არქივი

საიტის ინტელექტუალებო..!

36f3b768f70f

კითხვები საიტის ინტელექტუალებისთვის

1)  ეს კანონი პირველად 1970 წელს მიიღეს სპილოს ძვლის კუნძულებსა და ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში. ევროპაში კი ეს კანონი პირველად საფრანგეთმა მიიღო. ამ კანონის დარღვევისთვის ისრაელში ჯარიმა 88 აშშ დოლარს, ხოლო დიდი ბრიტანეთში 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. საქართველოში ეს კანონი დიდი ხანია, რაც მიღებულია, მაგრამ ბევრმა მისი არსებობის შესახებ არც კი იცის. რას მოითხოვს ეს კანონი?

2)მისი სიგრძე შეადგენს 6500 კმ, მანძილი უკიდურეს წერტილებს შორის — 2450 კმ. ზოგი მას უწოდებს “მსოფლიოში ყველაზე გრძელ სასაფლაოს”. რას ვუწოდებთ მას ჩვენ?

3) 1954 წელს ქ. სან-ბერნარდინოში ვინმე რეი კროკი შევიდა სასუზმეში და განცვიფრებული დარჩა იმით, რომ კოქტეილი, კარტოფილი და ჰამბურგერი მას მიართვეს ნახევარ წუთში და სულ 15 ცენტად. რა დაარსა ამის შემდეგ რეი კროკმა?

4) წყნარ ოკეანეში მობინადრე ერთ-ერთ მოლუსკს ქვია ლამაზი სახელი “არისტოკრატი”. მას აქვს ისეთი რამ, რითიც იგი გამოირჩევა ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან და რაც ნაწილობრივ გამოიხატება მის სახელში. რა არის ეს?

5) ჩვენ ამას, ჩვეულებრივ, დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც ვაკეთებთ. მიკი მაუსი კი ერთ-ერთ ფილმში ამბობს, რომ არითმეტიკის ცოდნა ნიშნავს შეგეძლოს ოცამდე ისე დათვლა, რომ ეს არ გააკეთო. რაზეა საუბარი? :lol2:

6) დაასრულეთ ბლეზ პასკალის აზრი: “ადამიანებს უჭირთ სიმართლეს მიანიჭონ ძალაუფლება, ამიტომ…”

7) “ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონიაზე ბედნიერ გამარჯვებულებს იქვე ართმევენ ხოლმე ნანატრ სტატუეტებს და უბრუნებენ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. რისთვის კეთდება ეს?

8) ერთხელ ამბროზ ბირსს მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა ერთი უმეცარისათვის ერთ სიტყვასთან დაკავშირებით. გონებაჩლუნგი მოსაუბრე ვერაფრით იგებდა განმარტებებს. ბოლოს მწერალმა თქვა, რომ “ეს — არის სახელმწიფოს დიდსულოვნება იმ დამნაშავეთა მიმართ, რომელთა დასჯაც მას ძალზე ძვირი უჯდება”. რა სიტყვა ახსნა ასე ამბროზ ბირსმა?

9) საჰარაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გამოკრულია პლაკატი წარწერით: “ჩაასხით ბენზინი მხოლოდ ჩვენთან, რადგან ყველა სხვა ახლომდებარე ბენზინგასამართი სადგური …” დაასრულეთ ფრაზა.

10) 1978 წელს ამერიკელმა ჯონი დელმა დაამყარა უცნაური რეკორდი — ისროლა ქათმის კვერცხი 98 მეტრსა და 51 სანტიმეტრზე. მაგრამ უფრო უცნაური რეკორდი იმავე წელს დაამყარა მისმა თანამემამულემ და მეგობარმა კიტ გოლასმა. რაში მდგომარეობს ამ უკანასკნელის მიღწევა?   :( :no: :love:

წარმატებებს გისურვებთ   :dasja: :love:

წყარო :  moazrovne.net

მსგავსი ამბები

Back to top button