არქივი

რა დროს ანდომებს ჩვენს მიერ დაყრილი ნაგავი გახრწნას

image

გიფიქრიათ თუნდაც ერთხელ, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს თქვენს მიერ დაგდებულ ამა თუ იმ ნივთს? რამდენ ხანს ანდომებს იგი გახრწნას და აბინძურებს თუ არა ბუნებას, რომლითაც ვსულდგმულობთ? სწორედ ამ კითხვებზე მინდა გავცე პასუხი სტატიით, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ.

 

image

 

გთავაზობთ სტატიას, სადაც წარმოგიდგენთ თუ რამდენხანს ანდომებს გახრწნას, თქვენს მიერ გადაგდებული ნაგავი და დარწმუნებული ვარ ამ ახსნა-განმარტების შემდეგ შეიცვლით მავნე ჩვევებს.



1. ცხოველთა განავალი. მართალია მათ გახრწნას 10-15 დღე სჭირდება, თუმცა შეუძლია ამ მოკლე პერიოდში ბევრი უსიამოვნება და დაავადება მოიტანოს.

image




2. საკვები პროდუქტი– ხილი და ბოსტნეული. ხილი და ბოსტნეული ერთ თვეს უნდება რომ გაიხრწნას.

image





3. გაზეთის ტიპის მაკულატურა. ამ სახის ქაღალდი გახრწნას ანდომებს 1 თვიდან- 1 სეზონამდე პერიოდში.

image





4. ფოთოლი, თესლი და ტოტები. ეს ხსენებულებიც კი შეიძლება ქალაქის სერიოზული დაბინძურების მიზეზი გახდეს, ვინაიდან მათ გახრწნას 3-4 თვე სჭირდება.

image





5. მუყაოს კოლოფი. (ე.წ. კარდონი) მათი გახრწნა 3 თვეს მოიცავს.

image



6. ქაღალდები. ჩვეულებრივი ქაღალდი რომ გაიხრწნას, ამისათვის საჭიროა 2 წელი გავიდეს.

image





7. სამასალე ხე. სამასალე, ანუ დამუშავებული ხე, რომლისგანაც ავეჯია დამზადებული, თუ სათანადოდ არ მოვუარეთ, 10 წლის შემდეგ დაიწყებს გაფუჭებას და შლას.

image





8. რკინა. რკინაც როგორც წესი სპეციალურ მოვლას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში 11-13 წლის შემდეგ იწყებს ჟანგვას და შლას.

image





9. თუნუქის ქილები. თუნუქის ქილების გახრწნას 10 წელი სჭირდება.

image





10. ფეხსაცმელი. ძველი ფეხსაცმელი, რომელთაც ქუჩაში ვაგდებთ, 10 წელი ანდომებს გახრწნას.

image





11. ბეტონის და აგურის ნამტვრევები-ს გახრწნას 100 წელი სჭირდება.

image





12. აკუმულიატორი (ბატარეა)- ასევე 100 წელს ანდომებს გახრწნას.

image




13. ფოლგა. ფოლგაც 100 წელს ანდომებს გახრწნას.

image




14. ელექტრო ბატარეა (ელემენტი)- 110 წელს ანდომებს გახრწნას.

image





15. საბურავი. ავტომობილის თუ სხვათა რეზინის საბურავების გახრწნას 120-140 წელი სჭირდება.

image





16. პლასტიკური ქილები (ბოთლები)- გახრწნას ანდომებენ 180-200 წელი.

image





17. ალუმინის ქილა. ალუმინის ქილები, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაგავია ჩვენს პლანეტაზე, რადგან მათ გახრწნას 500 წელი სჭირდება.

image





18. მინა. ჩამონათვალის ბოლოს კი ვნახოდ რამდენ ხანს ანდომებს მინა გახრწნას. თითქმის ყოველ დღე ვხედავთ ქუჩებში მიმოფანტულ მინებს, რომლებიც როგორც დამსხვრეული ქილების, ასევე ნაავარიები ავტომობილებისა და ჩამსხვრეული ფანჯრების შედეგია, თუმცა მათი გასუფთავებით ხშირ შემთხვევაში თავს არავინ იწუხებს, არადა კარგი იქნებოდა ამ ზემო ხსენებულისგან გაგვესუფთავებინა ქუჩები, ვინაიდან მათ გახრწნას 1000 წელზე მეტი ჭირდება და ჩვენს მიერ დაუდევარი შედეგის მსხვერპლი ჩვენი მომდევნო 12-15 თაობაც გახდება.

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button