გასართობისაკითხავისურათები

სიყვარულის თეორია

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში პოეტებს, ფილოსოფოსებს, მეცნიერებს ყოველთვის აინტერესებდა ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხი ამ კითხვაზე ჯერ კიდევ არ არსებობს.

ადამიანები აღმერთებენ სიყვარულს, ცოცხლობენ და თავს წირავენ მისთვის, მაგრამ მისი მეცნიერული ახსნა არ არსებობს. უფრო მეტი, სიყვარული დაერქვა საკმაოდ განსხვავებულ ადამიანურ ურთიერთობას როგორიცაა ურთიერთობა შეყვარებულებს შორის, ცოლ ქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის და ახლო მეგობრებს შორის. ერთი სიტყვით სიყვარულის მეცნიერული შესწავლა ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფისაგან. და ეს გასაგებიცაა. მოვლენის მეცნიერული ახსნა ნიშნავს დადგინდეს სიყვარულის მიზეზი. ეს მოითხოვს ლაბორატორიულ პირობებში ექსპერიმენტულ შესწავლას, რაც სიყვარულის მიმართ პრინციპში შეუძლებელი აღმოჩნდა.

უკანასკნელ ხანებში სოციალურმა ფსიქოლოგიამ სცადა ამ ემოციონალური მდგომარეობის შესწავლა. ჩვენ შევეცდებით აღვწეროთ და დავალაგოთ თუ რა არის ცნობილი იმაზე თუ რას ნიშნავს ერთი ინდივიდის მიერ მეორის შეყვარება. გამომდინარე საკითხის ასეთი სირთულიდან სოციალურ ფსიქო¬ლოგიაში არსებობს განსხვავებული მიდგომები სიყვარულის ფორმების კატეგორიზაციისა და აღწერისადმი.

სიყვარული რთული ფსიქიკური მდგომარეობაა.მისთვის დამახასიათებელია:

1.გრძნობების,აზრებისა და მოქმედებების აკვიატებული კონცენტრირება სიყვარულის ობიექტზე იმ ზომით,რომ ეს ხშირად სხვა საზრუნავის უგულვებელყოფას იწვევს.
2.უკიდურესი სუბიექტურობა-აღიქმება ობიექტის დადებითი მხარეები,უარყოფითი კი იჩქმალება,ნეიტრალიზდება და პოზიტიურადაც კი ფასდება.
3.ეიფორიული ან ამაღლებული გუნება-განწყობილება
4.სექსუალური ლტოლვა სიყვარულის ობიექტის მიმართ.

როცა შეყვარებული ხარ,გამოიყოფა ისეთი ჰორმონები,რომელთა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ეფექტი ნარკოტიკის ზემოქმედების ადექვატურია.ამ ნივთიერებების გამომუშავება ყოველთვის არ ხდება.ხშირ შემთხვევაში სიყვარულის გრძნობის სიმძაფრე 2-3 წლის გასვლის შემდეგ კლებულობს.ეს ეთანხმება 62 სხვადასხვა კულტურული მონაცემებს,სადაც განქორწინებების პიკი მე-4 წელზე მოდის.ხშირად ქორწინებათა უმეტესობა კრიტიკულ ზღვარზე ხანგრძლივია.ეს აიხსნება მეუღლეებს შორის უფრო ღრმა,მჭიდრო და სტაბილური კავშირით.

წყარო:iliauni.edu.ge

რობერტ სტერნბერგის თეორია გამოყოფს სამ ბაზისურ კომპონენტს: ინტიმურობა, ვნება, გადაწყვეტილება\ვალდებულება (ანუ ერთგულება). მისი აზრით, სიყვარული შეიძლება ემყარებოდეს, პირველ რიგში, რომელიმე ერთ ამ კომპონენტს,ორი კომპონენტის კომბინაციას, ან სამივეს. ეს განსხვავებული შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიყვარულის შვიდი შესაძლებელი ტიპი, რომელიც იდეალში შეიცავს სამივე კომპონენტს თანაბარი პროპორციით. ეს სამი ბაზისური კომპონენტი შემდეგ მახასიათებლებს გულისხმობს: ინტიმურობა – სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები. ვნება – სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან. გადაწყვეტილება\ვალდებულება – კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას რომ ვინმეს უყვარს ვიღაცა და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა.

ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტეინბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს:

1. მოწონება – რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას (მეგობრობა ვნების ან ვალდებულების გარეშე).
2. რომანტიკული სიყვარული – შეიცავს ინტიმურობას და ვნებას (ინდივიდები ფიზიკურად და ემოციონალურად მიიზიდებიან ერთმანეთისაკენ, მაგრამ ვალდებულებების გარეშე).
3. მეგობრობა-სიყვარული – შეიცავს ინტიმურობას და ვალდებულებებს (ხანგრძლივი ვალდებულება – მეგობრობა, როგორიცაა ქორწინება, რომელშიც ვნება გაფერმკრთალებულია).
4. ძლიერი გატაცება – შეიცავს მხოლოდ ვნებას (ვნებიანი, მოზღვავებული სიყვარული ინტიმურობის ან ვალდებულებების გარეშე).
5. განუსჯელი სიყვარული – შეიცავს ვნებას და ვალდებულებას (ვალდებულება რომელიც ემყარება ვნებას, მაგრამ დროის გარეშე რათა ჩამოყალიბდეს ინტიმურობა – ზედაპირული ურთიერთობა როგორც ქარბორბალა აშიკობა).
6. ჩამქრალი (ცარიელი) სიყვარული – შეიცავს მხოლოდ გადაწყვეტილება\ვალდებულებას ინტიმურობისა და ვნების გარეშე. ვალდებულება გრძელდება ინერციით.
7. სრულყოფილი სიყვარული – შეიცავს სამივე კომპონენტს – ინტიმურობას, ვნებას და გადაწყვეტილება\ვალდებულებას – იდეალი, რომლის მიღწევაც სწადიათ.

წყარო: სოციალური ფსიქოლოგია, რევაზ ქვარცხაძე.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close