საკითხავიუკატეგორიო

ჰარი პოტერის მსახიობები

20cc3afb1f84
მსახიობები :thanks:
3d53c2fa3481
dora tonks
1) ნატალია ტენა
დაბადების თარიღი : 1984 წლის 1 ნოემბერი.

სიმაღლე: 1.67 მ.

ნატალია ტენა დაიბადა ინგლისში და გაიზარდა ესპანურ ოჯახში. პატარა ნატალიამ მალევე გამოავლინა დიდი შემოქმედებითი ნიჭი- ინგლისურისა და ესპანურის ცოდნის გარდა ის მშვენივრად უკრავდა პიანინოზე,ვიოლინოზე და აკორდეონზე.
ტენა მშობლებმა გააგზავნეს ბედეილსში, პრესტიჟულ ხელოვნების სასწავლებელში, ჰემპშირის საგრაფოში. ნატალია, რომელიც მცირე ძალისხმევითაც კი მაღალ ნიშნებს ღებულობდა, სამაგიეროდ გამოირჩეოდა ცუდი ყოფაქცევით. ერთხელ ის თავისი სკოლის მასწავლებელმა სიგარეტის მოწევის დროს გამოიჭირა. ამის შემდეგ ის წააქეზეს, რომ ეთამაშა მეამბოხე გოგონას როლი “About A Boy” ში და მართლაც მან ეს როლი მიიღო. მან აქ ითამაშა ჰიუ გრანტთან და რეიჩელ ვეიზთან ერთად.

ნატალიას ყველაზე მნიშვნელოვანი როლი არის ტონქსის როლი ჰარი პოტერის ფილმებში. როგორც ნატალია აცხადებს, ამ როლზე წარდგენა მან დაუფიქრებლად გადაწყვიტა. წითელი ღვინით შეგულიანებულმა ნატალიამ გადაწყვიტა, რომ სკამის და მაგიდის გადაყირავებით კასტინგზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა და აფიქრებინებდა ჟიურის, რომ ისეთივე მოუხერხებელია, როგორიც ნიმფადორა ტონქსი (ნატალია აღიარებს, რომ სინამდვილეში მართლაც ძალიან მოუხერხებელია). ამ საქციელმა მთავარი როლი ითამაშა ნატალიას დორა ტონქსის როლზე დამტკიცებაში.

მსახიობობასთან ერთად, ნატალი მშვენიერი მუსიკოსიცაა. ის წერს სიმღერებს. მღერის და უკრავს აკორდეონზე ჯგუფ Molotov Jukebox ში.
78791a12e45e


188a436ddc82


0c70b2233901


7e4dee0e67eb

9ae27949fc60
2) რემუს ლუპინი
დევიდ ტიულისი
დაბადების თარიღი: 20 მარტი 1963
სიმაღლე: 1.93 მ
პირველი ფილმი: 1984
მეუღლე: ანა ფრილი
სარა შუგარმანი (განქორწინება

დევიდ ტიულისი, ჩვენთვის ცნობილი როგორც რემუს ლუპინი, დაიბადა 1963 წლის 20 მარტს ინგლისში, ბლექპულში. მისი მშობლები, მაურინ ტიულისი და ალეკ ვიილერი მუშაობდნენ დევიდის მამის, ალეკის სათამაშოების მაღაზიაში. თინეიჯერობის პერიოდში დევიდი უკრავდა როკ ჯგუფში, რომელსაც ერქვა QED და რომელშიც მან შექმნა თავისი მუსიკის უმეტესი ნაწილი. ეს ჯგუფი უკრავდა ბლექპულის სასტუმროებში რათა გამოემუშავებინათ ფული აღჭურვილობების შესაძენად და სიმღერების ჩაწერისათვის. მოგვიანებით ტიულისი წარმოადგენდა წამყვან გიტარას ჯგუფ door 66 ში . დევიდს მუსიკოსობა მოსწონდა და გამოსდიოდა კიდევაც და სულაც არ ფიქრობდა მსახიობის კარიერაზე. ის გაიდჰოლის მუსიკალურ და სამსახიობო წრეზე მხოლოდ იმიტო ჩაეწერა, რომ იქ მისი მეგობრები იყვნენ გაწევრიანებულები. ტიულისმა სწავლა 1984 წელს დაამთავრა. როდესაც ის წავიდა მსახიობთა გაერთიანებაში დასარეგისტრირებლად, მას უნდოდა სასცენო სახელად “დევიდ ვიილერი” გამოეყენებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სახელით და გვარით უკვე იდგა სცენაზე სხვა პიროვნება. ასეთ შემთხვევაში, დედის გვარი “ტიულისი” იყო პირველი რაც მას მოაფიქრდა.

მისი პირველი როლი შედგა პიესაში “Buddy Holly at the Regal” , ქალაქ გრინვიჩში, ხოლო მისი მთავარი დიდი როლი იყო ფილმ “naked” ში . ამ ფილმისათვის მან მიიღო კარგი შეფასება მრავალი კრიტიკოსისგან და კანის ფესტივალზე საუკეთესო მსახიობადაც კი დასახელდა. ამ ფილმის შინაარსის მიუხედავად ეს როლი მის მიერ ნათამაშებ საუკეთესო როლადაა აღიარებული. მალევე დევიდი ეკრანებზე გამოჩნდა სექსუალური მანიაკის ჯეიმს ჯექსონის როლში. მან აქ პარტნიორობა გაუწია ჰელენ მირენს.

რაც შეეხება “ჰარი პოტერს”, აქ მას პროფესორი ქვირელის როლის მიღება უნდოდა, მაგრამ ამ როლზე იან ჰარტი დაამტკიცეს. ამის მიუხედავად, ის მიიღეს პროფესორ ლუპინის როლზე “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში” 2004 წელს. ამ როლის თამაშს ის დათანხმდა იან ჰარტის რჩევით, რომელმაც იგი დაარწმუნა, რომ ლუპინი ერთ-ერთი საუკეთესო გმირი იყო პოტერის წიგნებში. დევიდმა ასევე მონაწილეობა მიიღო პოტერის შემდგომ ფილმებში.

1992 წელს ტიულისი დაქორწინდა რეჟისორ სარა შუგარმანზე, მაგრამ 1 წლის შემდეგ ისინი განქორწინდნენ. ამის შემდეგ დევიდს რომანი ჰქონდა ბილ ოდის ქალიშვილ ქეით ჰარდისტან. 2001 წლიდან ტიულისმა ურთიერთობა დაიწყო მსახიობ ანა ფრილთან, რომელსაც ის კანში შეხვდა. მათ 2003 წელს ერთად ითამაშეს ფილმ “Timeline” ში, თუმცა ერთად არ ჰქონიათ სცენები. საინეტერესოა, რომ როდესაც ანამ გაიგო, რომ დევიდის გმირს, რემუს ლუპინს სასიყვარულო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ტონქსთან, მან წარადგინდა თავისი კანდიდატურა ამ როლზე, თუმცა არა ის, არამედ ნატალია ტენა დაამტკიცეს ტონქსის როლზე.

2005 წლის 9 ივლისს მათ შეეძინათ ქალიშვილი გრაცია ელენ მარი ფრილი.ტიულისმა აღნიშნა, რომ მამობით აღფრთოვანებული იყო და სულაც არ ეშინოდა მამობის, ასევე დაამატა რომ ის გიჟდება ბავშვებზე და მისი აზრით ყველაზე მშვენიერი ამ ქვეყნად ბავშვის სიცილია. ანას ორსულობის პერიოდში დეივმა შეწყვიტა მოწვა, დაიწყო ჯოგინგი, ჯანმრთელი კვება და წონაშიც დაიკლო. ცოლ-ქმარი ამჟამად უინძორში ცხოვრობენ ანას სახლში.

დევიდი ხშირად ერევათ მსახიობ რის იფანში. “კვირაში ორჯერ ხალხი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ შესანიშნავი ვიყავი ფილმ ნოტინგ ჰილში. მათ ჰგონიათ, რომ მე და რისი ერთი და იგივე პიროვნებები ვართ”- აცხადებს დევიდი, რომელმაც მწერლობაშიც სინჯა ძალები და ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ნოველა “The late Hector kipling”.
67a1cb03a03f


037935355835


92d7496ef38e


77077a45bd4f

43881537107f
3) სედრიკ დიგორი
რობერტ ტომას პატინსონი
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც პირველი აღიარება ჰარი პოტერის მეოთხე წიგნის ეკრანიზაციაში შესრულებულმა სედრიკ დიგორის როლმა მოუტანა.

