არქივი

Waverly-ის მთების სანატორიუმი – მოკლე და მტანჯველი გზა სიკვდილისაკენ

f2ff979f853e

დედამიწაზე არაერთ ადგილს შეხვდებით, სადაც პარანორმალური მოვლენების მაღალი აქტივობაა, რაც მოჩვენებების არსებობასა და სხვადასხვა აუხსნელი მოვლენებს გულისხმობს. ერთ-ერთი ასეთია ყოფილი სანატორიუმი აშშ-ში, კერძოდ ლუისვილში.

1800–1900 წლებში ამერიკა გაანადგურა საშინელმა სასიკვდილო დაავადებამ, რომელსაც „თეთრ სიკვდილს“ , ანუ ტუბერკულიოზს უწოდებენ. ამ გადამდები დაავადების სამკურნალო საშუალებები არ არსებობდა, ამიტომ „თეთრი სიკვდილი“ მთლიან ოჯახებს და ხშირ შემთხვევაში მთლიანი ქალაქის მოსახლეობას ანადგურებდა. 1900 წლიდან ამერიკაში მოსახლეობის სიკვდილიანობის მხრივ კენტუკის შტატის უდიდესი ქალაქი ლუისვილი ლიდერობდა. აუცილებელი გახდა სპეციალური სანატორიუმის აშენება. ასეც მოხდა 1910 წელს ე.წ ჯეფერსონების ოლქში საავადმყოფო აიგო, რომელიც მალევე გადაივსო, ამიტომ სხვა, ახალი სანატორიუმის აგების საჭიროება დადგა.

2a778b0cbbf7

ახალი სანატორიუმი, ცნობილი, როგორც WAVERLY HILLS 1926 წლს გაიხსნა. იგი ითვლებოდა ყველაზე მოწინავე სანატორიუმად ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს პაციენტების მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩეოდა. იმ დროისთვის სპეციალისტებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ ტუბერკულიოზის მკურნალობის გზები: სუფთა ჰაერი, ნატურალური საკვები და უამრავი სხვა. ასე რომ ეს სანატორიუმი მთებში თითქოსდა პირველი წინგადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო დაავადების წინააღმდეგ…

მაგრამ მალე სანატორიუმი ნამდვილ სასაკლაოდ გადაიქცა. არავინ იცის თუ რას ფიქრობდა მომსახურე პერსონალი, ექიმები, ექთნები, როდესადც თვალისდაუხამხამებლად უსწრაფებდნენ სიცოცხლეს თავიანთ პაციენტებს. მათი მკურნალობის მეთოდები სისხლიანი და შოკისმომგვრელი იყო. ფილტვების გაფართოების მიზნით ისინი ნეკნებსა და კუნთების ნაწილს აჭრიდნენ პაციენტებს. ასევე მილისმაგვარ ხელსაწყოს უდგამდნენ დარჩენილ ორგანოებში. ამ ყველაფერს მკურნალობის თავიანთი მეთოდების არსებობით ხსნიდნენ. თუმცა ამ „მკურნალობის“ შემდეგ 1–2 დღის განმავლობაში ყველა საშინელი ტანჯვით იღუპებოდა. ადმინისტრაციას სახელის გაფუჭება არ აწყობდათ, ამიტომ რკინიგზაზე გამავალი საიდუმლო გვირაბის საშუალებით გაჰქონდათ გვამები, რათა დარჩენილ ავადმყოფებს არ დაენახათ რა დაემართათ მათ და რა ელოდათ მომავალში.

