წინანდალი (უცნაურის ექსკურსია)
ჩვენი ძვირფასი შეკრება, ექსკურსია, ველ-მინდორზე ტანტალი, თამაში, ჭამა-სმა, სიცილ-კისკისი შედგა : )) მგონი ყველამ იცის რომ ლაშქრობას ვაწყობდით, ახლა შევეცდები აღვწერო დეტალები, თან დარწმუნებული ვარ ძალიან გაინტერესებთ, ამას გარდა ვიცი, დაიწერება კომენტარები, აუ რა კარგი ყოფილა, ნეტა მეც წამოვსულიყავი, ეჰ აქ არ ვიყავი, ან პატარა ვიყავიო, მაგრამ წინასწარ გეუბნებით თავი შეიკავეთ ამგვარი კომენტარებისგან, აფერისტობასაც აქვს საზღვარიო ხომ გაგიგიათ :(
დავიწყეთ დილის შეხვედრიდან : ) დილას 9-დან 10-მდე გვქონდა დათქმული შეხვედრა, ყველაზე ადრე კოლმეურნეობის მოედანზე სურმანიძე დაერჭო, (იგივე velociraptor), თან ის ბათუმიდან ჩამოვიდა და მე კიდე რუსთავიდან ჩასვლა რომ დავაგვიანე ცოტა არ იყოს მესირცხვილა :( როცა მივედი უკვე შეკრებილები დამხვდნენ, მგონი ერთი ადამიანი გვაკლდა, პარკის შესასვლელში გამაჩერა სიმპატიურმა ბიჭმა :lol2: რომელიც აღმოჩნდა ხვიჩა (იგივე dogma). თურმე ისინი ვერ იცნო და იდგა იქ მარტო : )) მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ველოსაც ვერ უცვნია ესენი და იქვე სკამზე განმარტოებით იჯდა გლეხურად :lol2: ასე მხიარულად შევიკრიბეთ ყველანი, სიაც წავიკითხეთ თქვენ წარმოიდგინეთ და ომახიანად ვარ-საც ვიძახდით (ალბათ სკოლა გაგვახსენდა ყველას). ამ სიაში ერთი სასაცილო შემთხვევაც აღმოვაჩინეთ, არ შეიძლება რომ არ ვთქვა, ჩემი უნივერსიტეტის ჯგუფელი და დაქალი წამოვიდა ექსკურსიაზე,ასევე მისი მამიდაშვილი ლაშა, მაგრამ რადგანაც ლაშას არ ვიცნობდი აქამდე მისი სახელი დამავიწყდა როცა სიას ვადგენდით და თამარი კი ჩავწერე(ჩემი დაქალი), მაგრამ ქვეშ ისრით ლაშას მაგივრად მივუთითე ,,ამის ბიძაშვილი” :evil: სიის ამოკითხვის დროს რა თქმა უნდა წაიკითხეს თამარი და ამის ბიძაშვილი, რასაც დიდი სიცილი მოჰყვა და ლაშას შეხედვაზე სულ ,,ამის ბიძაშვილი” გვახსენდებოდა : ))
გავემართეთ ჩვენი სამარშრუტო ტაქსისკენ, რომელიც უკვე დამშვენებული იყო უცნაურის დროშით,
აი ჩვენი დროშაც :P მარცხნივ არის კობე, მერე ლევანი და ხვიჩა. ხვიჩას წინა სკამზე მე და სურმანიძე, კობეს წინა სკამზე თამუნა (ვიცი რომ კომენტარებში იკითხავთ ვინ ვინააო სურათებზეო და ამიტომაც ვწერ)
დროშამ უკეთესი გამოყენებაც ჰპოვა და რომელიღაცის თავზე აღმოჩნდა : ))) აქეთ მხარეს ირაკლი ზის, გამარჯვებულის სახით :evil:
დროშა საბოლოოდ ჩემს თავზე აღმოჩნდა და ამაოდ ვცდილობდი ,,ბაბუშკას” როლის მორგებას.
ასე სიცილ-სიცილით ჩავედით წინანდალში და ამ დროს ჰოი ვერაგო ამინდო, წვიმა დაიწყოსავით, მხოლოდ წინწკლავდა თავიდან, ჩვენ მედგრად ჩავდექით შესასვლელ რიგში, ბაკომ ბილეთები აიღო და შეგვიშვეს, თავიდან მუზეუმის კართან გადაჭიმული რიგი რომ დავინახეთ სახე შეგვეცვალა და ეზოს დათვალიერება მოვისურვეთ გულის დასამშვიდებლად, ვიბოდიალეთ ლაბირინთში
იქვე ნატვრის ხეზე, სადაც ჩვეულებრივ ხელსახოცებია ხოლმე შებმული, ჩულქი აღმოვაჩინეთ და მეტად გავმხიარულდით.
ვეცდები ყველა განახოთ, ვინც ვიყავით :)
მარცხნივ გიო ხერგიანი (svani) და ხვიჩა (dogma)
მარცხნივ ლაშა, აქეთ ბაკო, (bakoline)
ბიჭებს გაუტკბათ პოზიორობა : )))
საერთო სურათიც გადავიღეთ ეზოში, მაგრამ ჯერ არ მომეძევება სამწუხაროდ, იმედია მოვიძიებ და ჩავამატებ მერე.