სრული სახელი: რობერტ ტომას პატინსონი (Robert Thomas Pattinson)
დაბადების თარიღი: 1986 წლის 13 მაისი
სიმაღლე: 185 სმ

როგორც ჰარი პოტერში მონაწილე მსახიობების უმრავლესობა, რობერტ პატინსონიც ინგლისელია. ის ლონდონში დაიბადა 1986 წლის 13 მაისს. რობერტი ორ სკოლაში სწავლობდა: თავდაპირველად ეს იყო Tower House School, საიდანაც გარიცხეს (გარიცხვის მიზეზების გახმაურებისგან მსახიობი დღემდე თავს იკავებს), შემდეგი კი – Harrodian School. რობერტი თამაშობდა სამოყვარულო თეატრში Barnes Theatre Company. ნათამაშევი აქვს როლები რობერტ ჰარდის ნოველის მიხედვით დადგმულ სამოყვარულო სპექტაკლში Tess of the d’Urbervilles და შექსპირის “მაკბეტში”. ამის შემდეგ მან პროფესიონალური როლების ძიება დაიწყო და პარალელურად სამოდელო კარიერის აწყობას ცდილობდა, რომელიც თორმეტი წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ ოთხ წელიწადში დასრულდა. მსახიობის თქმით ეს მისი გაერგნული ცვლილების “ბრალი” იყო: “როცა მოდელობა დავიწყე, ძალიან მაღალი ვიყავი და გოგოსავით გამოვიყურებოდი, შესაბამისად სამუშაო თავზესაყრელად მქონდა, ხოლო როცა გავიზარდე და ნაკვთები უფრო მამაკაცური გამიხდა, შემოთავაზებებმა იკლო. შეიძლება ითქვას მე ყველაზე წარუმატებელი სამოდელო კარიერა მქონდა.”
სანამ პატინსონი “ჰარი პოტერში” გამოჩნდებოდა, შესრულებული ჰქონდა რამდენიმე უმნიშვნელო როლი (Vanity Fair, Ring of the Nibelungs), 2005 წელს კი შეასრულა სედრიკ დიგორის როლი პოტერიანას მეოთხე ფილმში, რომლითაც პუბლიკის ყურადღება მიიპყრო, “ჰარი პოტერსა და ფენიქსის ორდენში” ფლეშბექებით დაბრუნდა. ამ როლის წყალობით გაზეთმა The Times რობერტი წლის აღმოჩენად დაასახელა.
ყველაზე დიდი წარმატება და თავბრუდამხვევი პოპულარობა პატინსონს სტეფანი მაიერის ბესტსელერის Twilight ეკრანიზაციაში განსახიერებულმა ვამპირ ედვარდ კალენის როლმა მოუტანა. ფილმი 2008 წლის ნოემბერში გამოვიდა და თინეიჯერთა (და ძირითადად სუსტის სქესის წარმომადგენელთა) კერპად ერთბაშად იქცა ასეთი “არაკლასიკური” ვამპირის შემსრულებელი მსახიობი. ასევე ნოემბერში გამოდის მაიერის საგის მეორე წიგნის New Moon ეკრანიზაცია, ხოლო მესამე ნაწილი Eclipse გადაღების პროცესშია და მთავარ როლს მათში რა თქმა უნდა რობერტი ასრულებს.
პატინსონის სხვა ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია ფილმები: Little Ashes (სადაც არც მეტი, არც ნაკლები, თვით სალვადორ დალის როლი შეასრულა!), The Summer House, კომედია How to Be.
რობერტს ძალიან უყვარს მუსიკა და შესანიშნავად უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე, და თავადაც წერს მუსიკას. ის უკრავს ჯგუფში Bad Girl და ამბობს რომ მათი მუსიკა არის “რაღაც როკ-ნ-როლური ლედ ზეპელინის მიბაძვით.” ფილმში Twilight ორ საუნდტრეკს რობერტი ასრულებს: Never Think, რომელიც თავად დაწერა სემ ბრედლის მონაწილეობით, და Let Me Sign (მარკუს ფოსტერი, ბობი ლონგი). რობერტს ასევე ნამუშევარი აქვს საუნდტრეკებზე ფილმისთვის How to Be, კომპოზიტორ ჯო ჰასტინგსთან ერთად. როგორც მსახიობი ამბობს მას საუნდტრეკების გარდა არაფერი ჩაუწერია: “მხოლოდ პაბებში და კლუბებში ვუკრავდი.” ხოლო კითხვაზე აპირებს თუ არა პროფესიონალური მუსიკალური კარიერის გაკეთებას, უპასუხა: “მუსიკა ჩემი სათადარიგო გეგმაა, თუ მსახიობობა არ გამომივა.”
რობერტის მავნე ჩვევბიდან აღსანიშნავია ის რომ ძალიან ბევრს ეწევა. მან ასევე აღიარა რომ როცა Twilightის კასტინგზე მიდიოდა, დასამშვიდებლად ძლიერმოქმედი პრეპარატის – ვალიუმის მიღება დასჭირდა.
ამ დროისათვის რობერტი არავის ხვდება, როგორც ამბობს არ უნდა “ამ გიჟურ ცხოვრებაში” მეგობარი გოგონა ჩაითრიოს.

საინტერესო ფაქტები:
რობერტის საყვარელი მსახიობია ჯეკ ნიკოლსონი.
ძალიან უყვარს ფასტ-ფუდი.
თამაშობს ფეხბურთს; გატაცებულია თხილამურებით და სნოუბორდით.
ჰყავს ორი უფროსი და – ლიზი და ვიქტორია.
მოდელად მუშაობდა სამოდელო სააგენტოში South China Morning Post Magazine.
ჰარი პოტერში საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით რომ აერჩია როლი, პროფესორ სნეიპს ითამაშებდა
a25ecf563d20


87bbc27e73d6


d95112d44471

91660941bf5e
4:) სირიუს ბლექი
სრული სახელი და გვარი: ლეონარდ გარი ოლდმანი (Leonard Gary Oldman)
დაიბადა 1958 წლის 21 მარტს ლონდონში.
სიმაღლე: 175 სმ

გარის მამამ ოჯახი რომ მიატოვა, გარი მხოლოდ შვიდი წლის იყო. ირლანდიელი დედა მარტო ზრდიდა ვაჟს და ორ გოგონას. მამა ყოფილ ოჯახს პრაქტიკულად არ ნახულობდა, 62 წლის ასაკში კი ალკოჰოლიზმის გამო გარდაიცვალა.
თოთხმეტი წლის ასაკში გარი შევიდა გრინვიჩის ახალგაზრდული თეატრის გუნდში. თექვსმეტი წლის ასაკში კი სკოლა მიატოვა, რათა სპორტული აღჭურვილობის გამყიდველად ემუშავა. იმავდროულად ოლდმანი სწავლობდა ლიტერატურას და უკრავდა ფორტეპიანოზე. მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი მისი დრამის მასწავლებელმა, როჯერ უილიამსმა შეასრულა, აზიარა რა გარი კინოს სამყაროს.
ოლდმანის თქმით, ის სამსახიობო კარიერაზე დაფიქრდა ფილმებში “If…” (1968) და “Raging Moon” (1971) მალკოლმ მაკდაუელის შთამბეჭდავი თამაშის ხილვის შემდეგ. 1975 წელს მან სცადა პრესტიჟულ ბრიტანეთის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ( Royal Academy of Dramatic Art, სადაც ალან რიკმანიც სწავლობდა თავის დროზე და კიდევ უამრავი გამოჩენილი მსახიობი) შესვლა. თუმცა არ მიიღეს და ურჩიეს სხვა პროფესია მოეძებნა. გარი კენტში წავიდა, სადაც როუზ ბრუფორდის სცენური მეტყველების და დრამის კოლეჯში სტიპენდია მიიღო და რაღა თქმა უნდა წარჩინებით დაამთავრა 1979 წელს. ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი უკვე გასტროლებზე იმყოფებოდა ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში გლაზგოს თეატრის შემადგენლობაში. მოგვიანებით მონაწილეობს ბრიტანულ სატელევიზიო პროექტებში, ხოლო 80-იანი წლების შუა პერიოდში ინგლისის სცენის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა – მის ანგარიშზე რამდენიმე პროფესიული ჯილდოა და უმუშავია სამეფო და შექსპირის სამეფო თეატრებში. მაგალითად, სპექტაკლში “პაპის ქორწინება” შესრულებული როლისთვის გარიმ მიიღო ჟურნალ Time Outის პრიზი 1985-1986 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტისთვის და 1985 წელს ბრიტანეთის თეატრალური ასოციაციის პრიზი, როგორც სეზონის საუკეთესო მსახიობმა.
1986 წელს შედგა ოლდმანის დებიუტი დიდ კინოში, პანკ-როკის ლეგენდის, სიდის როლით ბიოგრაფიულ სურათში “სიდი და ნენსი”. მისმა თამაშმა კრიტიკოსები აღაფრთოვანა: ამბობდნენ რომ ოლდმანი უფრო ბუნებრივია ეკრანზე, ვიდრე რეალური პერსონაჟი, ვინც მან განასახიერა. ვიშესის როლის ბრწყინვალედ შესრულებისთვის გარიმ რამდენიმე ჯილდოც მიიღო წარმატებული დებიუტისთვის. მომდევნო წელს გარიმ სტივენ ფრირსის ფილმში Prick Up Your Ears ჰომოსექსუალისტი დრამატურგის, ჯო ორტონის როლი შეასრულა და კიდევ ერთხელ გამოავლინა გარდასახვის არაჩვეულებრივი ტალანტი. 1988 წელს შტატებში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე ნამუშევრის შემდეგ რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა ლი ჰარვი ოსვალდის როლზე მიიწვია თავსი გახმაურებულ ფილმში “JFK. გასროლა დალასში”. შემდეგ გარი გრაფ ვლად დრაკულად გადაიქცა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში “დრაკულა” და ითვლება რომ ეს მისი საუკეთესო როლია. მართალია, ფილმს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ხვდა წილად, მაგრამ გარის ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია. დრაკულას მან მგრძნობიარობა და მრისხანება შემატა, რაც მანამდე არც ერთ მის წინამორბედს არ გამოსვლია – გარი გარდაიქმნა დრაკულად მთელი მისი სიყვარულის უნარით, სექსუალურობით და სიგიჟით. თუმცა უდიდესი ვამპირის როლმა ოლდმანს დათვური სამსახური გაუწია: მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი და კარგა ხნის მანძილზე მიაკერა villainის იარლიყი. გამონაკლისები იშვიათი იყო – მაგალითად, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის როლი ფილმში Immortal Beloved, სადაც სხვათა შორის თვითონ უკრავდა უკვდავი კომპოზიტორის ყველა ნაწარმოებს, და 1995 წელს გამოსული დრამა Scarlet Letter, სადაც დემი მურს გაუწია პარტნიორობა. მართლაც, მისი მრავალმხრივი ტალანტის მიუხედავად ოლდმანს ძირითადად უარყოფითი როლების შესასრულებლად იწვევენ მისი დამაჯერებელი თამაშის გამო; საკმარისია გავიხსენოთ “ლეონი”, “მეხუთე ელემენტი” და “პრეზიდენტის თვითმფრინავი”. თვითონ გარის სიტყვებით “ჰოლივუდში რომანტიკული გმირის როლზე პრეტენდენტთა სიაში” მისი გვარი “უკანასკნელია”. მის შემთხვევაში “ბოროტება და გენია” სავსებით თავსებადი აღმოჩნდა.
1997 წელს ოლდმანმა თავისივე სცენარის მიხედვით (რომლის სიუჟეტიც ნაწილობრივ მის ბავშვობას ეფუძნებოდა) გადაიღო დრამა Nil By Mouth, რომელიც კანის ფესტივალის ნომინანტი გახდა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა კეტი ბურკმა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო. აღსანიშნავია, რომ მსახიობს ფესტივალებსა და ჯილდოებში ნაკლებად უმართლებს: როგორც წესი ის ხშირად არის წარდგენილი ამა თუ იმ საუკეთესო ნომინაციაზე, მაგრამ გამარჯვებული იშვიათად გამოდის. სამწუხაროდ…
რეალურ ცხოვრებაში ოლდმანი რა თქმა უნდა ძალიან განსხვავდება თავისი ბნელი გმირებისგან. “მომხიბვლელი და მხიარული ყმაწვილი” – ასე მოიხსენიებს გარის იზაბელა როსელინი, რომელმაც მასთან ერთად ითამაშა ზემოთ უკვე ნახსენებ ფილმში Immortal Beloved. სხვა მსახიობები და რეჟისორებიც, რომელთაც ოლდმანთან ერთად უმუშავიათ, მას პროფესიონალად და შესანიშნავ ადამიანად ახასიათებენ. ჰოლივუდში მას მეტსახელად Actor’s Actor შეარქვეს, მისი გარდასახვის საოცარი უნარის გამო; მისი ყოველი როლი განსხვავებულია და არაფერი აქვს საერთო მის სხვა ნამუშევრებთან. ის უარყოფითი როლების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება ჰოლივუდში და ალან რიკმანის და რალფ ფაინსის მსგავსად, მის ბოროტმოქმედებსაც განსაკუთრებული, დამახასიათებელი ხიბლი აქვს. ხშირია შემთხვევა, როცა ის მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, მაგრამ თავისი თავისი თამაშის წყალობით ჩრდილავს მთავარ პერსონაჟებს და მისი ყურება სასიამოვნოა თუნდაც ყველაზე ცუდ ფილმშიც კი.
ოლდმანი სამჯერ გახლდათ დაქორწინებული. პირველ ცოლთან, ლესლი მენვილთან ქორწინებიდან ერთი ბიჭი ჰყავს. მისი მეორე მეუღლე არანაკლებ ცნობილი მსახიობი – უმა ტურმანი გახლდათ. მათმა ქორწინებამ ორი წელი გასტანა და 1992 წელს დაშორდნენ ალკოჰოლისადმი ოლდმანის მიდრეკილების გამო. ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები მსახიობს ეტყობა მამისგან გამოჰყვა. სასმელისადმი დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად მსახიობმა სერიოზული მკურნალობა გაიარა სპეციალურ კლინიკაში, სადაც გაიცნო თავისი მესამე მეუღლე, პროფესიონალი ფოტოგრაფი დონა ფიორენტინო, რომელთანაც მსახიობს კიდევ ორი ვაჟი ჰყავს. მათ ერთად დაახლოებით ხუთი წელი იცხოვრეს. ყველაზე ხმაურიანი სწორედ ფიორენტიონოსთან განქორწინება აღმოჩნდა: ქალი ბავშვებზე მეურვეობას და სოლიდეურ ალიმენტს ითხოვდა, ქმარს ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიღებაში ადანაშაულებდა, ასევე ბრალს სდებდა ბავშვებისადმი სასტიკ მოპყრობაში და გაუთავებელ ღალატში, თუმცა სასამართლოში გარიმ საპირისპიროს დამტკიცება შეძლო: რომ დონა კლინიკიდან გამოსვლის მერე მალევე დაუბრუნდა ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიღებას და საკუთარი შვილის თვალწინ კინაღამ დაიღუპა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მიღების გამო: გარიმ ის იატაკზე დაგდებული იპოვა, ქალი ძლივს სუნთქავდა. ყოველივე ამის შემდეგ რა გასაკვირია რომ სასამართლომ ბავშვები გარის მიაკუთვნა. მსახიობის გვერდით ამჟამად ალექსანდრა ედენბორო იმყოფება, თუმცა ეტყობა წარსული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე (განსაკუთრებით ბოლო ქორწინების გადამკიდე) მსახიობი დაქორწინებას არ ჩქარობს

საინტერესო ფაქტები:
1991 წელს ოლდმანი მის მეგობარ კიფერ საზერლენდთან ერთად დააპატიმრეს მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო.
თამაშში Call of duty: World at war გაახმოვანა პერსონაჟი სერჟანტი რეზნოვი.
ფილმის Immortal Beloved (სადაც ბეთჰოვენის როლი შეასრულა) გადაღებისას რომანი ჰქონდა თავის პარტნიორ იზაბელა როსელინისთან, თუმცა ქორწინებამდე საქმე არ მისულა.
მსახიობი სარიოზულადაა გატაცებული მუსიკით, მხარს უჭერს სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივებს, ხოლო 1995 წელს დევიდ ბოუისთან ერთად შეასრულა სიმღერა You’ve Been Around.
2006 წელს ჟურნალმა Premiere Magazine’s სიდ ვიშესის როლი კინემატოგრაფის 100 საუკეთესო როლს შორის დაასახელა (62 ადგილი).
ჯერჯერობით არასდროს ყოფილა ნომინირებული ოსკარზე. მიღებული აქვს პრემია ემი სერიალ “მეგობრებში” შესრულებული უმნიშვნელო როლისთვის, პრემიები BAFTA, სატურნი და ა.შ.
1993 წელს იყო კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.
ოლდმანის ბოლო პერიოდის ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია ჯუჯა ფილმში Tiptoes, სირიუს ბლეკი ჰარი პოტერში და ჯიმ გორდონი რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის წარმატებულ ფილმებში Batman Begins და Dark Knight.
87019ca97dc0

3
b267b4cb2894

5dd290b23222
6) ჯინი უიზლი
ბონი რაიტი
სრული სახელი და გვარი: ბონი კეტლინ რაიტი (Bonnie Kathleen Wright)
დაბადების თარიღი: 1991 წლის 17 თებერვალი
დაბადების ადგილი: ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე: 168 სმ

