რეკორდებისაკითხავისასარგებლო

გინესის რეკორდები (II ნაწილი)

eb6d7d54ccbe

გინესის რეკორდების მეორე ნაწილი…

1d87daa08ea6

1. ) ორგანიზაცია «Life Time Fitness» – მა დაამყარა მსოფლიო რეკორდი ველოტრენაჟორებით ვარჯიშში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1052-მა ადამიანმა. ეს ღონისძიება ჩატარდა დარბაზ «Target Center» -ში. (მინეაპოლისი, შტატი მინესოტა)

496bbde93a25

2.) ლიბანელმა შეფ-პოვრებმა დაამყარეს მსოფლიო რეკორდი – მათ დაამზადეს მსოფლიოში უზარმაზარი სალათი, რომელშიც გამოყენებული იქნა 1600 კგ “პეტრუშკა” , 1500 კგ პომიდორი და 420 კგ ხახვი. ამ სურათზე ჟიურის წევრები, გინესის რეკორდების წიგნიდან , 250 შეფ-პოვარი და 50 დამწყები მზარეული ჭრიან და აგემოვნებენ ამ სალათს…

6ef0f4bb462f

3.) ამ სურათზე ლიბანელები აღნიშნავენ მსოფლიო რეკორდს, რომელიც მათ დაამყარეს – მათ დაამზადეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმუსის პორცია. თეფში რომელიც იწონიდა 2056 კგ-ს, სავსე იყო 1350 კგ-იანი “გაროხის” კერძით. ორგანიზატორებმა ეს მსოფლიო რეკორდად არა მარტო კერძის ზომების გამო აღიარეს, არამედ ყველაზე დიდი რაოდენობის წარმოების გამოც…

05eeb61789f1

4.) ამ სურათში პალესტინელები დგანან მსოფლიოში ყველაზე დიდ კაბაზე… ამ კაბას ამზადებდა 150 ადამიანი და მათ დასჭირდათ რამდენიმე თვე, რათა შეექმნათ ეს კაბა. ამ კაბის სიგრძე 32.6 მეტრია, ხოლო სიგანე 18.1 მეტრი. (ქალაქი ჰებრონი, იორდანიის დასავლეთ სანაპირო , 26 ოქტომბერი, 2009 წ. )

5e9b762b4291

5.) ეს სურათი არის გადაღებული 2010 წლის 4 იანვარს, ბურჯ-დუბაის გახსნის დღეს. ბურჯ-დუბაი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად… მისი სიმაღლე 824,55 მეტრია.

3d0b60933650

6.) დაახლოებით 15 000 ადამიანი მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში – ბაგირის გადაქაჩვაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქალაქ ნაჰაში, იაპონიის კუნძულ ოკინავაზე. ამ ღონისძიებაზე გამოყენებული იქნა ბაგირი, რომლის სიგრძე 200 მეტრი იყო, დიამეტრი – 156 სმ და წონა – 43 ტონა. ეს ბაგირი იყო დაწნული. ეს ბაგირი შესულია გინესის რეკორდების წიგნში.

15411d424c80

7.) ამ სურათზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხენი სახელად “Lyuskomb Nodram” , ან უბრალოდ “მეგობარი”, დგას თავის პატრონთან, ჯეინ გრინმანთან ერთად. ეს სურათი გადაღებულია გამოფენაზე წასვლამდე, რომელიც იმართებოდა მელბურნში , 2010 წლის 19 მარტს. ეს ცხენი 6 წლისაა, იწონის 1,5 ტონას და სიმაღლე 2,5 მეტრია. “მეგობარი” 3 ჯერ დიდია, ნორმალურ, სუფთასისხლიან ცხენზე. ცხენის ჯიში – “Shire horse” იმყოფება გადაშენების პირას, ისინი მხოლოდ 2000-ნი დარჩნენ და მათგან მხოლოდ რამოდენიმეა ნაცრისფერი…

673f57157057

8.) ამ სურათზე 43 წლის ალბანელი მხატვარი, საიმირ სტრატი ქმნის მაიკლ ჯექსონი მოზაიკას… ეს მოზაიკა შექმნილია მთლიანად ფუნჯებით. ამ შედევრის შესაქმნელად სტრატმა დახარჯა 250 000 ფუნჯი და 28 დღე. ამ “სურათის” სიმაღლე შეადგენს 2,6 მეტრს და სიგანე – 10 მეტრს. ეს მოზაიკა შესრულებულია სატვირთო მანქანის კედელზე. ეს უკვე მეოთხე ცდაა სტრატის – მოხვდეს გინესის რეკორდების წიგნში…

f2ba93e3cec4

9.) ამ სურათზე ათასობით მექსიკელი მონაწილეობს მაიკლ ჯექსონის საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაში – “მე ვცეკვავ THRILLER-ს”… ისინი ცდილობენ მოხვდნენ გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მასობრივი ცეკვა, მაიკლ ჯექსონის კლიპიდან “Thriller”. 15 000 – მდე ადამიანმა მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება გაიმართა იმ დღეს, როცა ჯექსონს შეუსრულდებოდა 51 წელი. ( 2009 წლის 29 აგვისტო, მექსიკა)

d7b9e71daa96

10.) ამ სურათზე მექსიკელი მზარეულები ამზადებენ მსოფლიოში ყველაზე დიდ ყველის “პეროგს”. ისინი იმედოვნებენ რომ შევლენ გინესის რეკორდების წიგნში… (2009 წლის 25 იანვარი, მექსიკა)

a144c84b6c7d

11.) ამ სურათზე, 25 წლის ეგვიპტელი მუჰამედ ალი ზინჰომი ცდილობს დაამყაროს მსოფლიო რეკორდი – ყველაზე დიდი რაოდენობით აზიდვა, მარჯვენა ხელის 2 თითით, ისტორიული გიზის პირამიდების ფონზე. სინჰომი აიზიდა 46 -ჯერ, 49 წამის განმავლობაში… (2010 წლის 8 მარტი, ეგვიპტე)

81fa33554347

12.) ამ სურათზე დაახლოებით 1800 ადამიანი, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ემზადება გარბენისთვის , სიდნეის მთავარ ქუჩაზე… ორგანიზატორებმა, გარბენიდან – «Variety Club Santa Fun Run» შემოსული თანხა გადარიცხეს ბავშვთა ფონდში. ეს გარბენა შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მასობრივი გარბენა სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილნი… (სიდნეი, 2009 წლის 29 ნოემბერი)

b733e70f07f8

13.) ამ სურათზე ინდონეზიელები ცდილობენ დაამყარონ მსოფლიო რეკორდი – ყველაზე მასობრივი გაშვება “ფანარიკების”… ამ ღონისძიებაზე გაშვებულ იქნა, არანაკლებ 10 000 “ფანარიკი”…

ბოდიშს ვიხდი არაქართული სიტყვების გამოყენების გამო, მაგრამ ქართული შესაბამისი სიტყვები ვერ გამოვნახე…. :aaaa:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close