გარედან Brabus Mercedes-Benz Viano Lounge გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი მიკროავტობუსი, მაგრამ ვინ იფიქრებს, რომ შიგნით მოთავსებულია ნამდვილი ოფისი? 32 დიუმიანი LCD, 2 ნოუთბუქი Sony Vaio, ტელეფონი Vertu Constellation, Wi-Fi, PlayStation 3, Dolby surround-ის ხმის სისტემა და ყავის მადუღარა. ყველაფერი რაც ხდება გარეთ ტრანსლირდება TV-ეკრანზე. 100 კმ/სთ – 8,7 წამში, 418 ცხენისძალა. მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ. ფასი ჯერჯერობით უცნობია.