ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

დმანისის აღმოჩენა WHITE CUBE-ში

ამ აღმოჩენამ ძირფესვიანად შეცვალა მეცნიერების წარმოდგენა ადამიანის ევოლუციის შესახებ.

დმანისში აღმოჩენილი 1.8 მლნ წლის წინანდელი ევროპელის თავის ქალა 2009 წლის 28 ნოემბერს პირველად გაიტანეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავიდან. გამოფენა ლონდონის გალერეა White cube-ში სადღესასწაულო გარემოში გაიხსნა.

1991 წელს დმანისის გათხრების ამ აღმოჩენამ ძირფესვიანად შეცვალა მეცნიერების წარმოდგენა ადამიანის ევოლუციის შესახებ. ესაა 12-13 წლის “გოგონას” ნეშტი პატარა ზომის ტვინით და კარგად განვითარებული ქვედა კიდურებით. აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ჰომინიდები ბევრად ადრე მოვიდნენ აფრიკიდან, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი. თუმცა, დღემდე არავინ იცის, როგორ მოახერხეს მათ, განუვითარებელი ტვინით და პრიმიტიული ხელსაწყოებით უზარმაზარი მანძილის გადალახვა. “გოგონასთან” ერთად სხვადასხვა ასაკის და სქესის ჰომინიდის რამდენიმე ნეშტი იყო აღმოჩენილი, რაც უკვე გარკვეული სოციუმის არსებობაზე მიუთითებს. გამოდის, მიგრაცია აფრიკიდან ევროპაში არა აზიიდან, არამედ საქართველოდან/კავკასიიდან წამოვიდა? ეს “გოგონა” შეიძლება გასაღები იყოს ამ საიდუმლოსი, რომელიც 1.8 მილიონი წლის წინ დაიწყო დმანისის ველზე და ახლა კიდევ ერთხელ გაცოცხლდა უამრავი დამთვალიერებლის თვალწინ.

მხოლოდ ერთი ექსპონატისთვის განკუთვნილ შავ ოთახამდე ვიწრო მინის კორიდორი მიდის. შავ ოთახში მინის კედლებს მიღმა განათებულ თეთრ კვარცხლბეკზე ამ უცნობი “გოგონას” თავის ქალა დევს. ოთახში სამარისებული სიჩუმეა – ერთდროულად იქ მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის შესვლა შეიძლება. კედლებში ჩამონტაჟებული აუდიოაპარატურა გულის ძგერის ხმას გამოსცემს ზომიერი ვიბრაციით. სიჩუმეს მხოლოდ გულის ძგერის ხმა არღვევს.

წყარო: shokoladi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close