ლაშქრობებისაკითხავისასარგებლო

როგორ გადავრჩეთ ველურ ბუნებაში

3ca94e373c90
ქვემოთ გაეცნობით, თუ როგორ შეგვიძლია 3 ხერხის გამოყენება, რომ ბუნებაში თავის გატანა შეძლოთ.

ადამიანი უამრავი მიზეზის გამო შეიძლება აღმოჩნდეს მარტოდმარტო ველური ბუნების პირისპირ. მაგალითად, ავია ან საზღვაო კატასტროფების, ომიანობის დროს ან უბრალოდ ლაშქრობისას.

ადამიანები ძალიან ხშირად მოუმზადებლები არიან და იბნევიან ექსტრემალურ სიტუაციებში. ამიტომ ყოველთვის თან უნდა გვქონდეს დანა, წყლით სავსე ბოთლი და კაჟი.

სუფთა წყლის მოპოვება

სუფთა სასმელი წყალი ყოველთვის მნიშვნელოვანია გადარჩენისათვის. საკვების გარეშე რამდენიმე კვირა შეიძლება გაძლება, წყლის გარეშე კი რამოდენიმე დღეში იფიტება ორგანიზმი და ადამიანი სიკვდილის პირას მიდის. წყლის მოპოვება ბუნებაში შეიძლება არ იყოს რთული, მაგრამ მთავარია სუფთა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წყალში არსებულმა მიკროორგანიზმებმა შეიძლება სერიოზულად დაგაავადოთ.
მცენარეების ფესვებს შეუძლიათ 15მ. სიღრმიდანაც კი ამოწოვონ წყალი. რომ შევაგროვოთ წყალი, პოლიეთილენის პაკეტი ფოთლებიან ტოტს უნდა შემოვახვიოთ. ფოთლებიდან წყალი აორთქლდება, პაკეტის ზედაპირს დაასველებს და წვეთებად ჩამოიწურება.
შეარჩიეთ ხშირფოთლოვანი ტოტი ან ბუჩქი. პაკეტის ღია მხარე ზემოთ მოაქციეთ, ძირი კი ქვემოთ, რათა გამოყოფილი წყალი ძირს დაგროვდეს. ფოთლები არ უნდა ეხებოდეს პაკეტს, თორემ ისინი უკანვე შეიწოვენ აორთქლებულ წყალს.

დაკოტის კოცონი

კოცონს, რომლის დანთებასაც ახლა გასწავლით, დაკოტას ტომის ინდიელები იყენებდნენ. ამ ტიპის კოცონი ნაკლებ საწვავს მოითხოვს, ნაკლები კვამლი გამოიყოფა, უფრო მხურვალე ცეცხლი მიიღება, ადვილად არ ქრება და ცეცხლის ნაკვალევიც არ რჩება.
1. ამოთხარეთ 30 სმ. სიღრმისა და ამავე სიგანის ორმო. ორმოს ძირი გვერდებში გაუფართოვეთ. თხრისთვის გამოიყენეთ პატარა ნიჩაბი, ჯოხი ან მეტალის კოვზი. არ დაიწყოთ თხრა სველ, ქვიშიან ან ქვიან ნიადაგზე.
2. დაადგინეთ ქარის მიმართულება: გაილოკეთ თითი და ზემოთ ასწიეთ. სიო უბერავს იმ მხრიდან, რომელი მხრიდანაც თითი გაგიშრებათ.
3. ამოთხრილ ორმოს გაუკეთეთ გვირაბი 30 სმ.-ს დაშორებით იმ მხრიდან, საიდანაც ქარი უბერავს. მისი დიამეტრი 15 სმ. უნდა იყოს. გვირაბი კოცონისათვის ჰაერის მისაწოდებლადაა საჭირო, ჟანგბადის გარეშე ხომ ცეცხლი არ დაინთება.
4. ორმოში ჩაყარეთ წვრილი, მშრალი ფიჩხი და ცეცხლი მოუკიდეთ. ორმოს ზემოდან დაადეთ რამდენიმე ჯოხი და ცეცხლის ქურაც მზად არის. :yvavili:

წყალგამძლე ასანთის დამზადება

ექსტრემალურ სიტუაციაში ასანთი შეიძლება ან წვიმამ დაგისველოთ, ან მდინარემ. ამიტომ ლაშქრობაში სასურველია წყალგამძლე ასანთი იქონიოთ. ის ძალიან მარტივად მზადდება:
1. აიღეთ ფრჩხილის ლაქი და ასანთის ღერები სათითაოდ ჩააწეთ;
2. ლაქმა ასანთის ღერი თავის მხრიდან ნახევრად მაინც უნდა დაფაროს;
3. ასანთის ღერები დადეთ გასაშრობად ისე, რომ არაფერს ეხებოდნენ.

იმედია სტატია მოგეწონათ და აუცილებლად გამოგადგებათ ;)

წყარო: ჟურნალი “გონიერი თაობა”

თეგები

Giorgi Chavle

davibade 1997 wlis 4 agvistos. var warchinebuli moswavle. mivige meore xarisxis diplomi leqsebis konkursshi.vcxovrob batumshi. samjer makvs migebuli 1 xarixis diplomi swavlashi. sayvareli sagania-biologia, sayvareli maswi-qartulis, bevri ram vici-egvipteze. ar miyvars-tyuili da geograpia :)

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close