ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

პენალტებს ისე ვეღარ დაარტყამენ

398124477051

მამაჩემს დაახლოებით ტრადიციათ გაუხდა უკვე, რომ სანამ სკოლაში წამიყვანს აუცილებლად უნდა იყიდოს სპორტული გაზეთი. ნუ ძირითადად 11X11 ყიდულობს. ჩემი სახლიდან სკოლამდე მანქანით დაახლოებით 20 წუთი სავალია ამიტომ მეც არაფერი დამრჩენია იმის გარდა რომ ეს გაზეთი წავიკითხო. ამის გამო ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვიცნობ. დღეს დილას ზემოთ ნახსენები გაზეთი ვიყიდეთ და წავედი სკოლაში. გაზეთის მთავარ გვერდზე იყო გამოქვეყნებული ტატია: ,, პენალტებს ისე ვეღარ დაარტყამენ” და ვიფიქრე რომ ეს სტატია ზედგამოჭრილი იყო უცნაურისთვის. შორს რომ აღარ წავიდე და ჩემი დილის ისტორიებით არ მოგაბეზროთ თავი პირდაპირ ,,დავაკოპირებ” სტატიას.

,,პრინციპში, ფეხბურთში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან შეგდებული ბურთი გოლად არც კი ითვლება, ამიტომაა სტატისტიკოსები ცალკე რომ აღრიცხავენ და საყურებლადაც, თუ მაინც და მაინც გენიოსი არ ურტყამს, ვერაა ლამაზი სანახავი. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს ,,შემოქმედი” ფეხბურთელების მიერ დარტყმული არაერთი პენალტი-შედევრი გვინახავს, სადაც შემსრულებელი მოძრაობას ანელებდა, ცრუ მანევრით აბნევდა მეკარეს და ა.შ. ასე გაუტანიათ პენალტები ლუიშ ფიგუს, ზინედინ ზიდანს, ფრანჩესკო ტოტის, სოკრატესს… 1 ივნისიდან კი ისედაც უსახური უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კიდევ უფრო უსახური და სქემატური გახდება – გუშინ, ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენალტის შემსრულებელს ბურთთან მიახლოებისას ყოველგვარი ყოვლის გაკეთება ეკრძალება, ანუ გარბენისას ძველებურად უფლება აქვს სიჩქარე შეანელოს ან გეჩერდეს კიდეც მაგრამ, შემდეგ რაც ბურთი მიაღწევს და ფეხს დასარტყმელად მოიქნევს, ყოველგვარი პაუზა ეგრევე ყვითელი ბარათით დაისჯება. იკითხავთ რა შეიცვალაო? შეიცვალა ის, რომ აქამდე ფეხბურთელებს უფლება ჰქონდათ დარტყმის მომენტშიც კი, მოეტყუებინათ მეკარე, მთავარი იყო საერთოდ არ გაჩერებულიყვნენ, ახლა კი მოტყუებაც აკრძალულია! არადა, ამ დალოცვილი ფეხბურთის ქვაკუთხედი სწორედ მოტყუებაა და ამდენად, ფიფას მიერ გატარებული რეფორმა, რომელიც უკვე მომდევნო მუნდიალზე ,,იმუშავებს” და ალბათ არა ერთ და ორ ,,გაყვითლებულ” ფეხბურთელს ,,გვაჩუქებს”, ცოტა არ იყოს სპორტის #1 სახეობის უმთავრესი პრონციპიდან გადახვევას ჰგავს. ამ ამბის გამშუქებელმა ბრაზილიური ,,გლობოს” ჟურნალისტმა ვეღარ მოითმინა და ,,ინფოს” მიაწერა, მთავარი ისაა, რომ ფიფამ ფეხბურთელთა გაფრთხილების ახალი მექანიზმი შეიმუშავაო… ძნელია არ დავეთანხმო.”

მეც ვეთანხმები ბრაზილიელ ჟურნალისტს და სტატიის ავტორს. ფეხბურთი მხოლოდ იმიტომაა ყურებადი სპორტი რომ მაში ბევრი ფინტები და კომბინაციებია. იმედი მაქვს მომავალში ფიფა გაითვალისწინებს ხალხის აზრს.

წყარო: გაზეთი 11X11

peace and god bless madd wiwri : )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close