ბონი დაიბადა ლონდონში. მის მშობლებს აქვთ საკუთარი საიუველირო ფირმა Wright & Teague. ახალგაზრდა მსახიობს ძალიან უყვარს ხელოვნების ისეთი დარგები, როგორიცაა მუსიკა, სიმღერა და მხატვრობა. თავისუფალ დროს კი სიამოვნებით თამაშობს ფეხბურთს ან ჩოგბურთს. ასევე გატაცებულია სერფინგით და როგორც ამბობს უნდა საკუთარი კურორტი ჰქონდეს ავსტრალიაში.
ბონის მსახიობური კარიერა 2001 წელს ფილოსოფიური ქვით დაიწყო. მან ბედი ჯინი უიზლის როლზე სცადა, რადგან მისი ძმის თქმით ძალიან ჰგავდა ამ პერსონაჟს. პირველ ფილმში მისი როლი მხოლოდ კინგს-კროსის ეპიზოდით შემოიფარგლებოდა. მომდევნო ფილმებში მისი როლი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, განსაკუთრებით მეექვსე ფილმია აღსანიშნავი, სადაც ბონის პერსონაჟი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ხდება რა ჯადოქრული ბრიტანეთის ერთადერთი იმედის სიყვარულის ობიექტი. ამჟამად ბონი პოტერიანას ფინალურ ფილმებშია დაკავებული. ჯინი უიზლის მან აგრეთვე თავისი ხმა “ათხოვა” ჰარი პოტერის შესახებ შექმნილ უკანასკნელ თამაშებში: Harry Potter and the Order of the Phoenix და Harry Potter and the Half-Blood Prince. ჰარი პოტერის გარდა ბონიმ ორ სატელევიზიო ფილმში მიიღო მონაწილეობა: Stranded (2002, Hallmark) და Agatha Christie: A Life in Pictures (2004, BBC). ამ უკანასკნელში ბონიმ ახალგაზრდა აგატა კრისტის როლი შეასრულა. ბონი თანდათან იმსახურებს კრიტიკოსების კეთილგანწყობასაც.
“სიკვდილის საჩუქრების” გადაღების პარალელურად მის რაიტი ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობს და ჰარი პოტერის შემდეგ შესაძლოა კამერის მეორე მხარეს განაგრძოს მუშაობა.

საინტერესო ფაქტები

ბონის ჰყავს უფროსი ძმა – ლუისი.
კომპანია დისნეის ანიმაციური სერიალის The Replacements გაახმოვანა ვანესა.
ბონი იყო ერთ-ერთი იმ ორმოცდაათი ცნობილი ადამიანიდან, რომელთაც 2008 წლის ნოემბერში პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის მიერ გამართული აუქციონისთვის ჯგუფ Status Quoს ალბომი გააფორმეს.
ჰარი პოტერის გადაღებებისას შეძენილ მეგობრებს შორის აღსანიშნავია ემა უოტსონი, ევანა ლინჩი (ლუნა ლავგუდი) და კეტი ლიუნგი (ჩო ჩენგი).

b324d269f005


5d4128140559


8fc9e3389a39

8ccc76c15139
7) ჰარი პოტერი
დენიელ ჯეიკობ რედკლიფი დაბადებული 1989 წლის 23 ივნისს არის ინგლისელი მსახიობი.მან სახელი გაითქვა ჰარი პოტერის ფილმების სერიიდან ჰარი პოტერის როლის შესრულებით.
დენიელი დაიბადა დედოფალ შარლოტეს სახელობის საავადმყოფოში,ლონდონში. მისი მშობლები არიან ალან რედკლიფი და მარსია გრეშამი. მან შესრულება დაიწყო სკოლაში. ძალიან მალე ის დაამტკიცეს დევიდ კოპერფილდის როლზე როგორც ახალგაზრდა დევიდი. რამოდენიმე წლის შემდეგ მან მიიღო როლი მარკ პენდელის ჰარი და ლუის პპენდელის შვილის როლზე. ლი ქერტისმა უთხრა ჰარის დედას რომ მას შეეძლო შეესრულებინა ჰარი პოტერის როლი. ამის შემდეგ დენიელი დამტკციდა როგორც ჰარი პოტერი რეჟისორ კრის კოლუმბუსის მიერ.იგი მსოფლიოში გახდა ცნობილი სახე ფილმის გამოშვების შემდეგ.
ეხლა იგი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი იგი უძღვება ნორმალურ ცხოვრებას. მან ბევრი მეგობარი შეიძIნა ჰარი პოტერზე მუშაობისას მათ შორის არიან რუპერტ გრინტი და ემა ვოთსონი.

ფილმოგრაფია
The Journey Is the Destination (2011) (in production) …. Dan Eldon
Harry Potter and the Deathly Hallows: Part II (2011) (filming) …. Harry Potter
Harry Potter and the Deathly Hallows: Part I (2010) (post-production) …. Harry Potter
Harry Potter and the Half-Blood Prince (2009) …. Harry Potter
My Boy Jack (2007) (TV) …. John Kipling
December Boys (2007) …. Maps
Harry Potter and the Order of the Phoenix (2007) …. Harry Potter
The Children’s Party at the Palace (2006) (TV) …. Harry Potter (Harry Potter)
Harry Potter and the Goblet of Fire (2005) …. Harry Potter
Harry Potter and the Prisoner of Azkaban (2004) …. Harry Potter
Harry Potter and the Chamber of Secrets (2002) …. Harry Potter
Harry Potter and the Sorcerer’s Stone (2001) …. Harry Potter
The Tailor of Panama (2001) …. Mark Pendel
David Copperfield (1999) (TV) …. Young David Copperfield

81e0acd95670


6c787e433221


821f27c2999f

437ef00c5c18
8) ემა უოტსონი, ჰერმიონა გრეინჯერი
რული სახელი და გვარი: ემა შარლოტ დუერ უოტსონი (Emma Charlotte Duerre Watson)
დაბადების თარიღი: 1990 წლის 15 აპრილი
დაბადების ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
სიმაღლე: 168 სმ

