საკითხავიუცნაური

საიდუმლო ფიგურები, რომლებითაც სამყარო გვაფრთხილებს

99dd2c7562a2

დედამიწაზე ერთ–ერთ ამოუცნობ მოვლენას წარმოადგენს ყანებსა თუ მდელოებზე გაჩენილი უცნაური წრეები და ფიგურები. მას ცალკე მეცნიერება – სირეოლოგია სწავლობს, თუმცა დღემდე ვერავინ ახსნა ამ ნიშნების არსი – ზებუნებრივი ძალებისგან მოდის ისინი თუ ადამიანის ნამოქმედარია. ალბათ სწორედ აქედან მოდის რწმენა იმისა, რომ ვინც ამ ფიგურების გაშიფრვას შეძლებს, დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს. ისინი კი დღემდე სხვადასხვა ადგილას ჩნდება, თვით თეთრი სახლის წინაც კი.

ზოგიერთი უფოლოგის აზრით, ამ ფიგურების გაჩენა უცხოპლანეტელებთან არის დაკავშირებული და მათში დედამიწის მკვიდრთათვის გარკვეული ინფორმაცია დევს.

რამდენიმე წლის წინ რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, ყანის პატრონმა აღმოაჩინა, რომ თავთავები საათის ისრის მიმართულებით, წრიულად ძირს იყო დაფენილი. შეშინებულმა კაცმა მილიცია გამოიძახა. მოვლენა გახმაურდა და საბოლოოდ, ამ უცნაური ფაქტის შესწავლის შედეგად, მასში ადამიანის ხელი გამორიცხეს, არც რადიაციის კვალი აღმოჩნდა და არც რაიმე ქიმური ნივთიერების. გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იმ ადგილას რამდენიმე წამით ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ნახეს. ეს ფაქტი საინფორმაციო საშუალებებმაც გააშუქეს. ერთი ვერსიის მიხედვით, მფრინავი ობიექტი იქ ნიადაგიდან სინჯის ასაღებად დაჯდა. თავთავების წრის ცენტრში ცილინდრული ხვრელიც აღმოაჩინეს. ნასკას უდაბნოში აღმოჩენილი ფიგურების მსგავსად, ეს ფენომენიც აუხსნელია და მკვლევრები დღემდე სწავლობენ.

31e4f8ad4bb9
ამ საკითხზე პარანორმალური მოვლენების მკვლევარ გოჩა დანელიას საინტერესო მასალები აქვს, რომლებსაც ჩვენს მკითხველებს გავაცნობთ.

გოჩა დანელია:

– ცენტრალურ ამერიკაში, იქ, სადაც მაიას ტომი ბინადრობდა, V||– საუკუნეებში მინდვრებში გაჩნდა თავთავთა უცნაური წრეები. იგივე შეინიშნებოდა ინკების სამფლობელოშიც. კელტურ ლეგენდებში ნათქვამია, რომ ასეთი ნიშნები ათასწლეულების ბოლოს, დიდი კატაკლიზმების წინ ჩნდება. ადგილობრივი ტომები გულდასმით იხატავდნენ ფიგურებს, რომელთა უმრავლესობა წრის ფორმის იყო. შესაძლოა, მათ ფიგურების საიდუმლო გაშიფრეს, მაგრამ ევროპელი დამპყრობლებისთვის მათი გამჟღავნება არ მოისურვეს. ამ წრეებს “კუდიანთა წრეები” შეარქვეს.

– ამგვარი ფიგურები ახლაც ჩნდება?

– ასეთი წრეები 24 ქვეყანაშია შემჩნეული, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წრეების 30 პროცენტი ფალსიფიცირებულია, ანუ ადამიანების ხელითაა გაკეთებული. აღნუსხულია 10 ათასამდე გამოსახულება, რომელთა ახსნაც შეუძლებელია. არავინ იცის, როგორ და რატომ ლაგდება დაახლოებით 20 წამში თავთავები ისე, რომ თითქმის მიწამდე არიან მოხრილი და არ ტყდებიან. მოღუნული თავთავი ჩვეულებრივად იზრდება და ვითარდება. თავთავები რამდენიმე ფენადაა დაწყობილი – საათის ისრის მიმართულებით, საწინააღმდეგოდ… ასე იქმნება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფიგურათა კომბინაცია. ყველაზე რთული ნახაზი ორასამდე ელემენტისგან შედგება.

