არქივი

სინტერესო ფაქტები ფილმიდან “The Twilight Saga: New Moon”

null

დიდი მოყვარული არ ვარ ამ კინოსი მაგრამ ზოგს აინტერესებს.. : ))

P.S ჩემი აზრით პირველი სერია ჯობია…

თავდაპირველი ჩანაფიქრით კეტრინ ხარდვიკს, პირველი ნაწილის რეჟისორს უნდა გადაეღო მეორე ნაწილიც “ბინდი.საგა.ახალი მთვარე”. მაგრამ უთანხმოების გამო «Summit Entertainment»–თან ის იძულებული გახდა პროექტი დაეტოვებინა. დიდი ხნის მანძილზე დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ ჯეიკობ ბლეკის როლის შემსრულებელს ტეილორ ლოტნერს, შეცვლიან ასაკით უფრო დიდ მსახიობზე. ჯეიკობის როლზე მაიკალ კოპონს და სტივენ სტრეიტს ვარაუდობდნენ. შედეგად კრის ვაიცმა გადაწყვიტა არაფერი შეეცვალა.

პრობლემები შემქმნელებს მთავარი როლის შემსრულებელმაც შეუქმნა რობერტ პატისონმა. “ახალი მთვარის” გადაღებების დაწყებამდე სამი თვით ადრე მან სულ მოკლედ შეიჭრა საკმაოდ გრძელი თმები, მოდური ვარცხნილობა კი – ედვარდის გარეგნობის ერთერთი მთავარი კომპონენტია. იმის მიუხედავად, რომ მარტისთვის პატისონს თმები გაეზარდა, «Summit Entertainment» –ს სანერვიულო საბაბი მისცა. ერთერთი მაქციის როლზე ოლივერ ჯეიმსის კანდიდატურა იყო განხილული. ჰაიდის როლი დიდი ხნის მანძილზე ანა ლინ მაკკორდზე იყო მიმაგრებული, რომელსაც ერთი წლის წინ უკვე უცდია თავი სინჯებში როზალიას როლზე. ლინდსი ლოხანს და ჰილარი დაფს “ახალ მთვარეში” სურდა მონაწილეობა, მაგრამ სიუჟეტში მათთვის უბრალოდ ვერ მოიძებნა პერსონაჟები.

ყველა მსახიობი, რომლებიც ასრულებენ მაქციებს, ნამდვილი ინდიელები არიან. კასტინგზე ყოველივე მათგანმა კრის ვაიცს წარმოუდგინა სპეციალური საბუთები, რომლებიც ადასტურებდნენ მათ წარმოშვებას. ბროსნონ პელეტიე კრი–მეტისების ტომიდანაა, ჩესკ სპენსერი – ლაკოტიდან, ალექს მერაზი – პერპეჩიდან, კიოვა გოროდონი – ჰუალაპაიდან, ტაისონ ჰაუსმენი – კრის ტომიდანაა.

კრის ვაიცი დიდი ხნის მანძილზე არწმუნებდა მაიკალ შინს მონაწილეობა მიეღო ფილმში. “ახალი მთვარეზე” მუშაობა დაიწყო 2008 წლის დეკემბერში. გადაღებები ვანკუვერში დაიწყო მარტის ბოლოს, შემდეგ კი მონტეპულჩანოში გადაინაცვლა. ფილმის საუნდრეკი ალექსანდრა დესპლამ დაწერა. სცენებში, სადაც ბელა და ელისი ყვითელ პორშეთი მგზავრობენ, ეშლი გრინს დროთადრო კასკადიორი–მამაკაცი ცვლიდა.

ამისათვის მას უწევდა ისეთივე პარიკის დახურვა როგოც გრინსააქვს, და ასევე ბანდანა და ხელთათმანები. მონტეპულჩანოში “ახალი მთვარის” შემქმნელებმა იპოვეს ორი საჭირო პორშეს მოდელი. მაგრამ მანქანები არ იყო ერთნაირი: ისინი ფერით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ერთი წითელი იყო მეორე კი ყვითელი. ამიტომაც მათ მოუწიათ 5800 ევროს დახარჯვა წითლად ამ პატარა დეტალის გადასაღებად.

სვირინგები, რომლებსაც მაქციები ატარებენ, ისტორიიდანაა აღებული, რომლებიც დიზაინერმა დევიდ ბრისბენმა გაიგო კვივლეტების რეზერვაციაში სტუმრობისას. სვირინგის ექვსი ვარიანტი იყო შექმნილი, როგორც შავ ფერში, ისევე წითელ. შედეგად შავ ფერზე შეაჩერეს არჩევანი.

თავდაპირველად ფილმის ხანგრძლივობა სამ საათს შეადგენდა, ამიტომაც მონტაჟის სპეციალისტებს მოუწიათ ამოეჭრათ კადრები ფილმიდან და 130 წუთამდე დაეყვანათ, მაგრამ არცერთი სცენა არ ამოჭრილა, უბრალოდ დამოკლდა.

რობერტ პატისონს შეყვარებული არ ყავს (წავიკარით შავები :D )

მსახიობსმა რობერტ პატისონმა, რომელიც მსოფლიოში პოპულარული გახდა ვამპირის ედვარდ კალენის როლის შესრულების შემდეგ ფილმში ‘ბინდი’, აღიარა, რომ იმის მიუხედავად, რომ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მან მეგობარი გოგონა ვერ იპოვა, რადგან გოგონებს ის როგორც პიროვნება არ აინტერესებს. 23 წლის პატისონი ამბობს: ‘გოგონები ყვირიან ედვარდ, და არა რობერტ. და მე ჯერ კიდევ არამყავს მეგობარი გოგონა’. თმცა, პატისონი ასევე აღიარებს, რომ სუსტი სქესის ყურადღება არ აკლია. ის ამბობს, რომ ერთხელ რესტორანში სადილობისას მან იქ რამოდენიმე საათი გაატარა. და ამ დროს განმავლობაში ქუჩაში უამრავი თაყვანისმცემელი შეგროვდა. რობერტი იმედოვნებს, რომ თაყვანისმცემლების ამაღლებული ინტერესი მის მიმართ გაიფანტება, როდესაც ‘ბინდის’ მეორე ნაწილი გამოვა, სადაც ის მთავარ როლს არ შეასრულებს.

kvitata

Music.. Dj.. Mix Group..
Back to top button