სიცოცხლე ანტარქტიდის გულში
ალბათ ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ ანტარქტიდა – ეს არის თოვლისა და ყინულის უკიდეგანო უდაბნო, სადაც სიცოცხლე მხოლოდ რამდენიმე სახეობით – პინგვინებით, სელაპებით, კალმარებით და ა.შ. შემოიფარგლება. ასე ეგონათ მეცნიერებსაც, მაგრამ როდესაც 2 კმ-ის სიღრმეზე ჩათხარეს ყინული, იქ გასაოცარი არსებები აღმოაჩინეს.
ანტარქტიდის წყლებში საკმაოდ მრავალფეროვანი ფაუნა დახვდათ. მათი უმეტესობა გიგანტური ზომის იყო, მაგალითად სადილის თეფშისხელა ობობები და მედუზები, რომლებიც საცეცებიანად ნახევარ ავტობუსს უტოლდებოდნენ. ასევე მრავალი სახეობის ჭიები, კრევეტები, უზარმაზარი ჟრუანტელისმომგვრელი კიბორჩხალები და ა.შ.
მათი უმეტესობა, როგორც მოსალოდნელია, გამჭირვალე ან ღია ფერის იყო. თუმცა მეცნიერები ერთმა რამემ გააოცა: ასეთ პირობებში ცოცხალი არსებები ენერგიას უფრთხილდებიან და ნაკლებს მოძრაობენ, თითქმის ძირითადად გაჩერებული არიან, ესენი კი საკმაოდ აქტიურები აღმოჩნდნენ. თუმცა პასუხი მალე იპოვეს – მცირეოდენი ძიების შემდეგ იქვე ახლოს თბილი წყაროები აღმოაჩინეს.
ამ არსებებში მრავალი მათგანი უნიკალური სახეობის იყო და მაშინვე სამეცნიერო უნივერსიტეტებში გამოსაკვლევად წაიღეს. აქ მცხოვრები არსებებისთვის დამახასიათებელი იყო გიგანტიზმი. პლანქტონების, მედუზებისა და თევზების უმეტესობა უნიკალური ჯიშის იყო. მეცნიერებმა თავდაპირველად ისიც ვერ მოიაზრეს, რომელი სახეობისთვის მიეკუთვნებინათ ისინი.
ამ არსებების დათვალიერების შემდეგ ანტარქტიდის ეროვნული მუზეუმის (იტალია) თანამშრომელმა, პროფესორმა სტეფანო სკიაფარელიმ განაცხადა, რომ ეს არის ახალი აგური ანტარქტიდის ცოდნის კედელში.
ზი ენდ :mamao: