საკითხავიუცნაური

მილიონი პატარა ობობა


ვინმეს გინახავთ მილიონობით პატარა ობობა, რომლებსაც 24 ჰექტარზე გაუბამთ აბლაბუდები?

ერთი შეხედვით მათი სამფლობელო ძალიან საშიშ ადგილს მოგაგონებთ, მაგრამ როცა დაინახავთ ამ პაწაწინა ობობებს, აზრი შეგეცვლებათ. ობობებს ეძახიან Halorates ksenius. „ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს სულ პაწაწინა „ოთახშიც“- ამბობს ბიოლოგი ბრაიან თირი. ბიოლოგმა თქვა,რომ პირველად ამ ობობებს ტყეში წააწყდა. შორიდან დაინახა თეთრი, ბუნდოვანი ადგილი. როცა მიუახლოვდა ძალიან შეშინდა, უზარმაზარი ობობის ქსელი ეგონა, მაგრამ ობობების დანახვისთანავე დამშვიდდა. ბრაიანი დააკვირდა ამ არსებების ცხოვრებას და ბევრი საოცარი რამ აღმოაჩინა. მაგალითად ის, რომ ეს ობობები 2-2ად წყვილდებიან და რიგრიგობით აბამენ აბლაბუდებს. ეს აბლაბუდები ძალიან მტკიცეა. ბრაიანმა აღნიშნა,რომ 30 წლის განმავლობაში პირველად ნახა ამდენი ობობა ერთად.

როცა ამინდი აბლაბუდას დააზიანებს ობობები მაშინვე აღადგენენ და განამტკიცებენ ხოლმე. ოქტომბრის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისამდე ობობები რიგრიგობით აბლაბუდების გაბმას წყვეტენ და ყველა ერთად შეუდგება აბლაბუდის აღდგენის და გაკეთების პროცესს. ამ დროს ძალიან საინტერესოა მათი ნახვა, როცა ყველას ერთად აქვს თავი მოყრილი. დაინახავთ მილიონობით პატარა ობობას, თითოეული მათგანი საქმიანად დარბის აქეთიქით. ობობებს აბლაბუდის ძაფებით „ლიფტები“ აქვთ გაკეთებული. სწორედ ასე გადაადგილდებიან მაღლიდან დაბლა ან პირიქით. ხშირად, ამ ფორმით გადაადგილების დროს ქარი მოწყვეტს ძაფიანად ობობას და გადაისვრის სხვა ადგილას. ობობა ახლომახლო ეძებს „თავისიანებს“ თუ რომელიმეს წააწყდა იწყებენ ახალი ბინის გაკეთებაზე ზრუნვას და შემდეგ საოცარი სისწრაფით მრავლდებიან.

ფოტოგრაფმა მათეუ უილერმა, რომელიც ცხოვრობს მაქბრაიდში, 5 საათი გაატარა ამ ობობებთან სურათების გადაღების პროცესში. „ყოველი ყვავილი, ბუჩქი და ხე დაფარული იყო თეთრი აბლაბუდით“ თქვა მათეუმ. „ძალიან ლამაზი სანახავი იყო, თუ როგორ არწევდა ქარი ამ გადათეთრებულ მინდორს, სურათების გადაღების დროს ობობები საოცარი სისწრაფით მაცოცდებოდნენ შარვალზე და მაისურზე, ასევე საოცარი სისწრაფით დაიწყეს ქსელების გაბმა ჩემი კამერის ჩანთაზე. რაღაც მომენტში ძალიან შემეშინდა, მიუხედავად ობობების პატარა ზომისა მაინც საზარლები იყვნენ,მათ შეეძლოთ რამოდენიმე წუთში ჩემი მთლიანად აბლაბუდაში გახვევა“. ფოტოგრაფს რა თქმა უნდა, ობობებმა არ უკბინეს, მაგრამ ის მაინც ყოველთვის შიშით გაიხსენებს მათთან ყოფნის მომენტს.

ჯერჯერობით ბიოლოგი ბრაიანი განაგრძობს ამ ობობების შესწავლას, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. ობობებს სჭირდებათ დიდი ძალა , რომ გააბან აბლაბუდები, ძალისთვის კი საჭიროა კვება. ბრაიანმა არ იცის რით იკვებებიან ობობები ქსელების ამ ხანგრძლივი გაბმის დროს. არც ის იცის, როგორ გადაურჩება ხოლმე მილიონობით ობობის კვერცხი ზამთარს, ამიტომაც მზადაა განაგრძოს ობობების შესწავლა, თუნდაც ამას თვეები დასჭირდეს. „ადამიანები ერთმანეთს ასწავლიან ობობების შიშს, ეს საშინელებაა. ისინი ვერ მიუახლოვდებიან ამ ადგილს შიშის გამო და გამოტოვებენ ძალიან საინტერესო რაღაცას. მშობლები შვილებს ბუნების ინტერესს უკლავენ ,რადგან პატარაობიდანვე აშინებენ ობობებით და მსგავსი არსებებით, მათ უნდა შეწყვიტონ ეს !“ განაცხადა ბრაიანმა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close