მართალია, პოტერიანას სხვა მსახიობების მსგავსად ემაც ბრიტანელია, მაგრამ საფრანგეთში დაიბადა 1990 წლის 15 აპრილს. მისი მშობლები ადვოკატები არიან. ემას ერთ-ერთი ბებია ფრანგია, თავად ემაც პარიზში ცხოვრობდა, მშობლების განქორწინების შემდეგ კი დედასა და ძმასთან ერთად საცხოვრებლად ოქსფორდში გადავიდა საცხოვრებლად. მსახიობობა ექვსი წლის ასაკში გადაწყვიტა და რამდენიმე წლის განმავლობაში Stagecoach Theatre Artsში ეუფლებოდა სიმღერას, ცეკვას და რა თქმა უნდა მსახიობობას. შვიდი წლის ასაკში დაიკავა პირველი ადგილი მკითხველთა სასკოლო კონკურსში. ჰარი პოტერამდე ემას პროფესიონალური როლები არ შეუსრულებია, მის კარიერაში მხოლოდ სასკოლო სპექტაკლებში შესრულებული როლები ირიცხებოდა; მათ შორის მზარეულის როლი სპექტაკლში “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, მთავარი როლები: Arthur: The Young Years, The Happy Prince.
ოქსფორდში ემა 2003 წლამდე სწავლობდა დამოუკიდებელ სკოლაში The Dragon School, შემდეგ კი გადავიდა ასევე ოქსფორდში მდებარე გოგონათა სკოლაში Headington. მიუხედავად გადაღებებისა ემა ძალიან კარგად სწავლობდა. ჰარი პოტერის გადასაღებ მოედანზე ხუმრობის საგნად იქც ის რომ, მისი გმირის მსგავსად ემამ მხოლოდ უმაღლესი შეფასებები მიიღო ყველა გამოცდაში.
1999 წელს დაიწყო კასტინგი პოტერიანას პირველი წიგნის ეკრანიზაციაში მსახიობების შესარჩევად. კასტინგის აგენტებმა ემა მისი ოქსფორდის თეატრის მასწავლებლის წყალობით აღმოაჩინეს. პროდიუსერები გაოგნებული დარჩნენ, თუ რამდენად იყო დარწმუნებული ეს ცხრა წლის გოგონა საკუთარ ძალებში. რვა მოსმენის შემდეგ დევიდ ჰეიმანმა ემას, რუპერტს და რედკლიფს ამცნო რომ სწორედ ისინი შეასრულებდნენ მთავარი სამეულის როლს. როულინგმა ემა მისი პირველივე საცდელი ჩანაწერის ნახვისას მოიწონა. ფილმის გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსებს ემას მისამართით დადებითი შეფასებები არ დაუშურებიათ. “დეილი ტელეგრაფმა” მისითამაშს “admirable” უწოდა; მსახიობი ხუთ სხვადასხვა დაჯილოდების ცემერონიალზე იყო ნომინირებული, და გაიმარჯვა Young Artist Awardის ცერემონიალზე ნომინაციაში გოგოს საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის.
ჯილდოს გარეშე არც “საიდუმლო ოთახში” შესრულებული როლი დარჩენილა: ემას გერმანული ჟურნალის Bravo ჯილდო – Otto ერგო. ხოლო “აზკაბანის ტყვემ” მას უკვე ორი ასეთი ჯილდო და Total Filmის ყოველწლიური საბავშვო დაჯილდოების ცერემონიალის ჯილდო მოუტანა. “ნიუ იორკ თაიმსის” თქმით “საბედნიეროდ რედკლიფის უსიცოცხლო თამაშს სრულად ჩრდილავს მის უოტსონის მწვავე მოუთმენლობა… ჰარი თუ თავისი ჯადოქრული შესაძლებლობებით გვაკვირვებს, ჰერმიონა აპლოდისმენტებს იმსახურებს არაჯადოქრული მეთოდით მალფოის ცხვირის გატეხვის გამო…” თავად ემა თავის გმირს “ქარიზმატულს” უწოდებს და თვლის რომ “შესასრულებლად ფანტასტიჯურია”.
2005 წელს “ცეცხლის თასისთვის” ემა სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ბრინჯაოს Otto მიიღო. 2006 წელს მსახიობმა ჰერმიონას როლი შეასრულა დედოფალ ელისაბედ მეორის მეოთხმოცე დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში. 2007 წელს უკვე პოტერიანას მეხუთე ფილმის ეკრანიზაცია გამოვიდა და National Movie Awardის მიერ ემა ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.
საინტერესოა ის ფაქტი რომ უოტსონი საკმაოდ დიდხანს ყოყმანობდა გაეგრძელებინა თუ არა ჰერმიონას როლის თამაში. საბოლოოდ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს 2007 წლის მარტში; მისი ჰონორარი გაორმაგდა და როგორც თავად ამბობს “პლუსებმა მინუსები გადასწონა”.
ჰარი პოტერის გარდა ემას მონაწილეობა აქვს მიღებული ნოელ სტრიტფილდის ნოველის მიხედვით გადაღებულ სატელევიზიო ფილმში Ballet Shoes. მისი თქმით მეხუთე ფილმის შემდეგ სკოლაში აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ამ პროექტის ცდუნებას ვერ გაუძლო. მულტფილმში The Tale of Despereaux ემამ პრინცეს პი გაახმოვანა. სხვა პროექტები მეორე პლანზეა გადაწეული, რადგან ემას სურს უნივერსიტეტში განაგრძოს სწავლა. ბოლო დრომდე იგი არ ახმაურებდა რომელ უნივერსიტეტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ როგორც დენიელ რედკლიფს წამოსცდა ემამ როდ-აილენდში მდებარე ბრაუნის უნივერსიტეტი აირჩია. მოგვიანბით ეს მსახიობმაც დაადასტურა და დასძინა რომ სურს სწავლას მიხედოს ისე, როგორც საჭიროა, “და თუ ირგვლივ ჰარი პოტერის პოსტერები არ იქნება გაკრული, თავს ძალიან კარგად იგრძნობს”.
ჰარი პოტერის წყალობით ემას ქონება 10 მილიონზე მეტია. ჟურნალ Forbesის ყველაზე ძვირადღირებულ ახალგაზრდა მსახიობთა სიაში ემა მეექვსე ადგილზეა. ის ასევე ხშირად ხვდება წამყვან პოზიციებზე სხვადასხვა გამოცემების მიერ ჩატარებული გამოკითხვებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი.
ბოლო პერიოდში მსახიობი ძალიან დაინტერესდა მოდით; მისი თქმით “მოდა ძალიან ახლოს არის ხელოვნებასთან”, რასაც ის სკოლაში სწავლობდა. 2009 წლის ივნისში ის Burberry მოდის სახლის სახე გახდა.

საინტერესო ფაქტები
ემა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომლის ფოტოებიც ჟურნალ Vogueს გარეკანზე დაიბეჭდა.
საკუთარ თავს “ცოტათი ფემინისტს” უწოდებს.
მისი ინტერესებია: ცეკვა, სიმღერა, ბალახის ჰოკეი, ხელოვნება, ჩოგბურთი და თევზაობა.
გადასაღებ მოედანზე მეტსახელად “ერთდუბლიან უოტსონს” ეძახიან, რადგან როგორც წესი ერთი დუბლით იღებს თავის ყველა სცენას.
მისი საყვარელი მსახიობებია ჯულია რობერტსი და ჯონი დეპი.
2008 წლის ზაფხულში დაასრულა ლონდონის სამსახიობო ოსტატობის აკადემია RADA.
ჰარი პოტერისთვის ემა თმას უფრო მუქად ირებავს, ვიდრე სინამდვილეში აქვს.
დენიელ რედკლიფსა და რუპერტ გრინტთან ემას ახლო ურთიერთობა აქვს, რომლებიც “გადასაღებ მოედანზე სტრესის თავიდან აცილებაში საუკეთესო დამხმარეები არიან” და ათწლიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ ისინი მართლა მისი “ძმები გახდნენ”.
2007 წლის 9 ივლისს ჰოლივუდის დიდების ბულვარზე ემამ, რუპერტმა და დენიელმა თავიანთი ხელების, ფეხების და ჯოხების ანაბეჭდი დატოვეს.
7c5525c08627


81a5a1f338a6


6001103d263d

7ca4cd6bbfe9
9) ტომ ენდრიუ ფელტონი დრაკო მალფოი
სრული სახელია ტომ ენდრიუ ფელტონი. დაიბადა 1987 წლის 22 სექტემბერს ინგლისში, სურრეის საგრაფოში. 6 წლის ტომში ოჯახის ნაცნობმა მსახიობმა ქალმა მსახიობური ტალანტი შენიშნა. რამოდენიმე კვირის შემდეგ ტომიმ გაიმარჯვა კონკურსში სადაც 400 ბავშვი იღებდა მონაწილეობას და მოხვდა საერთაშორისო კომერციულ კამპანიაში, რისი წყალობითაც საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ..
მსოფლიო პოპულარობა ტომს რა თქმა უნდა ჰარი პოტერმა მოუტანა.. თუმცა მის კარიერაში იყო სხვა ფილმებიც: “Bugs”, “The Borrowers”, “Anna and the King”, “Second Sight”.. როგორც ლილიმ აღნიშნა ტომი მშვენივრად მღერის.. 7 წლიდან მღეროდა საეკლესიო გუნდში და რომ არა მსახიობობა, ალბათ ტომი მომღერლის კარიერას აიტაცებდა.. უყვარს რეპი და ემინემი.. როცა გადაღებები მორჩება სურს სწავლა განაგრძოს და ბოლოსდაბოლოს ეღირსოს დიპლომს.. ჰყავს დედ-მამა და სამი უფროსი ძმა ქალაქ ეფინგემში, სურრეის საგრაფო.. ინტერესის სფერო საკმაოდ ვრცელი აქვს.. უყვარს ფეხბურთი, კრიკეტი, კალათბურთი, ტენისი, ცურვა და გიჟდება მეთევზეობაზე.. საბოლოოდ უნდა გამოვიდეს პროფესიონალი მეთევზე.. და მე თუ მკითხავთ საკმაოდ პერსპექტიული ბიჭია..
როგორც ცნობილია ამ დროისათვის ტომი დაკავებულია ფილმში In Between The Waves, რომლის გამოსვლა 2010 წელს იგეგმება. ტომი ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს – მისი გმირი სერფინგისტია, სახელად ლუკი.
ფილმის სიუჟეტი
ლუკი და გაი საუკეთესო მეგობრები არიან. უელსში ფრანგ სერფინგისტებთან შეჯიბრის წაგების შემდეგ ისინი საფრანგეთში მიემგზავრებიან ფრანგების ლიდერის, კლოდისთვის რევანშის ასაღებად. გზაში მათ უერთდებათ ესპანელი ლამაზმანი ჩარლი, რომელიც საბოლოოდ კლოდის მეგობარი გოგონა აღმოჩნდება. სამეულს საინტერესო თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა ელოდება…
საინტერესო ფაქტები ტომის შესახებ:
1. ტომის ბუნებრივი თმები სურათზეც კარგად ჩანს, ფილმისთვის შაიქმნა ქერა ბიჭი..
2. ერთი წიგნიც კი არა აქვს წაკითხული პოტერის საგიდან..
3. ტომს ძალიანაც მოსწონს დრაკო მალფოის განსახიერება.. როგორც თავად ამბობს, აშკარად ურჩევნია ‘ცუდი ბიჭის’ თამაში, ვიდრე ჭკვიანი და დამჯერე ბიჭი განასახიეროს..
d993ec97e958


f210aee8d26c


64475e97282a


651c35c643e4


698d65e92a94

71ef21ef13d4
სევერუს სნეიპი ალან რიკმანი
მსახიობის სრული სახელი და გვარია ალან სიდნი პატრიკ რიკმანი (Alan Sidney Patrick Rickman).
დაიბადა 1946 წლის 21 თებერვალს, ჰამერსმიტში (ლონდონი)
სიმაღლე: 185 სმ
1964 წელს დაამთავრა ლატიმერის სკოლა (Latymer School, London, UK);
უნივერსიტეტი: Chelsea College Of Art And Design (1967)
პირველი ფილმი: 1978 წელი, “რომეო და ჯულიეტა” (ტიბალტი)

