არქივი

პოლიტკორექტული აკრძალვები

c4faaa8e2108
გასული საუკუნის 60-იან წლებში ევროპასა და ამერიკაში პოლიტ-კორექტული  მიმდინარეობა  შეიქმნა.  სწორედ  ამ პოლიტ-კორექტურ  აკრაძალებზე მინდა შემოგთავაზოთ პოსტი დღეს.

1) დანიის ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრებში მსახიობები მეკობრეებივით ვერ აიხვევენ თვალს და პეტერ პენის პერსონაჟივით ხელზე კაუჭს ვერ დაიმაგრებენ,შეურაცხყოფა რომ არ მიაყენონ – უხელო და ბრმა ადამიანებს.
2) ზოგიერთი იეღოველი დაბადების დღეს არ აღნიშნავს. მათი განაწყენება რომ არ გამოიწვიონ, წვეულებაზე სიმღერა Happy Birth-day სახალისოდ არ უნდა შესრულდეს.

3) ინგლისის ზოგიერთ სკოლაში პედაგოგი მოსწავლეს ვერ შეაქებს სიტყვებით : “ნიჭიერი” და “გონიერი” რათა სხვა მოსწავლეებს არ ეწყინოთ.

4) ვეიკფილდის (ინგლისი) ციხეში პატიმრებს გვარით აღარ მიმართავენ არამედ – “ბატონი ჯონი”, ბ”ბატონი უილიამი”

5)უილტშირის ერთ-ერთ პარკში25 წლის წინ დამონტაჯებული საქანელები ჩამოხსნეს იმ მოსაზრებით, რომ ისინი ძალიან მაღლა იყო დამაგრებული და ტანდაბალიადამიანები ვერ სარგებლობდნენ.

6)ინგლისში მძღოლი დააჯარიმეს რადგან სადგომზე გაჩერებულ მის მანქანას 1.5 სმ-ზე ჰქონდა ფანჯარა ღია. დაჯარიმების მოტივი კი შემდეგი გახლდათ: ბავშვს სალონში ასანთი რომ ჩაეგდო და ხანძარი გაეჩინა?!

7)სუტონის სკოლაში ბავშვების გრძნობებს ზიანი რომმ არ მიაყენონ, წარწერები : “არ ირბინოთ!” და “არ იყვიროთ!” შეცვალეს ფრაზებით – “გთხოვთ მშვიდათ იარეთ” და “გთხოვთ მშვიდათ ისაუბრეთ”

8)ბრიტანეთის ერთ-ერთი  სკოლის  სასადილოში,  აღდგომის დღესასწაულზე  აკრძალულია ჯვრის  ფორმის პასკის  ყიდვა, არაქრისტიანმა ბავშვებმა  თავი დაჩაგრულად რომ არ იგრძნონ.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button