– იმ ადგილებში, სადაც ეს ფიგურები ჩნდება, რაიმე ცვლილებები შეინიშნება?

– ფიგურებში ფიქსირდება ინფრაწითელი სხივების გამოსხივება, დედამიწის მაგნიტური ველის სტრუქტურის ცვლილება, რადიაციული ფონის 3–ჯერ ზრდა. არ ფუნქციონირებს ხელსაწყოები, ცხოველები იმ ადგილს გაურბიან, ფოტოგრაფირება და ვიდეოფირზე გადაღება ძალიან რთულია. მობილური ტელეფონები იქ მწყობრიდან გამოდის.

– იქნებ რაიმე ბუნებრივი მოვლენასთან გვაქვს საქმე?

– წრეების გაჩენის მიზეზად მიიჩნევდნენ გრიგალს, გრუნტის წყლებს, ელექტრომაგნიტური ველის ცვლილებას, ქარს, ჭიანჭველას, ბოცვერებს, თხუნელებს, უძველეს მიწისქვეშა ნაგებობებს, საიდუმლო იარაღის გამოცდას… სირეოლოგების, ენდრიუსის და ლეგადოს აზრით, მინდვრებზე გაჩენილ ფიგურებში დაშიფრულია ნიშნები, რომლებიც დედამიწელებს ან უმაღლესმა გონმა, ან იმ უცხო ცივილიზაციამ გამოუგზავნა, რომელიც მატერიის სხვა ფორმით არსებობს. წრეები კოდირებული მიმართვა–გაფრთხილებაა, რათა ადამიანებში სულიერებამ გაიღვიძოს. მარცვლეულის მინდვრები კი ინფორმაციის მოსაწოდებლად იმიტომ გამოიყენეს, რომ წარმოაჩინონ ამ ფიგურების ზებუნებრიობა.

– ეს გაფრთხილებები რას შეეხება?

– ჩინეთის იმპერატორები უძლიერეს სახელმწიფოს მაშინ მართავდნენ, როცა ბრინჯის ყანებში წრეები შეამჩნიეს. აშშ–ის კომპიუტერული ბუმი მას შემდეგ დაიწყო, რაც მინდვრებში მარცვლეულის ფიგურები ნახეს. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ეკონომიკური წინსვლაც მათ მინდვრებში წრეების გამოჩენას დაემთხვა.

სხვა მოსაზრებაც არსებობს. უფოლოგების ვარაუდით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, მდელოზე კონცენტრირებული წრეების გამოჩენა კოსმოსის ბინადართა ნახელავია და ისინი სამხედროების მიერ 2000 წელს ნიუ მექსიკოში ჩამოგდებულ ამო–ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) უკავშირდება. თეთრი სახლის წინ წრეები უკვე მეექვსედ გაჩნდა. ამას ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა.

2001 წელს წრეები დააფიქსირეს ბერლინის ნაციონალურ პარკში. მოსკოვში, კრემლის კედელზე, ღამით ცეცხლოვანი წარწერა გამოისახა უცნობ ენაზე… არსებობს აზრი, უცხოპლანეტელები ამერიკელებსა და რუსებს ხომ არ აფრთხილებენ, რომ ამო–ზე ნადირობას შეეშვან.

