საკითხავისასარგებლო

“მონსანტო”


“გუგლის” საძიებო ველში თუ ჩავწერთ “The Most Evil Company In The World” და გადავხედავთ შედეგს, აღმოვაჩენთ კომპანია “Monsanto”_ს.ალბათ აქამდე ამ კომპანიის შესახებ არაფერი გსმენიათ,მაგრამ მის “ნაცოდვილარს” მრავალად აღმოაჩენთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.საქმე იმაშია,რომ კომპანია “Monsanto” წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებაში.

“მონსანტოს” ისტორია 1901 წელს იწყება აშშ_ში ქალაქ სენტ ლუისში.ის შექმნა ფარმაცევტმა ჯონ ფრენსის ქუინმა.ქუინი იყო ასევე მალტის ორდენის წევრიც(მასონი).
თავდაპირველად კომპანია აწარმოებდა სახარინს.რამდენიმე ხნის შემდეგ ქუინი კონტრაქტს დებს “კოკა-კოლასთან” სახარინის მიწოდესთან დაკავშირებით.

ჯონ ფრენსის ქუინი

ქუინი ამას არ დაჯერდა და წარმოების გაფართოვება დაიწყო.ის გარდა სახარინისა იწყებს კოფეინის და ვანილის წარმოებას.”მონსანტომ” მცირე პერიოდში თითქმის მთელი ამერიკის ბაზარი დაიპყრო.
1919 წელს უელსში იხსნება “მონსანტოს” ფილიალი.ასევე გაიზარდა პროდუქტების ასორტიმენტიც.ქუინმა თავისი ფარმაცევტული გამოცდილება ბოლომდე გამოავლინა და დაიწყო ასპირინის,სხვადასხვა მჟავეებისა და შხამ-ქიმიკატების წარმოება.

1928 წელს კომპანიის მმართველი ხდება ჯონ ფრენსის ქუინის ვაჟი ედგარი.მან უფრო გაზარდა კომპანიის ნაწარმთა ასორტიმენტი და 40_იანი წლებისათვის “მონსანტო” უკვე პლასტიკატებისა და სინთეტიკური ბოჭკოს წარმოებაში ლიდერის როლში გვევლინება.ხოლო აშშ_ის მასშტაბით ეს კომპანია ქიმიური კომპანიების ათეულის უცვლელი წევრი ხდება.

50_იანი წლების დასაწყისში გარდა ზემოთაღნიშნული პროდუქციისა “მონსანტო” იწყებს ასპარტამის(შაქრის შემცვლელი,საკვების დანამატი E 951),სომატოტროპინის(ზრდის ჰორმონი) და “აგენტ ორანჟის”(სინთეტიკური წარმოშობის შხამ-ქიმიკატი) წარმოებას.

“აგენტ ორანჟის” გამო “მონსანტო” საერთაშორისო სკანდალში გაეხვია.
60_იან წლებში,ვიეტნამის ომის დროს ამერიკელი სამხედროები ვიეტნამელებისგან დიდ წინააღმდეგობას გადააწყდნენ.ვიეტნამის გაუვალი ჯუნგლები სავსე იყო პარტიზანებით,რომლებიც “სისხლს უშრობდნენ” ამერიკელებს.ამერიკელებმა პარტიზანების “იდენტიფიცირებისათვის” გადაწყვიტეს ჯუნგლების ხე-მცენარეების განადგურება,თუმცა ამის შესრულება არც ისე ადვილი იყო.
ეს საქმე სამხედროებს “მონსანტოს” პროდუქტმა “აგენტ ორანჟმა” გაუადვილა.საქმე იმაში იყო,რომ ამ პროდუქციის ქიმიური შემადგენლობა ხელს უწყობდა მცენარეული საფარის განადგურებას,თუმცა მას ბევრი უკუეფექტი ჰქონდა-იწვევდა სიმსივნეს,მუტაციას-ამაზე კი ყველა თვალს ხუჭავდა.თუმცა რაში ადარდებდა იანკებს ბედკრული ვიეტნამელების ბედი.

სამხედროებმა დაიწყეს “აგენტ ორანჟის” დიდი ოდენობით შესყიდვა და ვიეტნამში გატანა.სპეციალურ თვითმფრინავ C-123_სა და ვერტმფრენების გამოყენებით ხდებოდა ჯუნგლების ტერიტორიის ამ ნივთიერებით მორწყვა.ეს იყო პრაქტიკულად ქიმიური იარაღის გამოყენება,რადგან შემდგომ წლებში გამოვლინდა თუ რა ეფექტი მოჰყვა ამ ოპერაციას,რომელსაც “Ranch Hand” ეწოდა.
ოპერაციის ფარგლებში “მოირწყა” ვიეტნამის ჯუნგლების დიდი ნაწილი.გამოყენებული იყო 77 მილიონი ლიტრი “აგენტი ორანჟი”.

