გასართობისურათები

ვარსკვლავების წარსული… :)

ჰოლივუდის ვარსკვლავები რომ ვარსკვლავებად არ დაბადებულან ყველამ ვიცით… საინტერესოა ვინ რას აკეთებდა მანამ, სანამ წარმატებას მიაღწევდა. ამ თემაზე გამოკითხვა ჩაატარეს და პირველი ადგილი დენზელ ვაშინგტონს ერგო, რადგან იის……. მეკუბოვედ მუშაობდა.. (მაგარია!!! :D )

მას არც ვუპი გოლდბერგი ჩამორჩა.. ის დამკრძალავ ბიუროში მიცვალებულთა გრიმიორად მუშაობდა

ბრედ პიტი ოფიციანტად მუშაობდა, თუმცა ეს უკვე მოსაწყენი კლასიკაა :)

ჯეკ ნიკოლსონი სათამაშოების მაღაზიას ფლობდა

ტომ ჰენქსი სასტუმროს დერეფნებში მორიგეობდა

ჯიმ კერიც სასტუმროში მუშაობდა შვეიცარად

ჩარლზ ბრონსონი ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა

დენი დე ვიტო დალაქი იყო

კვენტინ ტარანტინო ვიდეოსალონში გამყიდველად მუშაობდა, მაგრამ HIM_ის ლიდერი ვილე ვალო უფრო “მაგარი” აღმოჩნდა.. ის მამამისის სექსმაღაზიაში იყო გამყიდველი

“დაკარგულების” ვარსკვლავი ჯოშ ჰოლოვეი მეფრინველეობის ფერმაში მუშაობდა ( ისე საინტერესო სანახავი იქნებოდა ქათმებთან ერთად :lol: )

რობინ ვილიამსი მოხეტიალე მიმი იყო…

სტივ ბუშემი კი მეხანძრე იყო…

შეფასებები თქვენთვის მომინდვია … )))

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close