8c929996b139

1930 წლიდან ტუბერკულიოზმა მთელს მსოფლიოში დაიწყო შემცირება. 1961 წელს სანატორიუმი დაიხურა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სხვა სახელწოდებით გაიხსნა. ახალ სანატორიუმს პაციენტები არ ეკარებოდნენ, რადგან კარგად ესმოდათ თუ რა ელოდათ იქ. მასზე ნათქვამი თითქმის ყველა ჭორი გამართლდა, უფრო მეტიც დადგინდა რომ ექიმები ელექტროშოკს იყენებდნენ, რაც სასტიკად იყო აკრძალული.1982 წელს სანატორიუმი საბოოლოდ დაიხურა, თუმცა შენობამ არსებობა გააგრძელა..
სანატორიუმი მუდამ ექცეოდა ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღების ცენტრში. ღამღამობით დახურული სენობიდან მტვრევის, მსხვრევისა და ყვირილის ხმა ისმოდა. არაერთხელ დაუნახავთ პატარა გოგონასა და ბიჭის მოჩვენებები, ყველაზე საზარელი მოსასმენი კი ქალის განწირული კივილი იყო. მოსახლეობის აზრით იქ ნაწამები ხალხის სულები ვერ პოულობდნენ სიმშვიდეს… ადგილზე მალე პარანორმალური მოვლენების მკვლევართა ჯგუფი ჩავიდა. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად ჯგუფის წევრებს უამბეს, რომ შენობიდან ხშირად კერძების სუნი გამოდიოდა. შიგ შესულებს სამზარეულოს ოთახი ერთიანად დალეწილ–გაპარტახებული დახვდათ. სხვა სართულების დათვალიერების დროს კი ახლადგამომცხვარი პურის სუნი ეცათ. მაშინვე შეამოწმეს ყველა ოთახი, თუმცა რათქმაუნდა ხორციელს ვერაფერს მიაგნეს.

37b1eb62dc15

თქმულებების თანახმად სანატორიუმში ყველზე საშიში ადგილი მე–5 სართული იყო. ამ სართულზე ექთნებისა და იმ პაციენტთა ოთახები იყო განლაგებული, რომლებსაც წამებით ხდიდნენ სულს. არაერთი ისტორია არსებობს სწორედ ამ მე–5 სართულთან დაკავშირებით:
პირველ რიგში ამ სართულის 502–ე ოთახია აღსანიშნავი. 1928 წელს გაუთხოვარმა და ფეღმძიმე მედდამ აქ თავი ჩამოიხრჩო. 1932 წელს ახალგაზრდა ექთანმა ვენები გადაიჭრა, 1938 წელსკი მის კვალს კიდევ ერთი ექთანი მიჰყვა, რომელიც ფანჯრიდან გადახტა. სამივე შემთხვევაში მკიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათ არსებულ სიტუაციასა და ზეწოლას ვეღარ გაუძლეს.

afa67b7531d8

როგორც უკვე ავღნიშნე სანატორიუმის გამოკვლევა პარანორმალური მოვლენებით დაინტერესებულმა ჯგუფმა დაიწყო. ისინი საკუთარი აპარატურით ცდილობდნენ საიდუმლოს ამოხსნას. სწორედ მეხუთე სართულზე მათ არაერთხეკლ დააფიქსირეს უცნაური ნათება და ადამიანის სილუეტები. რამდენიმე თვის შემდეგ ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა გამოაქყვეყნა სტატია სახელწოდებით „ჩემი პირველი ვიზიტი სანატორიუმში“. სადაც კარგად აღწერს პარანორმალური მოვლენების თითოეულ დეტალს. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

„ლუისვილში პირველად 2002 წელს ჩავედი. ჩემს მეგობარ ქეითს პირველ რიგში სანატორიუმში წაყვანა ვთხოვე. რათქმაუნდა უამრავი რამ მქონდა მოსმენილი და წაკითხული იქ მომხდარი მოვლენების შესახებ, თუმცა საკუთარი თვალით ნანახს არაფერი სჯობს… ქეითმა მირჩია, რომ ადგილზე ღამით მივსულიყავით, რადგან სწორედ ამ პერიოდში იჩენდა თავს სანატორიუმის ყველა უცნაურობა. ბნელი და მშფოთვარე ღამე იყო, მთელი დღე წვიმდა, ამიტომ კედლების ნესტს ნაწვიმრის თავისებური სუნი ერეოდა. სრული სიწყნარე იყო, ნიავიც კი არ იძვროდა.. ფარნებით ხელში შევედით სანატორიუმში. აქამდე სხვა მსგავს ადგილზე ვყოფილვარ ნამყოფი. ადგილებში, სადაც პარანორმალური მოვლენების არერთი კერა იყო, თუმცა ჩემი ახალბედობიდან გამომდინარე უნდა ავღნიშნო, რომ მოჩვენება ნანახი არ მყავდა. აპარატურის საშუალებით არაერთხელ შევსწრებივარ მსგავს მოვლენას, მაგრამ ჩემი თვალით არასოდეს მინახავს…

