უცნაური

ქალაქი მთვარეზე

a993049b86a8
უცხო ცივილიზაცია, მოულოდნელად ჩვენთან უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა. ჩვენ არ ვიყავით ფსიქოლოგიურად მზად ამისთვის.

,,კვლავ გვხდება სტატიები, რომლებიც ეძებენ პასუხს კითხვაზე: ვართ თუ არა მარტონი? ამავე დროს უცხო ცივილიზაციის ყოფნა გამოვლენილია დედამიწასთან ახლოს, მთვარეზე, თუმცა გასაიდუმლოებულია, რადგან ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ შეიძლება უკვე არსებული სოციალური პრინციპები შეარყიოს” იუწყება რუსული გაზეთი ,,Vecherny Volgograd”.
აქ არის ამონარიდი გაზეთიდან :
,,ნასას მეცნიერებმა და ინჟინრებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ მარსის და მთვარის გამოკვლევაში, გამოაქვყნეს მათი აღმოჩენის შედეგები 1996 წლის 21 მარტს, ვაშინგტონის ნაციონალურ პარკში ბრიფინგზე. გაირკვა რომ მათ აღმოაჩინეს ტექნოგენური სტრუქტურები მთვარეზე. ისინი საკმაოდ ფრთხილად აღნიშნავდნენ რომ ეს ობიექტები მხოლოდ და მხოლოდ უცხო ცივილიზაციის შეილებოდა ყოფილიყო. მათ განაცხადეს რომ შედეგები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში იყო და ოფიციალურად მოგვიანებით გამოქვეყნდებოდა. ისინი ასევე აღნიშნავდნენ რომ საბჭოთა კავშირს ქონდა ფოტო მასალა რომელიც ადასტურებდა გონიერი ცივილიზაციის ყოფნას მთვარეზე.

მკვლევარი რიჩარდ ჰოგლანდი ამბობს რომ ნასა ცდილობს დაამუშაოს ფოტო მასალა როგორც თვითონ უნდათ სანამ საჯაროდ გამოაქვეყნებენ, იგი ამტკიცებს რო უცხო ცივილიზაცია მთვარეს იყენებს გასაჩერებელ სადგურად სანამ ისინი დედამიწაზე არიან. ეს მოსაზრება დადასტურებულია ლეგენდებით და მითებით რომლებიც სხვადასხვა ერებმა გამოიგონს ჩვენი პლანეტის შესახებ.

აპოლო 10-მა გადაიღო უნიკალური სურათი (AS10-32-4822) სადაც ჩანს 1 მილის სიგრძის ობიექტი რომელიც 14 კილომეტრის სიმაღლეზეა აღმართული და ტოვებს მკაფიო ჩრდილს მთვარის ზედაპირზე. ობიექტი როგორც ჩანს შედგება რამდენიმე ცილინდრული მოწყობილობისაგან, ობიქტის შიდა სტრუქტურა კარგად ჩანს ერთ-ერთ სურათში და ტოვებს შთაბეჭდილებას რო მისი რაღაც ნაწილი გამჭირვალეა. ბრიფინგზე როდესაც რიჩარდ ჰოგლანდა ეს სურათები მეორედ მოითხოვა, აღმოჩნდა რომ ისინი აპოლო 10-ის ეკიპაჟის ალბომშიც კი აღარ იყო.

როდესაც აპოლო 12 ეკიპაჟი გადმოსხდა მთვარის ზედაპირზე, მათ დაინახეს პირამიდისებრი გამჭირვალე ობიექტი რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო მთვარის ზედაპირიდან და მთვარის შავ ცაზე ცისარტყელის ფერებს აფრქვევდა.

მისიის მართვის სპეციალისტმა გააკეთა კომენტარი სურათებზე: ჩვენმა ბიჭებმა აღმოაჩინეს ქალაქის ნანგრევები მთვარეზე, გამჭირვალე პირამიდები, გუმბათები და ღმერმა იცი კიდევ რა, რომლებიც ახლა იმალება ღრმად ნასას სეიფებში. ახლა მე თავს ისე ვგრძნობ როგორც რობიზონ კრუზომ რომელმაც გაიგო რომ კუნძულზე მის გარდა სხვა ადამიანიც იყო. რას აკეთებენ გეოლოგები და მეცნიერები როდესაც შეისწავლიან სურათებს სადაც კარგად ჩანს მთვარის ანომალია? ისინი ამბობენ: ეს შეილება ბუნებრივი წარმოშობის იყოს. ჯობია სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ რომ, ისინი ხელოვნურია, განსაკუთრებით გუმბათები და პირამიდები. უცხო ცივილიცაზია ჩვენთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ მზად არ ვიყავით ამისთვის და ზოგიერთი ადამიანი ახლაც ღრმად არის დარწმუნებული რომ ჩვენ მარტონი ვართ.

მსგავსი ამბები

Back to top button