განვაგრძოთ მოყოლა, ეზო მთლიანად რომ გავისიგრძეგანეთ, ისევ მუზეუმისკენ დავიძარით, მაგრამ რადგანაც იგივენაირად გადაჭიმული რიგები დაგვხვდა კინაღამ ხელი ავიღეთ დალის ნამუშევრების ნახვაზე, რომ არა ქეთი ნიქაბაძე (Kate AlukaЯD), ასეც მოხდებოდა, ჭიშკრიდან უკვე გამოსულები ვიყავით, როცა ქეთის გაახსენდა, რომ მხოლოდ გამოფენაზე შესასვლელი კარი უკან იყო, იმ იმედით დავიძარით ისევ მუზეუმისკენ, რომ უკანა კართან მაინც არ იქნებოდა რიგები და გაგვიმართლა კიდეც, მშვიდად შევედით, მოვინახულეთ დალის საოცარი სამყარო, რამდენად საოცარი სურათები იყო ჩამოტანილი ეს ცალკე თემაა, მაგრამ საერთო ჯამში არაუშავდა.
ველო სიურეალიზმის ბილიკებში იკვლევდა გზას : ))))
ეს მხოლოდ რამოდენიმე სურათია გამოფენიდან :) დანარჩენის ნახვა ვისაც უნდოდა კი წამოვიდა : ))
რომ მოვრჩით თვალიერებას, უკვე კარგათ მოშიებულები ვიყავით, განსაკუთრებით ბაკო აკაწკაწებდა კბილებს, მაგრამ არც სხვები უკლებდნენ, უბრალოდ ბაკო ხმამაღლა გამოთქვამდა ჩქარა ვჭამოთ სადმეო :evil: ხოდა ჩვენც გავეშურეთ მარშუტკისკენ, მაგრამ წამოვიდა წვიმა, როგორც ჩანს ამინდში არ გვიმართლებდა და ჩამოვყარეთ ყურები, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, გადაიღო და კარგ ადგილსაც მივადექით დასაბანაკებლად. საბოლოოდ მაინც ვერ გავარკვიეთ რისი შენობის ეზოში ვიმყოფებოდით (ერთ მხარეს აფთიაქი ეწერა, მიტოვებული შენობა იყო).
გაიშალა სუფრა, რომელიც სუფრის გარდა ყველაფერს გავდა, მაგრამ მაინც : ))
გაიმართა სმა-ჭამა,დიდად შესარგი
ამ გოგო და ბიჭს აქამდე არ ვიცნობდით და წყვილი შევარქვით : )
ბაკოს უკვე კმაყოფილი სახე აქვს
მარცხნიდან გიო ხერგიანი (svani) ,მერე ხვიჩა(dogma), გიორგი სურმანიძე (velociraptor), მე და თამუნა ცხადაძე.
რადგან ყველას მწვადები უტრიალებდა თავში, ბიჭებმა ცეცხლის დანთებაზე დაიწყეს ზრუნვა
მწვადის შეწვას ლაშა, ბექა და ვატო კურირებდნენ, ისეთი გემრიელი იყოოო, ფოტოზეც ეტყობა
ერთი რამ გამომრჩა, მე ქეთიმ და თამუნამ სეირნობის დროს ფრიად საინტერესო რამ ვიპოვნეთ, რაღაც არსების ჩონჩხი, დიდი დაკვირვების შემდეგ მაინც ვერ მივხვდით რისი ჩონჩხი იყო : (
ქეთიმ ფოტოსესიაც მოაწყო ჩონჩხთან : ))
შემდეგ ერთად გადავიღეთ სურათი და კმაყოფილები ჩამოვედით ქვემოთ
მარცხნიდან მე, თამო და ქეთი
ბიჭები ჭამა-სმას აგრძელებდნენ, შემდეგ ვითამაშეთ
წრეშიბურთი, მერე ბომბობანა
მე, ხერგიანმა, ქეთიმ და სურმანიძემ სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ, მერე სურმანიძეც მივახრჩვე, ბოლო მოვუღე მის ამქვეყნიურ ფართხალს
და საბოლოოდ მწვადს შემოვუჯექით ირგვლივ, იქ ანეკდოტების, ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი ამბების, სადღეგრძელოების თქმა გაიმართა. გიორგი ხერგიანმა ერთი ძალიან ლამაზი ლექსიც შემოგვთავაზა, რომელმაც ცოტა არ იყოს ჩაგვაფიქრა და ასეთი სახეებით ვუსმენდით.
ისე მალე გავიდა დრო : (( არადა სულ არ გვინდოდა წამოსვლა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ის გვაიმედებდა, რომ გზაში ერთად ყოფნის დრო ჯერ კიდევ გვქონდა, მარშუტკაში კვლავ ვიმხიარულეთ, ვიმღერეთ და ცეკვის მცდელობაც გვქონდა, მაგრამ პატარა ადგილმა შეგვიშალა ხელი :(
გზაში ჩაძინებულთა სიაც დავწერო? : )) სია არ იქნება საჭირო, სურმანიძეს და ლაშას დაეძინათ სიმთვრალის გამო :evil: (ჩაგიშვით)
მშვიდობით ჩამოვაღწიეთ თბილისამდე და ბოლო გაჩერებაზე ჩამოსულებმა სურათიც გადავიღეთ
აი ასე ლამაზად დასრულდა ეს დღე, ძალიან კმაყოფილი ვარ, ისეთი კარგი ბავშვები ხართ ყველანი, ვინც გაგიცანით :thanks:
იმედია მალე კიდევ მოვაწყობთ ლაშქრობას, ლაშქრობაზე პოსტები კი გეშვიდობებათ უცნაურის მომავალ ექსკურსიამდე.