კულტურა

Ronnie James Dio (1942-2010)

20dca59b3bdf
2010 წლის 16 მაისს გარდაიცვალა Ronnie James Dio :(( ჰევი მეტალის “ღმერთი”. იყო ისეთი ჯგუფების წევრი როგორებიცაა  Elf, Rainbow, Black Sabbath, Heaven & Hell, და ჰქონდა თავისი ბენდი Dio.

ძალიან, ძალიან მაგარი კაცი იყო დიო.  ჩემი აზრით, ეგეთი ადამიანი უბრალოდ მეორედ ვეღარ ეყოლება მეტალ სცენას. არა მხოლოდ ხმის ტემბრითა და შესრულებით. ამ კაცისგან რაღაც არანორმალური ენერგია მოდიოდა.

დიოს კუჭის კიბო ჰქონდა.  წელს დაგეგმილი ჰქონდა რამდენიმე ტური, მათ შორის ერთ-ერთი თურქეთში. ის ბოლო დღეებამდე არ ეპუებოდა ავადმყოფობას და ამბობდა:”რა დროს კიბოა, კონცერტები მაქვს დაგეგმილიო”.

ეს მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ საავადმყოფოში, მკურნალობისას.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button