მოკლედ შესვლისთანავე ვიგრძენი საშინელი სიცივე და ამაზრზენი აურა. დავიწყეთ სანატორიუმის დათვალიერება. ყველგან ვიყავით, ლეგენდარული 502–2 ოთახის კარიც შევაღე. საშინელი გრძნობა დამეუფლა, ნებისმიერს ასე დაემართებოდა, თვალწინ დმაიდგა ყველა ის საშინელება, რაც ამ ოთახში ტრიალებდა.. ჩვენი ექსკურსიის დროს შევამჩნიე რომ ერთი ადგილი რომელიც გამოვტოვეთ ეს მეოთხე სართული იყო. ქეითმა ამიხსნა, რომ მთელს სანატორიუმში ეს ერთადერთი ჩაკეტილი სართული იყო, ამიტომაც ის ბოლოსთვის შემოენახა. ამავე დროს ის ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევდა, რადგან როგორც ამიხსნეს სწორედ აქედან ისმოდა ყვირილისა და მსხვრევა–მტვრევის ხმა…

32acadd7e206

მეოთხე სართულს მივუახლოვდით. ეს შენობის ცენტრი იყო. აშკარად ისმოდა კარებების დახურვისა და გაღების ხმა. შემიძლია მკითხველი დავარწმუნო, რომ მიზეზი ქარი არ იყო, ზევითაც ავღნიშნე, ნიავიც კი არ იძვროდა. ქეითმა მითხრა რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. მანვე მთხოვა, რომ ფარანი ჩამექრო და ისე შევსულიყავით დერეფანში. გამომდინარე იქედან, რომ მთვარიანი ღამე იყო ასე თუ ისე ნორმალურად ვხედავდი ყველაფერს. გუმანით ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდებოდა, შემეშინდა კიდეც, სიჩუმესაც ვუგდებდი ყურს… რამდენიმე წამში ენა ჩამივარდა, მკვეთრი თეთრი სხეული დავინახეთ.. სხეული არ არის შესაფერისი სიტყვა, თუმცა არც ვიცი რა დავარქვა.. ოთახიდან გამოვიდა, გრძელი შავი თმა ჰქონდა, თეთრი პერანგი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. არც გამოუხედავს ისე გაუჩინარდა კუთხეში. რამდენიმე წამიც არ იყო გასული და იმავე ოთახიდან კაცი გამოვიდა, ექიმის შეხედულება ჰქონდა, თეთრი ხალათი ეცვა. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ სიტყვების მაგივრად ყელიდან ხრიალი ამოვუშვი. ის წუთები არასოდეს დამავიწყდება, თითქოს სისხლი გამეყინა… როცა ყველაფერი გავაცნობიერე მეგობარმა ამიხსნა, რომ პირველი არ ვიყავი ვინც სანატორიუმში მოჩვენებას ხედავდა და სავარაუდოდ არც უკანასკნელი. გადავწყვიტე მთელი სართული შემომევლო და კვალისათვის მიმეგნო, თუმცა ჩემი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. უსხეულო ფიგურები თვალსა და ხელს შუა გაქრნენ..
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, რამდენჯერმე დავბრუნდი კიდეც მთებში, მაგრამ იგივე აღარ განმეორებულა. თუმცა არც იყო საჭირო, ის დღე ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.. მე ხომ პირველად დავინახე რეალური მოჩვენება..“

სანატორიუმით შემდგომშიც არაერთი მკვლევარი დაინტერესდა. კეთდებოდა რეპორტაჟები, იწერებოდა სტატიები თავისებური ახსნა–განმარტებებით, თუმცა საიდუმლო კვლავ საიდუმლოდ დარჩა..

dceabf2ed403

P.S. პოსტი საკონკურსოა. : ))

d94c037f4d75

Natia Bregadze | Create Your Badge
100000717141612.1836.1563097902

მსგავსი ამბები

Back to top button