უცნაური

ჯერსის ეშმაკი – jersey devil

Уменьшить

ჯერსის ეშმაკი არის ერთ-ერთი უცნაური და ლეგენდარული არსება სხვა მრავალს შორის. ნათქვამია რომ იგი ბინადრობს სამხრეთ ნიუ ჯერსიში, აშშ. იგი დახასიათებულია როგორც მფრინავი, ორფეხა და რქებიანი, თუმცა არის ბევრი სხვა ვარიანტებიც. ყველაზე გავრცელებულია რომ ის გავს კენგურუს ფორმით, ცხენს სახით, ძაღლს თავით, ღამურას ფრთებით, არის რქიანი, აქვს პატარა მკლავები, ბრჭყალებიანი ხელები, ჩლიქები და სამკბილა კუდი. განცხადებულია რომ იგი გადაადგილდება სწრაფად, რათა აერიდოს ხალხს და ზოგიერთის გადმოცემით, საშინლად კივის.

Уменьшить

 

ჯერსის ეშმაკის ლეგენდის წარმომავლობაზე ბევრი განსხვავებული ვარიანტია. ყველაზე ძველი ჯერ კიდევ ადგილობრივი ამერიკელების ხალხური მონათხრობიდან მოდის. ლენი ლენაპის ტომებმა პაინ ბარენსის ტერიტორიას, ადგილი სადაც ეშმაკი შემჩნეული იყო, დრაკონის ადგილი უწოდეს. შვედმა ისტორიკოსებმა კი გადაარქვეს და დაარქვეს “Drake Kill”, Drake-ნიშნავს დრაკონს ხოლო Kill-არხს, ანუ დრაკონის არხი.

ყველაზე მიღებული ვერსია იწყება ერთი ქალით.
ამ ქალს 12 ბავშვი ჰყავდა, როცა მან მეთორმეტე გააჩინა თქვა რომ თუ კიდევ ერთი ეყოლებოდა, ბავშვი ეშმაკი უნდა ყოფილიყო. 1735 წელს ეს ქალი წვიმიან და ქარიან ღამეს სამუშაოზე იყო, ეს ქალი იყო ალქაჯი, ბოროტი ჯადოქარი, და მისი შვილის მამა თვით ეშმაკი იყო. მე-13 ბავშვი დაბადებიდან ნორმალური ჩანდა თუმცა იგი შეიცვალა. ჩვეულებრივი ბავშვი ურჩხულად გადაიქცა, ჩლიქოსან და ფრთოსან ურჩხულად. იგი ატერორებდა სოფლებს და ხოცავდა ხალხს. 1740 წელს ერთმა მონაზონმა განდევნა ავი სული 100 წლით და იგი აღარ უნახავთ 1890 წლამდე.

Уменьшить

ლეგენდის მიღმა სადღაც 1840 წელს, ზუსტად 100 წლის შემდეგ მისი განდევნიდან, ჯერსის ეშმაკი ეჭვმიტანილი იქნა სერიულ მკვლელობებში. მსგავსი შემთხვევები განცხადებული იყო 1841 წელს, რომელიც მოყოლილი იქნა უცნაური კვალით და არაბუნებრივი ხმით. 1859 წელს იგი ჰედონფილდში გამოჩნდა, 1873 წელს კი იგი ბრიჯტონში შეაჩნიეს. 1887 წელს იგი შეამჩნიეს ერთი სახლის გვერდით, მან შეაშინა ერთ-ერთი ბავშვი, მალევე იგი დაინახეს ტყეშიც. 1909 წელს იგი ზედმეტად აქტიური იყო – 16,17,18,19,20,21 და 22 იანვარს იგი სხვადასხვა ადგილებში დაინახეს.

Уменьшить

სკეპტიკოსები თვლიან რომ ეს არსება მხოლოდ ხალხის მანიფესტია რომელიც ხალხის შესაშეინებლად მოიგონეს და ამით აფერისტებმა გაიხარეს. ისინი თვლიან რომ რადგან ერთმა ესეთი ურჩხული დაინახა, სხვა ხალხმაც, რომლებმაც შეამჩნიეს რაიმე სხვა ცხოველი, ჯერსის ეშმაკად მიიღო.

 

Уменьшить

1998 წელს კომპანია სონიმ გამოუშვა ვიდეო თამაში სახელად ჯერსის ეშმაკი

ფოტოები თამაშიდან

Уменьшить

 

Уменьшить

Уменьшить

 

 

შემოგთავაზებთ ვიდეოს ამავე თემის შესახებ

1shkhnel1

............
Back to top button