ზოგიერთი მოსაზრებით, ჯერ კიდევ 500 წლის წინ მინდორში გამოსახული ფიგურები უბრალო მათემატიკურ ფორმულებსა და ციური სხეულის მოძრაობის სქემას გამოხატავდა. ახლანდელი კრიპტოგრამები კი ურთულესი შიფრია. მათი იდენტიფიკაციის დროს მნიშვნელოვანია ნახატების ფორმა, ზომა, განლაგება, სიმაღლე, ადგილ–მდებარეობა. სავარაუდოა, რომ მათში დაშიფრულია ახალი ტექნოლოგიური მასალების ფორმულა, კომპიუტერული ტექნიკა, მსოფლიოს მოწყობის წესები, ცოდნის რომელი დარგი იქნება პრიორიტეტული მომდევნო საუკუნეებში და ა. შ. ცხადია, თუ ვინმე ამ ფიგურებში დამალულ ინფორმაციას გაშიფრავს, ის წარმატებას მიაღწევს.

პერუში, ნასკას უდაბნოს ზედაპირზე, შემორჩენილია გეომეტრიული ფიგურები – სამკუთხედები, სპირალები, ზიგზაგები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები. უდაბნოს ხაზების საიდულოს ამოხსნას ბევრი ცდილობდა. ზოგი მას ამო–ს ასაფრენ–დასაფრენ ზონებად მიიჩნევდა, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ეს ასტრონომიული კალენდარია. მასაჩუსეტის შტატის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ნასკას ხაზების უმრავლესობა წყლის მიწისქვეშა მარაგის მიმანიშნებელია. სწორი ხაზები ქმნიან ჰიდროლოგიურ რუკას. მოსახლეობა წყალს მათი საშუალებით პოულობდა. მეცნიერი დევიდ ჯონსონი დარწმუნებულია, რომ უდაბნოში ხალხი მხოლოდ წვიმის წყლის იმედით ვერ იქნებოდა და წყლის სხვა წყაროს მოიძიებდა. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მეცნიერები ჰიდროლოგიურ რუკას ადგენენ. თუ ყველაფერი გამართლდა, მაშინ გასაკვირია, ნასკას მცხოვრებლებს ეს ცოდნა საიდან ჰქონდათ. სხვა სამყაროს წარმომადგენელთა სურვილი, თუნდაც ნათესების საშუალებით შეგვატყობინონ თავიანთი არსებობა და მოგვაწოდონ საჭირო ინფორმაცია, სავსებით რეალურია.

– ასეა თუ ისე, დღემდე ვერავინ გაშიფრა, საიდან ან რატომ ჩნდება ფიგურები სხვადასხვა ადგილას. სხეულზე ფიგურების მოულოდნელი გაჩენის ფენომენის ახსნაც დღემდე ვერავინ შეძლო.

– სხეულზე წარწერებისა და ფიგურების გაჩენას მეცნიერებმა დერმატოგრაფია უწოდეს. მას 1995 წლიდან იკვლევენ. ტანზე უცნაური ნიშნები – მცენარე, გეომეტრიული ფიგურები, ციფრები, თავზე ანტენადადგმული ადამიანები და ა. შ. ეს ყველა დროსა და ქვეყანაშია დაფიქსირებული. ესაა სამყაროს ენა. მათი ავტორი არსებობს, მაგრამ გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობი რჩება. როცა სხეულზე რაიმე ნიშანი უნდა გამოისახოს, ამ დროს მის გარშემო ტემპერატურა 42 გრადუსამდე იმატებს. 15 წუთში კი ფიგურები ფერმკრთალდება და ტემპერატურა ნორმალური ხდება.

ასევე ამოუცნობ საოცრებათა რიგს მიეკუთვნება სხეულზე ნაიარევის, ანუ სტიგმის გაჩენა, რომელიც წააგავს ქრისტეს ჯვარცმისას მიღებულ ჭრილობებს. ამგვარი შემთხვევა მე–13 საუკუნიდან არის დაფიქსირებული. მას შემდეგ სტიგმატების 3 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გვხვდება სტიგმატების სახესხვაობები. ზოგი წანაზარდია, ზოგი – ჩალურჯება, ზოგი – გამჭოლი ჭრილობა, საიდანაც წლების განმავლობაში სდით სისხლი, მაგრამ ინფექცია არ ეკარებათ… მეცნიერება დღემდე უძლურია, ეს მოვლენები ასხნას.

სტატიის ავტორი: ირინე მჭედლიძე

წყარო:  sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close