ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

კვირაში 4 კათხა ლუდი სასარგებლოა

ca35b0b5134b

კვირაში 1,5-2 ლ ლუდი სასარგებლოა, ამტკიცებენ მეცნიერები: ლუდი აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს უჯრედებს; გერონტოლოგებს მიაჩნიათ, რომ დღეში 1-2 ჭიქა ლუდი აფერხებს ორგანიზმის დაბერებას.
იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ლუდი გამოდევნის ორგანიზმიდან კანცეროგენურ ნივთიერებებს და 2-3-ჯერ ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს.

ლუდი ერთადერთი სასმელია, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ალუმინის მარილს, კლავს წყურვილს. ლუდი შეიცავს მინერალებსა და ნახშირორჟანგებს, აფართოებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანი გარსის კაპილარებს, რითაც ხელს უწყობს სისხლში სითხის სწრაფად მოხვედრას.

ის ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც შეიცავს სვიის ისეთ ნივთიერებას, რომელიც ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას და ამცირებს ალკოჰოლის ზემოქმედებას, ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებები.

ლუდი ნაკლებკალორიულია. სიმართლეს არ შეეფერება – ლუდი ასუქებსო, უბრალოდ, ის მადას მატებს.
0,5 ლ ლუდის მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს 20%-დან 5%-მდე. ასევე აფერხებს ათეროსკლეროზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განკურნებას. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, უზმოზე 1/2 ჭიქა ლუდის მიღება წმენდს კუჭს ლორწოსგან, რაც სასარგებლოა გასტრიტის დროს.
მდიდარია სილიციუმითა და მინერალებით, რომლებსაც ხორბალი და ქერი შეიცავს, ამაგრებს ძვლებს.
ქერის ალაო ორგანული მჟავების და ვიტამინების წყაროა, რომლებიც წითელი ღვინის მსგავსად ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს.

ლუდი შეიცავს 30-ზე მეტ მინერალსა და მიკროელემენტს, მათ შორის მაგნიუმს, კალიუმსა და ფოსფორს.
გთავაზობთ რეცეპტებს:

1. გაცივების დროს 1ჩ/ჭ შემთბარ ლუდს დაამატეთ 1ს/კ თაფლი (შეიძლება დაამატოთ კვერცხი, მიხაკი ან დარიჩინი). ლუდი უნდა იყოს მუქი ფერის, ნატურალური, კონსერვანტებისა და სტაბილიზატორების გარეშე.

2. ანგინის დროს 300ჩ-მდე გაცხელებულ ლუდს შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი, დაასველეთ ბამბის ქსოვილი და შეიხვიეთ ყელი, ზემოდან შემოიხვიეთ ჯერ ცელოფანი, შემდეგ კი თბილი შალი.

3. ოფლიანობის დროს 1 ბოთლი ლუდი დაამატეთ აბაზანას და 10 წუთი ჩაწექით.

დაიხსომეთ: ლუდი არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიკებისთვის, ნეფრიტიანებისთვის, დიაბეტიანებისთვის, ღვიძლის ციროზით, ნიკრისის ქარით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის.

წყარო: ამბები.ჯი

FeL1X

me davibade Chuck Norris_is qveyanaShi

მსგავსი ამბები

Back to top button