-a

მსგავსი ამბები

Back to top button