“…მე სერიოზულად ვეკიდები ჩემს სამუშაოს, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების შემთხვევაში…”

ალანი ოჯახში მეორე შვილი იყო (მსახობს ჰყავს და და ორი ძმა). ალანის თქმით ის მეოცნებე ბავშვი იყო და სულ “ღრუბლებში დაფრინავდა”. 8 წლის ასაკში მსახიობის მამა კიბოთი გარდაიცვალა, რაც მისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ალანის მამა მხატვარი იყო და რა გასაკვირია რომ მსახიობს ხატვის ნიჭიც გამოჰყვა: ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად კარგად გამოსდიოდა აკვარელით ხატვა. თეატრისადმი სიყვარული სასკოლო სპექტაკლებმა გაუღვიძა: მაგრამ ყველაზე მეტი გავლენა მის ოცნებაზე გამხდარიყო მსახიობი, ლატიმერის სკოლამ მოახდინა, სადაც ალანი 11 წლიდან 18 წლამდე სწავლობდა.
სკოლის დასრულების შემდეგ ალანმა სწავლა ხელოვნების სამეფო კოლეჯში (Royal College of Art ) გააგრძელა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც სამი წელი სწავლობდა. აქვე გაიცნო მსახიობმა რიმა ჰორტონი, რომელიც დღემდე მის გვერდით ცხოვრობს (თუმცა მათი ურთიერთობა ოფიციალურად არ არის გაფორმებული). ისინი ერთად გაწევრიანდნენ Brook Green Players ჯგუფში. 1968 წელს, კოლეჯის დარულების შემდეგ ალანი ბევრ გრაფიკულ პროექტზე მუშაობდა და საბოლოოდ მეგობრებთან ერთად სოჰოში ჩამოაყალიბა კომპანია Graphiti. მთელი ამ ხნის განმავლობაში ალანი ინარჩუნებდა კავშირს Court Drama Groupთან, სადაც არაერთი როლი შეასრულა.
25 წლის ასაკში ალანმა საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობობა და წერილი გაგზავნა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ( Royal Academy of Dramatic Art ) თხოვნით მოესმინათ მისთვის, და საბოლოოდ წარმატებით ჩააბარა კიდეც აქ. დედამ მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას შეესწავლა დრამის ხელოვნება. “მნიშვნელობა არა აქვს რით იქნები დაკავებული, მთავარია ამან გაგაბედნიეროს” ამბობდა ალანის დედა.
აკადემიაში ალანმა სამი წელი გაატარა და უმაღლესი სტიპენდიაც დაიმსახურა, დამატებითი შემოსავლის მისაღებად კი კოსტიუმერად მუშაობდა. აკადემიის დასრულების შემდეგ ალანი მალევე გახდა ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ლონდონის სცენაზე. სპექტაკლ “სახიფათო კავშირებში” შესრულებული ვალმონტის როლი (აქ რიკმანი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარსდგა) სენსაციად იქცა: სპექტაკლის პლაკატები პირველად გახდა თეატრის ადმინისტრაციისთვის ცალკე შემოსავლის წყარო. 1986 წელს წარმოდგენა მიწვეულ იქნა ბროდვეიზე, სადაც რიკმანი პროდიუსერმა ჯოელ სილვერმა შეამჩნია და “კერკეტ კაკალში” მთავარი ბოროტმოქმედის როლი შესთავაზა. ტერორისტ ჰანს გრუბერის როლმა ალანს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი და იმავდროულად მოუსპო ეკრანზე ვალმონტის განსახიერების საშუალება: ფილმის პროდიუსერებმა ვერ გარისკეს ამ როლზე ბოევიკის “ცუდი ბიჭის” აყვანა.
1997 წელს რიკმანმა ძალები რეჟისურაშიც მოსინჯა (საკმაოდ გულისამაჩუყებელი ფილმი “The Winter Guest “, სადაც მთავარ როლს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიბილ ტრელონის როლის შემსრულებელი ემა ტომპსონი ასრულებს). ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს გარდა კიდევ რამდენიმე პრემია მიიღო. 2000 წელს ალანმა გაახმოვანა პატარა ავი თევზი ჯო მულტფილმში Помогите! Я рыба.
ალანი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ძალიან აქტიურად არის ჩართული: ის მხარს უჭერს ლეიბორისტულ პარტიას ეხმარება ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა Amnesty International, Children on the Edge, Action .
Aid.
საინტერესო ფაქტები:
ბევრისთვის ალბათ სიურპრიზი ისქნება ის ფაქტი რომ ამ ხავერდოვანი ბარიტონის პატრონ მსახიობს ბავშვობაში პრობლემები ჰქონდა მეტყველებასთან დაკავშირებით.
მთავარი როლი შეასრულა რობერტ სტურუასჰამლეტში Riverside Studiosში.
რიმა ჰორტონთან მსახიობი კოლეჯიდან მოყოლებული ცხოვრობს; არაერთხელ დაირხა ხმა მათი დაშორების შესახბე, მაგრამ სიამრთლეს არ შეესაბამებოდა. ალანი ამბობს რომ მას რთული ხასიათი აქვს, მაგრამ რიმას მოთმინების დიდი უნარი აქვს.
რიკმანს შვილები არ ჰყავს. მსახიობის თქმით მას იმდენად უყვარს თეატრი რომ შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევდა, რის გამოც თავადაც დაიტანჯებოდა და მისი ოჯახიც. (გპირდებით აუცილებლად ვიპოვი ამ ფრაზის წყაროს ზუსტი ციტატისთვის).
ამბობს რომ თეატრი მისთვის “მაგიური ადგილი” და მისი “პირველი სიყვარულია”. ოცნებობს ჰქონდეს საკუთარი თეატრი. მცდელობაც ჰქონდა ჰამერსმიტთან თატრალური სტუდია რივერსაიდის შეძენისა, მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა მსახიობი ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს
რობინ ჰუდის გადაღებული მასალის დამუშავებისას კევინ კოსტნერმა მემონტაჟეებს მნიშვნელოვნად შეაკვეცინა რიკმანის როლი, რადგან შიშობდა რომ ის დაჩრდილავდა.
პროფესორ სნეიპის როლი მსახიობმა მიიღო მას შემდეგ, რაც ამ როლზე უარი თქვა მსახიობმა ტიმ როტმა. როულინგმა თავად შეაჩერა ალანზე არჩევანი.
თამაშობდა ნოელ კოვარდის პიესის მიხედვით დადგმულ ძალიან წარმატებულ სპექტაკლში Private Lives. პიესა 2001 წლის 4 ოქტომბრიდან 2002 წლის 6 იანვრამდე თეატრების სცენებიდან არ ჩამოსულა.
რობერტ სტურუასთან მუშაობისას ალან რიკმანი სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში: პირველად შორეულ 1979 წელს, მეორე და მესამე ვიზიტებს შორის კი შედარებით მოკლე ხანმა განვლო: 2007 და 2009 წელს და რუსთაველის თეატრის სცენაზეც გამოვიდა.
acd22121c353


