საკითხავისასარგებლოსაქართველო

ხვამლის მთა ანუ საიდუმლოების ახალი კერა


ხვამლის მთის დაკარგული საგანძური

ქართლის ცხოვრება ამბობს “ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვამლის მთამ გადაარჩინოს”. რა იგულისხმება ამ სიტყვების მიღმა. ამაზე, ალბათ პასუხს გაგვცემს ექსპესიცია, რომელიც სამი წლის მანძილზე შეისწავლის ხვამლის მთას და მის მღვიმეებს, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, უამრავია ამ მთის შუაგულში, ისევე როგორც ვარაუდობენ, უამრავია ამ მთის შუაგულში, ისევე, როგორც მიწისქვეშა, ხელით ნაშენები ქალქი.

როგორც ირკვევა, გასული საუკუნი 40-იან წლებში, მთასვლელმა ალიოშა ჯაფარიძემ 2-ჯერ დალაშქრა ხვამლის მთის რამოდენიმე გამოქვაბული, მაგრამ მნიშვენელოვანი ვერაფერი იპოვა.

ლეგენდის თანახმად, ხვამლის მთა ქართველ მეფეთა განძთსაცავი ყოფილა. იქნებ მაშინდელმა მთავრობამ რამე იცოდა ამ განძის შესახებ? ეს ექსპედიცია გასაიდუმლოებული იყო და დღემდე არავინ იცის მის შესახებ.

რუსთაველს უწერია, როდესაც ტარიელი და ავთანდილი ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებიან, ტარიელი ამბობს : “მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დავსები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები”

1984 წელს ექსპედიციამ, რეზო შალიბაძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ სცადა ხვამლის მთის დალაშქვრა. ზოგიერთ გამოქვაბულშიც შეაღწიეს, თუმცა უშედეგოდ.

2007 წელს კი, დაიწყო მთის სერიოზული შესწავლა და იმედია, ახალი გამოკვლევები ნათელს მოჰფენს საიდუმლოებას.

როგორვ 2007 წლის ექსპედიციის მასალებში ვკიტხულობთ, აღმოჩენილი იქნა 7 ოთახი. მრვიმეები ისეა ამოშენებული რომ უცხო თავლისთვის შეუმჩნეველია.

მეშვიდე ოთახში დასტურდება გასასვლელი, მაგრამ ქვის ნამტვრევებით ისეა ჩაერგილი, რომ გაწმენდის გარეშე იქ ჩასვლა შეუძლებელია.

რაც მთავარია, უძველესი მეტალურგიული კერის არსებობა დადასტურდა.
ქართველები ხომ ოდითგანვე ფლობდნენ ფოლადის დნობის საიდუმლოებას, ანუ, ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ პერიოდში იგივე იყო რაც ეხლა ატომური ბომბი

ფრანგი ფანტასტი, ჟიულ ვერნი, თავის ნაწარმოებებში “შეუპოვარი კერაბინი” პირდაპირ მიუთითებს ხვამლის მთაზე, სადაც, ზევსის ბრძანებიტ , პრომეთე იქნა მიჯაჭვული.

ექსპედიცია ამჯამად, გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობიტ მიმდინარეობს…

წყარო: გაზეთი “prime time”

თეგები
Back to top button
Close
Close