მძარცველებმა თაი ბანკიდან 100,000 ფუნტი გაიტაცეს. ბანკი უკვე 20 წუთის დახურული იყო როცა მძარცველებმა ბანკის კარზე დააკაკუნეს. მძარცველები პოლიციის სრული უნიფორმით მიადგნენ ბანკს. მენეჯერს ეჭვი არ შეპარვია მათ პოლიციელობაში რადგან მძარცველებს იარაღი და რაციებიც კი ქონდათ.
ბანკში შესვლის შემდეგ “პოლიციელებმა” მოითხოვეს ყველა ვიდეოკასეტა რომელიც იმჟამად კამერებში იყო და იღებდა არსებულ სიტუაციას, და მხოლოდ ვიდეოკასეტების მიღების შემდექ იარაღის მუქარით მიითვისეს 100,000 ფუნტი და პოლიციის მოტოციკლებით მიიმალნენ.