9e21b3fc40e8


c2123841a8c5

d06133d7206f
ჰელენა ბონემ კარტერი, ბელატრისა ლესტრეინჯი
ელენა ბონემ კარტერი დაიბადა 1966 წლის 26 მაისს ლონდონში. ჰელენას ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და ძველი ოჯახია დიდ ბრიტანეთში (არაფერს გაგონებთ? ), რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს პოლიტიკასა და შოუ-ბიზნესთან (ჰელენა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლორდ ასკვიტის შვილთაშვილია). კინოში მისი დებიუტი 5 წლის ასაკში შედგა რომელიღაც საპნის ოპერაში “სადაც ოცნებები კვდებიან’. მსახიობს 11 წლის ასაკში მოგებული აქვს პოეტური კონკურსი პოემით Grapevine. პრემიის სახით აღებული თანხა ჰელენამ კასტინგ-კატალოგის პორტფოლიოს გადაღებაში დახარჯა.
განათლება ჰელენამ ვესტმინსტერის სკოლაში მიიღო. სწავლა კი კემბრიჯის უნივერსიტეტში დრამატული თეატრის განხრით განაგრძო. მსახიობმა სახელი გაითქვა ინგლისური კლასიკური ლიტერატურის ეკრანიზაციებში შესრულებული არისტოკრატული როლებით, თუმცა ეკრანის მიღმა საკმაოდ სკანდალური და ექსცენტრული პიროვნებაა. ჰელენას აქვს ქალის ტანსაცმლის (კერძოდ საცვლების) საკუთარი ხაზი Pantaloonies.
სოფლიო აღიარება მსახიობს დევიდ ფინჩერის “მებრძოლთა კლუბში” განსახიერებულმა მარლი სინგერის როლმა მოუტანა. ამ ფილმმა დაადასტურა მსახიობის ამბიციები და იმედები მომავალ წარმატებულ კარიერაზე. პუბლიკისთვის ქალის ასეთი როლი და ასეთი ძლიერი მსახიობური შესრულება მანამდე უცხო იყო.
ჰელენას ჰყავს მეუღლე, არანაკლებ ნიჭიერი რეჟისორი ტიმ ბარტონი (თუმცა მათი ურთიერთობა ოფიციალურად არ არის გაფორმებული) და ორი შვილი: ბიჭი – ბილი-რეი და გოგონა – ნელი, რომელთა ერთ-ერთი ნათლია არც მეტი, არც ნაკლები, ჯონი დეპია. (მეორე ბავშვზე ჰელენას ორსულობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა პოტერიანას მეექვსე ნაწილის ეკრანიზაციაში მისი მონაწილეობის საკითხი, მაგრამ საბედნიეროდ ეს საკითხი ფანების სასიკეთოდ გადაწყდა და ჩვენ ეკრანებზე კვლავ შეუდარებელი ჰელენა ვიხილეთ შერყეული ბელატრისას როლში). 2001 წელს ტიმ ბარტონთან დაწყებულმა ამ ურთიერთობამ ჰელენა, მისი სიტყვებით, “ელიტარული ქრონიკების მუდმივ გმირად” აქცია.
0dcad5a783c1


7fe698dfd74e


f80809590e17

1850eee00c79
ევანა ლინჩი, ლუნა ლავგუდი
სრული სახელი და გვარი: ევანა მეგან ნაომი ლინჩი (Evanna Meghan Naomi Lynch).
დაბადების თარიღი: 1991 წლის 16 აგვისტო
დაბადების ადგილი: ტერმონფენკინი, ლაუტის საგრაფო, ირლანდია
სიმაღლე: 158 სმ

ევანას ჰყავს ორი უფროსი და – მეირიდი და ემილი, და უმცროსი ძმა – პატრიკი. სწავლობდა კარტაუნის დაწყებით სკოლაში, პარალელურად დადიოდა ირლანდიის ნიჭიერ ბავშვთა ცენტრში (CTYI) სადაც დახურა ჯერ სპეკულატიური ფანტასტიკის კურსი, შემდეგ კი დრამის. მოგვიანებით კი სწავლა გრინჰილსის გოგონათა კოლეჯში განაგრძო.
ევანას ოჯახის წევრების თქმით მსახიობი “შეპყრობილია” ჰარი პოტერით და ხშირად სწერდა ჯოან როულინგს. ერთ-ერთ ასეთ წერილში ევანამ ჰარი პოტერის დედას მისწერა რომ ძალიან სურდა პოტერიანას რომელიმე ფილმში მონაწილეობა, მაგრამ მის ამ სურვილს ასრულება არ ეწერა, რადგან “პატარა მიყრუებულ ტერმონფენკინში ცხოვრობს, სადაც არასდროს არაფერი ხდება”. მისდა გასაკვირად, მალე როულინგისგან საპასუხო წერილი მოვიდა. ავტორი ურჩევდა გული არ გაეტეხა ტერმპონფენკინის გამო: “… მისი სახელი შესანიშნავად ჟღერს. მეც ასეთი მიყრუებული, პატარა ადგილიდან ვარ.”
2003 წელს მსახიობი საავადმყოფოში მოხვდა და ძალიან ეშინოდა რომ გამოტოვებდა საგის მეხუთე წიგნის პრეზენტაციას, თუმცა მას გაუმართლა: პრეზენტაციის დღეს საავადმყოფოდანაც გაწერეს და ადგილობრივი წიგნის მაღაზიის წყალობით წიგნის როულინგის ავტოგრაფიანი ეგზემპლარიც მიიღო.
2006 წლის იანვარში ევანას აუხდა ოცნება ეთამაშა პოტერიანას ეკრანიზაციაში. მან 15 ათასი კონკურენტი დაამარცხა და ფენიქსის ორდენის ეკრანიზაციაში თავისი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟის – ლუნა ლავგუდის როლი მიიღო. პროდიუსერებმა ღია კასტინგი გამოაცხადეს, რადგან ხვდებოდნენ ექსცენტრული ლუნა ლავგუდის როლზე ჩვეულებრივი მსახიობის აყვანა გამორიცხული იყო. დევიდ ჰეიმანის განცხადებით მათ სამი კანდიდატი ჰყავდათ შერჩეული, “რომელთაც შეეძლოთ ეთამაშათ ლუნა, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო ლუნა.”
ლივსდენის სტუდიაში (სადაც მიმდინარეობს პოტერიანას ფილმების გადაღება) ლინჩს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად შეხვედროდა ჯოან როულინგს. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მწერალმა მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა: “Perfect.” გადასაღებ მოედანზე მსახიობი დაუმეგობრდა ბონი რაიტს (ჯინი უიზლი), კეტი ლიუნგს (ჩო ჩენგი), აფშან აზადს (პადმა პატილი). ფილმის გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსების მხრიდან ევანას დადებითი შეფასებები ერგო და ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სახედ იქცა. 2009 წელს საგის მეექვსე ფილმმა Scream Awardზე პირველი ნომინაცია მოუტანა, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელ მსახიობს.
თავისი პერსონაჟი მან აგრეთვე გაახმოვანა პოტერიანას ბოლო ორ ვიდეოთამაშში: Harry Potter and the Order of the Phoenix და Harry Potter and the Half-Blood Prince. ამჟამად კი საგის ბოლო ფილმში გადაღებითაა დაკავებული.

საინტერესო ფაქტები
2008 წელს ჯეიმს ჯოისის პრემიის მიღებისას როულინგმა განაცხადა რომ ერთადერთი მსახიობი, რომელმაც წერის დროს ააფორიაქა, ევანა იყო, რომელიც “ზედგამოჭრილი ლუნაა ხასიათით და ქცევებით” და ყურებში მისი ხმა ედგა.
ევანას რა თქმა უნდა სურს მსახიობის კარიერა განაგრძოს, ერთ დღესაც უარს არ იტყოდა რეჟისორობაზე.
უკრავს გიტარაზე.
ევანა ვეგეტარიანელია და ძალიან უყვარს ცხოველები. ოჯახში უამრავი კატა ჰყავს და რამდენიმე მათგანს ჰარი პოტერის პერსონაჟების სახელები ჰქვია, მათ შორის ლუნა, დამბლდორი ქრუქშანქსი.
ხშირად სტუმრობს ჰარი პოტერის ფან-საიტს MuggleNet.
ძალიან უყვარს ხელნაკეთი სამკაულები. ბოლოკის საყურეები, რომელთაც ფილმებში ლუნა ატარებს, მისი გაკეთებულია.
როულინგმა ბოცვრის ფუმფულა სათამაშოთი და მთვარის ქვის კულონით დაასაჩუქრა.
მისი საყვარელი წიგნი ჰარი პოტერის გარდა არის ჯერი სპინელის Stargirl.
bbece509d956


37f786264dcc


076320ffd963

f5c1062d9346
რალფ ფაინსი, ლორდი ვოლდემორტი
სრული სახელი და გვარი: რალფ ნათანიელ ფაინსი (Ralph Nathaniel Fiennes)
დაბადების თარიღი: 1962 წლის 22 დეკემბერი
სიმაღლე: 183 სმ

