გართობა

ამოცანები(ნაწილი 1)

c283857ea2ec

აბა ვინ დაასწრებს?

1) რამდენგვერდიანია წიგნი, თუ მისი ყველა გვერდის გადასანომრად საჭიროა 393 ციფრის გამოყენება?

2) დავუშვათ სამართლიანია:

ა)ყველა ბავშვს უყვარს ნამცხვარი.
ბ)ზოგიერთი ნამცხვრის მოყვარული არაა ბავშვი.
გ)არცერთ ბავშვს არ უყვარს შოკოლადი.

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა შეიძლება გამომდინარეობდას ამ დებულებებიდან?

ა)ყველას,ვისაც უყვარს შოკოლადი,უყვარს ნამცხვარი.
ბ)ყველას,ვისაც უყვარს შოკოლადი,უყვარს ნანცხვარი.
გ)ზოგიერთი,ვისაც უყვარს შოკოლადი,ბავშვია.
დ)ნიკოს უყვარს ნამცხვარიც,შოკოლადიც და ის ბავშვია.

3) 5 კატას 5 საათში შეუძლია 5 თაგვის შეჭმა. რამდენ კატას შეუძლია 10 თაგვის შეჭმა 10 საათში?

4) ერთმანეთისგან განსხვავებულ 6 ნატურალური რიცხვის ჯამია 50.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რისი ტოლი შეიძლება იყოს 2 უდიდესის ჯამი?

ა)19 ბ)20 გ)21 დ)47 ე)45

5) 10 მეტრი სიმაღლის ჭიდან ამოსვლას ცდილობს ლოკოკინა. ყოველი დღის განმავლობაში ის ადის ზევით 3 მეტრით,ხოლო ყოველი ღამის განმავლობაში ჩამოდის ქვევით 2 მეტრით. რამდენი დღე დასჭირდება ლოკოკინას ჭიდან ამოსასვლელად?

6) თედო გუშინწინ 17 წლის იყო, მომავალ წელს კი ის 20 წლის იქნება. რა შემთხვევაშია ეს?

მსგავსი ამბები

Back to top button