70_იან წლებში ვიეტნამის მოსახლების 14%_ს აღენიშნა სხვადასხვა დაავადებების მძიმე ფორმები,გახშირდა სიმსივნეები და ადამიანის სხეულის შინაგანი და გარეგანი მუტაცია.ყოველივე ეს კი “აგენტ ორანჟის” გამოყენების შედეგი იყო,რადგან მოიწამლა მდინარეები რომელსაც სასმელად იყენებდა ადგილობრივი მოსახლეობდა(მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა-მათ ერთ-ერთ ასეთ მოწამლულ მდინარეში გაუშვეს თევზები,რამდენიმე წამში ისინი დაიღუპნენ) ,მოიწამლა ნიადაგი და მოსავალში დიდი ოდენობით იყო მომწამლველი ნივთიერებები.

“აგენტ ორანჟის” მსხვერპლნი

80-იანი წლებიდან დაიწყო სასამართლო განხილვები.მომჩივანი მხარე იყო დაზარალებული ვიეტნამელები.ისინი ითხოვდნენ კომპენსაციას როგორც ამერიკის ხელისუფლებისგან,ასევე კომპანია “მონსანტოსგან”.მათ მოიგეს პროცესი,რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა და მიიღეს 70 მილიონ დოლარამდე კომპენსაცია.თუმცა შემდეგ სხვა დაზარალებულებმაც შეიტანეს სარჩელი და ზოგიერთი პროცესი დღემდე გრძელდება.

მიუხედავად ასეთი მასშტაბის საერთაშორისო სკანდალისა ამერიკის ხელისუფლება ხელს არ უშლიდა “მონსანტოს” საქმიანობას.
1982 წელს “მონსანტო” ახალი მიმართულებით მიდის,ის იწყებს ცდებს მცენარეთა გენეტიკის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით და აღწევს გარკვეულ წარმატებას.
1987წელს კი მიიღეს პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული სიმინდი.ამან კი ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაინტერესება გამოიწვია,რადგან მოდიფიკაცია იძლეობდა სხვადასხვა სახის მცენარეების თვისებების გაუმჯობესებას-შიძლებოდა მცენარის ზრდის დროის შემცირება,შეიძლებოდა ყინვა გამძლე მცენარის გამოყვანა და ა.შ რაც საბოლოოდ ხარჯებს შეამცირებდა.

პრაქტიკულად ეს იყო “მონსანტოს” ტრანსფორმაცია,ის ხდება პიონერი გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეების წარმოებაში.

“მონსანტოს” გენეტიკური მოდიფიკაციების შესახებ საბჭოთა კავშირშიც შეიტყვეს და 1987 წლის ბოლოს აშშ_ში მივლინებით ჩავიდა რამდენიმე საბჭოელი აგროკულტურის სპეციალისტი და მეცნიერი.ისინი ეწვივნენ “მონსანტოს” ოფისს და დაათვალიერეს წარმოების პროცესი.მათ გამართეს მოლაპარაკება მმართველებტან,საბოლოოდ კი შეთანხმდნენ,რომ საბჭოთა 5 რესპუბლიკაში(მათ შორის ალბათ საქართველოც იქნებოდა,რადგან ერთ-ერთი წამყვანი რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ) შეირჩეოდა 13 ადგილი სადაც დაითესებოდა მოდიფიცირებული მცენარეები.

“მონსანტოს” პროდუქცია

1998 წელს “მონსანტომ” მოახდინა სოიოსა და ბამბის ბუჩქის გენური მოდიფიკაცია.ამავე წელს ამერიკის ხელისუფლებამ კომპანია დააჯილდოვა უმაღლესი მედლით ტექნოლოგიური მიღწევებისათვის.

2000 წელს “მონსანტომ” შექმნა ზრდის ჰორმონი,რომელიც გამოიყენება ფერმებში ძროხების წველადობის მომატებისათვის.ამ ჰორმონს გარდა დადებითი თვისებებისა ჰქონდა საკმაო უარყოფითი გავლენა ძროხის ჯანმრთელობაზე,ამის გამო ამ ჰორმონზე უარი თქვა ევროპამ,ავსტრალია,ახალმა ზელანდიამ.

“მოსანტო” დღესაც არ ჩერდება და ახდენს გენურ მოდიფიკაციებს,წამლავს “მწვანე სამყაროს” და ამით მდიდრდება.

P.S.თუ ეწვევით “მონსანტოს” ოფიციალურ საიტს ნახავთ მრავალ ფერად-ფერად ფოტოს ბედნიერი ოჯახებითა და “აყვავებული” გარემოთი.თუმცა ეს მხოლოდ შეფუთვაა და მის უკან ბევრი შავ-ბნელი საქმე იმალება,რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა გარემოს.
ცივილიზებული სამყაროს 99% დაცულია გენეტიკური პროდუქტებისგან,რადგან არის კონტროლის მექანიზმები.მართალია ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე,მაღაზიებში მრავლად ნახავთ გენური ინჟინერიის “შედევრებს” თუმცა მათზე არის დიდი ასოებით დატანებული წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული”.
ხოლო საქართველოს მსგავსი ქვეყნები კი ყველაზე დიდ ზიანს იღებენ,რადგან ასეთი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და არავინ არ იცის რას მივირთმევთ-ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თუ “მონსანტოს” მსგავსი კომპანიების ტექნოლოგიებით მიღებულ ნაგავს.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close