რალფ ფაინსი დაიბადა ქალაქ იფსვიჩში (საფოლკის საგრაფო, ინგლისი), ფოტოგრაფისა და მწერლის ოჯახში. რალფი უფროსია ექვს და-ძმას შორის (რომელთაგან სამი ასევე კინოსთანაა დაკავშირებული – დები:მარტა და სოფი და ძმა – ჯოზეფი). ფაინსების გვარი შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს და მამის მხრიდან ოცამდე თაობის ყველა წინაპრის სახელი ცნობილია. შემოსავლის ძიებაში ოჯახი ხშირად იცვლიდა ადგილს მთელ ინგლისსა და ირლანდიაში, ასეთი თავბრუდამხვევი მოგზაურობის გამო რალფი უამრავ სკოლას იცვლიდა და თანატოლებთან დამეგობრებას ვერ ასწრებდა, თანაც თანატოლები (მეზობლები და თანაკლასელები) მას მოსაწყენებად და პრიმიტიულად ეჩვენებოდა მისი ოჯახის წევრებთან (განსაკუთრებით დედასთან) შედარებით.
და-ძმებს შორის რალფი ყველაზე ახლოს მარტასთანაა. ისინი ფიზიკურადაც ჰგვანან ერთმანეთს – ორივე ცისფერთველებაა (დაემსგავსნენ რა დედას), ჩაკეტილები და ამავდროულად საოცრად იმპულსურები. და რა თქმა უნდა ორივე უბრალოდ შეპყრობილია ხელოვნებით. “ევგენი ონეგინის” ეკრენიზაციის იდეა მარტას რალფმა მიაწოდა ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას და ამ იდეის ხორცშესხმას წლები დასჭირდა.
სწავლობდა თეატრალური ხელოვნების კოლჯში Chelsea, შემდეგ კი დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1987 წელს მიიღო ადგილი ბრიტანული ეროვნული სამეფოთეატრის შემადგენლობაში, ერთი წლის შემდეგ კი უკვე შექსპირის სამეფო თეატრში.
1993 წლამდე მსახიობი ძირითადად თეატრში მუშაობდა, და მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად შესამჩნევ ტელე და კინოსურათში მიიღო მონაწილეობა. აღიარება სტივენ სპილბერგის საკულტო სურათში Schindler’s List შესრულებულმა ფაშისტი ოფიცრის როლმა მოუტანა. ყოველგვარო გადაჭარბების გარეშე, რალფმა ეს რთული როლი ბრწყინვალედ შეასრულა, რისთვისაც “ოსკარის” ნომინაციაც დაიმსახურა. ასეთი წარმატების შემდეგ მისი კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით წავიდა მწვერვალისკენ, შემოთავაზებები ყოველი მხრიდან სეტყვასავით ცვიოდა.
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობის ადგილი 1996 წელს დაიმკვიდრა: ენტონი მინგელას “ინგლისელმა პაციენტმა” “ოსკარის” მორიგი ნომინაცია მოუტანა. 2005 წლამდე მსახიობმა ოცამდე ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან მეტ-ნაკლებად წარმატებული ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლორდი ვოლდემორტის როლია ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში.
ea0dd8f88902


00f1b4ecf428


f6120af5a036

ab83cd135d6b
რუპერტ გრინტი, რონალდ ბილიუს უიზლი
ნამდვილი სახელი: რუპერტ ალექსანდრე ლოიდ გრინტი (Rupert Alexander Lloyd Grint)
დაბადების თარიღი: 24 აგვისტო 1988
დაბადების ადგილი: ჰარტფორდშირი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია:მსახიობი
სიმაღლე:1.73 მ

რუპერტ გრინტი დაიბადა 24 აგვისტოს 1988 წელს სტევენეიჯში, ჰარტფორდშირი, დიდი ბრიტანეთი.
სრული სახელია – რუპერტ ალექსანდრ ლოიდი. გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში. რუპერტ გრინტი მონაწილეობდა სამოყვარულო სპექტაკლებში, თამაშობდა სკოლის თეატრში. 2004 წელს დაამთავრა რიჩარდ ჰეილის სკოლა. 2000 წელს მონაწილეობდა პირველ კასტინგში ფილმისთვის ‘ჰარი პოტერი’, გადაიცვა მასწავლებლად და კომისიის წინ წარსდგა და დაუმტკიცა მათ რომ მხოლოდ მას შეუძლია ჯოან როულინგის საყვარელ წიგნში თამაში.
ახლა წარმოუდგენელია რონ უიზლის სხვა შემსრულებელი.
რუპერტ გრინტის პოპულარობა არ ჩამორჩება დენიელ რედკლიფის პოპულარობას. ახალგაზრდა მსახიობმა მონაწილეობა მიიღო შვიდ ფილმში ჰარი პოტერზე. ცნობილია გრინტის როლები სხვა ფილმებშიც: ალან ალენის როლი ფილმში “Thunderpants”(2002) და ბენის როლი ფილმში “Driving Lessons “(2006).
რუპერტი მუშაობდა რადიოსა და ტელეკომპანია BBC–ზე, ახმოვანებს მულტფილმებს და დოკუმენტალურ ლენტებს, რადიოშოუების წამყვანია.
6723cda33439


0b6c02a83117


66df5445fe61

9b2fd8650dee
დეიმ მეგი სმიტი, პროფესორი მაქგონაგალი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წამყვანი მსახიობი დეიმ მეგი სმიტი დაბადებული როგორც მარგარეტ ნატალი სმიტი დაიბადა 29 დეკემბერს 1934 წელს ესექსში. მისი მამა იყო მასწავლებელი ოქსფორდის უნივერსიტეტში.სმიტი ორჯერ დაქორწინდა.პირველი მსახიობი რობერტ სტეფანსი და შემდეგ ბევერლი ქროსი.მისი ქორწინება სტეფანსთან დასრულდა 1974 წელს განქორწინებით და ქორწინება მასსა და ქროსს შორის 1999 როდესაც იგი გარდაიცვალა. სტეფანთან მას ჰყავს ორი შვილი კრისი და ტობი რომლებიც ასევე არიან მსახიობები.

მეგი სმიტის კარიერა დაიწყო ოქსფორდში 50-იან წლებში. მისი ფილმის დებიუტი შედგა 1956 წელს როგორც ერთ-ერთი წვეულების სტუმარი ფიმში Child in the House (1956).ამის შემდეგ ის თამაშობდა მსოფლიოს ყველაზე წამყვან მსახიობებთან დაახლოებით 60 ფილმში და სერიალში.

მეგი სმიტი ოსკარზე ნომინირებული იყო 6ჯერ.მისი მოპოვება მან 2-ჯერ შეძლო ფილმებისთვის The Prime of Miss Jean Brodie (1969) და California Suite (1978).

მოგვიანებით მეგი ძალიან პოპულარულ ჰარი პოტერის ფილმების სერიაში მოგვევლინა როგორც მკაცრი პროფესორი მაქგონაგალი. ბოლო დროს იგი ჰედლაინებიშიც მოხვდა რადგანაც მას მკერდის კიბო აღმოუჩინეს,მაგრამ ახლა იგი გამოჯანმრთელდა და განაგრძო ჰარი პოტერის ბოლო წიგნის ეკრანიზაციაზე მუშაობა.
bd52e3204a5c


1b74f6e08bde

9de4a930f90a
კლემენს პუაზი ფლერ დელაკური
სრული სახელი და გვარი: კლემენს გიშარი (Clemence Guichard).
დაბადების თარიღი: 1982 წლის 30 ნოემბერი
დაბადების ადგილი: მეოდონი, ო-დე-სენი, საფრანგეთი
სიმაღლე: 170 სმ

კლემენსის მამა თეატრის მსახიობი და რეჟისორია. პირველი სამსახიობო გამოცდილებაც სწორედ მისგან შეიძინა: ეტიენ გიშარმა შვილს პატარა როლი მისცა ერთ-ერთ სპექტაკლში. მოგვიანებით მსახიობმა სასცენო ფსევდონიმად დედის ქალიშვილობის გვარი – პუაზი ამოირჩია.
კლემენსი მეოდონის სკოლაში სწავლობდა და პოპულარობით არ სარგებლობდა. მისი თქმით “ჩაკეტილი და ცოტა უცნაური” ბავშვი იყო. სკოლის შემდეგ კლემენსმა სწავლა დრამატული ხელოვნების საფრანგეთის ეროვნულ აკადემიაში განაგრძო. შემდეგ კი ნანტერის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც მრავალ სატელევიზიო თუ კინოპროექტში და თეატრალურ დადგმაში მიიღო მონაწილეობა. პირველი ინგლისურენოვანი როლი BBCს მინისერიალში Gunpowder, Treason & Plot მიიღო (2004), სადაც შოტლანდიის დედოფლის, მარიამ პირველის როლი შეასრულა. ამ როლმა ოქროს FIPA (Festival International de Programmes Audiovisuels) მოუტანა საუკეთესო ტელემსახიობი ქალისთვის. 2005 წელს ფლერ დელაკურის როლი შეასრულა ჰარი პოტერის მეოთხე ფილმში, ხოლო 2008 წელს კვლავ ითამაშა რალფ ფაინსის (ლორდი ვოლდემორტი) და ბრენდან გლისონის (ალასტორ “მრისხანეთვალა” მუდი) გვერდით ფილმში In Bruges, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული. ფლერ დელაკურის როლს ის პოტერიანას ფინალურ ფილმებშიც დაუბრუნდება.

საინტერესო ფაქტები
შვიდი წლის ასაკში კლემენსი ცხენიდან ჩამოვარდა და ოცი წლის ასაკამდე ახლოსაც აღარ გაკარებია ცხენებს.
არის მოდის სახლ Chloéს სახე.
თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად და საკმაოდ ბევრ ინგლისურენოვან ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ჰყავს უმცროსი და – მელი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.
f7acb13c6403


6abce35b2bcd


ed453203a1eb


317545fb708c

©BELLATRIX

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close